Właściciel bloga: kaxa80

kaxa80
44, Gori, Gruzja

მე ვხედავ ხალხს, რომლებიც ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის გვერდით უდგანან: სუსტებს, გაჭირვებულებს და დაუცველებს. ვხედავ აგრეთვე ხალხს, რომლებიც იგივე სიტუაციაში: თავიანთ მეგობრებს, ახლობლებს და ნათესავებს ქომაგობენ და იცავენ მათ ინტერესებს. მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ცოტას ვხედავ ისეთებს, რომლებიც მსგავს შემთხვევაში მართლების მხარეს დადგებიან....


14.12.2011

არ არსებობს ცბიერება, ქალის ცბიერებას რომ აღემატებოდეს. (ისო ზირაქი)
ქალი სიჯიუტისა და თავგანწირვის საოცარი ნაერთია.ქმერის გულისათვის ის დათანხმდება თავი წააჭრან, ოღონდ თმები კი არა. (ჟან პოლი)
ქალი ბუნების ყველაზე მისაღები შეცდომაა. (მილტონი)
ქალი თვალის სამოთხე, სულის ჯოჯოხეთი და ჯიბის ტანსაწმენდელია. (ესპანური ანდაზა)
მამაკაცის გამოტეხა ადვილია, ქალის - შეუძლებელი. (კონტი)
მამაკაცის ცბიერებას კიდევ რა უშავს, დედაკაცისას - ბოლო არ უჩანს. (გერმანული ანდაზა)
ქალი ყოველთვის მერყევი და ცვალებადია. (ვერგილიუსი)
ქალი ადამიანის მეგობარია (არკადი რაიკინი)
P.S. ქალბატონებო! მე ამის დაწერა არ მინდოდა, თქვენი მოდგმის წარმომადგენელმა ფიფქიამ მაიძულა და თუ რამეზე გაღიზიანდით პასუხი იმას მოსთხოვეთ. :)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))0


http://www.youtube.com/watch?v=gMhmDYSiGUA

ჩემო ძვირფასო თანაფეისელებო და ჩვენი ჟურნალის "ფეის-შოკის" ერთგულო მკითხველნო, ღაწვთა ფხაჭნითა და მუხლებზე ფორთხვით მინდა გაცნობოთ ეს მეტად სამწუხარო ამბავი. თუმცა მე რა ჯანდაბა და დოზანა მინდა მე უბედურს? იძულებული ვარ, რომ მე "ენა გასახმობმა" გაუწყოთ ეს ყველაფერი. სანამ საქმეზე გადავიდოდე პატარა წინა სიტყვაობას გავაკეთებ.
სათაურად მოცემული ლინკი შემთხვევით არ დამიდია. "ვაი შენ წუთისოფელო, დაგცადე ათასფერადაო..." მღერის მომღერალი. მეტად გულის ამაჩუყებელია, მაგრამ ჩვენ ქართველებმა გზა ხომ მას მერე უნდა დავინახოთ ხოლმე როცა ურემი გადაბრუნდება? რატომ ვერ ვამჩნევთ ადამიანები სანამ ჩვენს გვერდით არიან რა კარგები და ძვირფასები არიან ჩვენთვის? მერე რატომ აკლდებათ ხოლმე ჩვენს გულებსა და თვალებს მხოლოდ მაშინ


რამდენიმე დღიანი ლოდინის შემდეგ ჩვენი ჟურნალი "ფეის-შოკი" გთავაზობთ პირველ ინტერვიუს. ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა ვიფიქრეთ იმაზე, რომ ვისთან ჩაგვეწერა ეს ინტერვიუ, ბოლობოლო qitiqeti-მ შემოგვთავაზა, რომ ახლად სკოლადამთავრებულებისგან აგვეღო, რაშიც მეც სიამოვნებით დავთნხმდი და ჩავწერეთ. დავითანხმეთ სამი სკოლადამთავრებული: anela, Maarikusa და taach.
იმის, გამო რომ ჯერ კიდევ გამოუცდელი ჟურნალისტები გახლავართ, ინტერვიუ ცოტა ქაოსური გამოვიდა და რისთვისაც გიხდით ბოდიშს. კითხვებს qitiqeti და თქვენი მონა-მორჩილი სვამდნენ, ხოლო პასუხებს ზემოთ მოხსენიებული სამი ადამიანი სცემდა. ვნახოთ რა გამოვიდა.

qitiqeti: გოგოებო! დიდი მადლობა, რო დათანხმდით "ფეის-შოკთან" ინტერვიუს და გილოცავთ სკოლის დამთავრებას!
anela: მადლობა.
Maarikusa: მადლობ.
taach: მადლობ ქით.
qitiqeti: ახლა გულწრფელად მითხარით, გიხარიათ თუ გული გწყდებათ?
anela: მიხარია ჯერ (იცინის).
taach: მე მიხარია (იღიმის).…



ყუველთვიური ჟურნალ გარ(ე)შოკის მაისის თვის ნომერში გთავაზობთ მეტად საინტერესო ინტერვიუს ჩვენი საიტის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წევრ ქეთა რევიასთან იგივე qitiqeti-თან. შეიტყობთ ბევრ თქვენთვის საინტერესო და აქამდე გაუხმაურებელ დეტალებს ქეთას ცხოვრებიდან. შევეცადე, რომ ბერვად მრავალფეროვნად დამესვა კითხვები. რაც შეეხება კითხვას თუ როგორი უნდა იყოს ქეთას ცხოვრების მამაკაცი განგებ არ დავსვი, რადგან ამ კითხვაზე ამომწურავად გაგვცა პასუხი ჩვენმა რესპოდენტმა თავისივე ბლოგში. ვისაც სურვილი გაქვთ და გაინტერესებთ შეგიძლიათ ნახოთ ეს ბლოგი (http://www.face.ge/blog/118512/khetha-acxadebs-rcheulis-msurvelobis-sherchevas/?xref=8_73), ხოლო დანარჩენს ქვემოთ მოცემული ინტერვიუდან შეიტყობთ.

_პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ ამდენი ხვეწნის შემდეგ ჩვენს ჟურნალთან ინტერვიუს დათანხმდი.
_
გავითვალისწინე რომ თქვენი მკითხველების ინტერესი უკვე ჯებირებს არღვევდა და ჩათრევას ჩაყოლა ვარჩიე.
_სწორი გადაწყვეტილებაა. მოდი, ჯერ…



მოგიყვებით ერთ კურიოზულ შემთხვევას, რომელიც რამოდენიმე დღის წინ გადამხდა თავს. რამოდენიმე დღის წინ შემემთხვა ამ ამბის დასკვნითი ნაწილი, თორე ისე ერთი ორი კვირა გრძელდებოდა დაახლოებით. ისე უცნაურია სად მე და სად კურიოზი. თქვენც გიკვირთ არა? მეც. მაშ ასე ვიწყებ მოყოლას:
აღმოვაჩინე რონ კომპიუტერის მონიტორის წინ დიდხანს ჯდომა ჩემს თვალებზე დადებითად არ მოქმედებდა და დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რითი დამეცვა ჩემი მხედველობა. დიდხანს არ მიფიქრია უმალ მოვიფიქრე, რომ ეს იქნებოდა სპეციალური სათვალე, რომელსაც მე კომპიუტერთან ჯდომის დროს გავიკეთებდი. საქმე იმაში იყო, რომ დაზუსტებით არ ვიცოდი მსგავსი სათვალე უკვე გამოიგონეს თუ არა. თუ გამოგონილი არ იქნებოდა იმედი მქონდა, რომ ღირსეულ ადგილს დავიკავებდი მსოფლიოს…


ჩემს ეზოში ორი მეზობელი ვცხოვრობთ. მართალია ქრისტეფორე კასტელის 2 ნომერში


დავუბრუნდეთ მატჩის მსვლელობას. საკუთარ ნახევარზე ფლობენ ბერძნები ბურთს. აიანტ ოილევსმა მოსძებნა ჩენტრში ოდისვსი. ოდისევსმა მეორე აიანტს გაატანა ბურთი. ერთგვარი სამკუთხედი გაითამაშეს. ტელომონის ძეს ოილევსისძე გაეხსნა ფლანგზე დროულად შენიშნა. ოილევსის ძეა ბურთით. მას ოდიოსი ეთამაშება. გასცდა ოდიოსს. დაუბრუნა ბურთი თავის სეხნიას. აიანტი სიღრმეში შეიჭრა და დიოესკენ გაგზავნა განივი გადაცემა, მაგრამ კოონი თამაშობს სესანიშნავად. ჩაჭრა ბურთი და წამოიწყო ტროელთა შეტევა. ადვილად გასცდა ფილოქტეტეს. გადააწოდა ჰექტორს. ჰექტორის წინ იდომინევსია. იდომინევსს აუარა გვერდი. მარჯვნიდან პარისი გაეხსნა. გადასცა. პარისის წინ ანტიკლეა. ჩაუვარდა ფეხებში და ბურთი პირით ხაზს იქით გადააგდო. აუტს ტროელები აწვდიან. ბურთით მარჯვენა მცველი დევკალიონია. ფიქრობს ვის გადააწოდოს. ისევ პარისი მონახა. პარისს კოონი წამოეხმარა.…


ყურადღება! ყურადღება! ლაპარკობს და უჩვენებს ილიონი! ლაპარაკობს და უჩვენებს ილიონი! ჩვენი მიკროფონები და კამერები მიმართულია ტროას ლეგენდარული სტადიონის მწვანე მინდვრის საფარისაკენ. სადაც სულ მალე დაიწყება მეტად მნიშვნელოვანი მატჩი. ტროას გუნდი მასპინძლობს საბერძნეთის კლუბთა ნაკრებს. დღეს გაირკვევა თუ ვის დარჩება გარდამავალი ელენე. სტადიონი გადაჭედილია. სრული ანშლაგია ტროასა და საბერძნეთის დროშები ფრიალებს. აი უკვე გამოდიან ფეხბურთელები მწვანე მინდორზე. თეთრ ტრადიციულ ქიტონებში ტროელები. ბერძნებს კი - წითელი ქიტონები აცვიათ (რავი ბავშვობაში ვნახე კინო აქილევსი და ეგენი ეცვათ და... რუსული რომ კარგად არ ვიცოდი მარტო ფორმები დავიმახსოვრე. :D). გუნდებს მატჩის მთავარი არბიტრი ზევსი მიუძღვით. თამაში უაღრესად მნიშვნელოვანია. იცით, რომ ამ პრიზს დიდიხნის განმავლობაში ბერძნები…


← poprzednia 1 2 3 4 5 następna
Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut