ანტიკური ფეხბურთი. ნაწილი მეორე
44, Gori, Gruzja

დავუბრუნდეთ მატჩის მსვლელობას. საკუთარ ნახევარზე ფლობენ ბერძნები ბურთს. აიანტ ოილევსმა მოსძებნა ჩენტრში ოდისვსი. ოდისევსმა მეორე აიანტს გაატანა ბურთი. ერთგვარი სამკუთხედი გაითამაშეს. ტელომონის ძეს ოილევსისძე გაეხსნა ფლანგზე დროულად შენიშნა. ოილევსის ძეა ბურთით. მას ოდიოსი ეთამაშება. გასცდა ოდიოსს. დაუბრუნა ბურთი თავის სეხნიას. აიანტი სიღრმეში შეიჭრა და დიოესკენ გაგზავნა განივი გადაცემა, მაგრამ კოონი თამაშობს სესანიშნავად. ჩაჭრა ბურთი და წამოიწყო ტროელთა შეტევა. ადვილად გასცდა ფილოქტეტეს. გადააწოდა ჰექტორს. ჰექტორის წინ იდომინევსია. იდომინევსს აუარა გვერდი. მარჯვნიდან პარისი გაეხსნა. გადასცა. პარისის წინ ანტიკლეა. ჩაუვარდა ფეხებში და ბურთი პირით ხაზს იქით გადააგდო. აუტს ტროელები აწვდიან. ბურთით მარჯვენა მცველი დევკალიონია. ფიქრობს ვის გადააწოდოს. ისევ პარისი მონახა. პარისს კოონი წამოეხმარა. კოონმა გრძივი გადაცემით მოსძებნა ოდიოსი. ოდიოს ოილევსის ძე ეთამაშება. ცდილობს ჩააწოდოს. ახერხებს კიდეც.საჯარიმოში სარპედონია.დაასწრო მცველებს. თავურიო დარტყმააააააააააააა!!!!!!!! და თოანტი ლამაზ ნახტომში კუთხურზე იგერიებს ბურთს. ტროელთა თავდასხმის მარცხენა ფლანგიდან კუთხურს ჰექტორი მოაწვდის. ტროელთა ტანმაღალი მცველები მეტოქის საჯარიმოში არიან ჩასულები. ჩააწოდა ჰექტორმა მაგრამ მენეალოსს გამოაქვს თავით კარგად ბურთი. მიიღო ფილოქტეტემ და ძლიერი დარტყმით წინ გაგზავნა, მაგრამ აქ არავინაა ბერძენთაგან, რადგან აგამემნონი მცველთა დასახმარებლად იყო ჩამოსული საკუთარ საჯარიმოში. ოდიოსი ფლობს ბურთს. გადასცა მესტორს. უკვე ამოიწიეს ბერძნებმა და მესტორის წინ ანტილოქეა. ნესტორი ვერ გასცდა და ბურთი უკან კოენს დაუბრუნა. კოენმა მარჯვენა ფრთაზე დევკალიონს გაატანა ბურთი. დევკალიონის წინ ანტიკლეა. ცდილობს გასცდეს. არ გამოსდის. პარისი წამოეხმარა. პარისმა ჰექტორისკენ გაგზავნა ბურთი, მაგრამ ოდისევსი თამაშობს კარგად. დაეუფლა ბურთს და ფილოქტეტე მოძებნა. ფილოქტეტემ ანტილოქეს გადააწოდა. ანტილოქემ თავის მხრივ. ტელამონისზეს გადააწოდა. ადვილად გასცდა აიანტი აგენორწს. დაუგორა საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი აგამემნონს. აგამემნონი ვერ ახერხებს საჯარიმოსი შესვლას. ამაში მას ხელს. იძულებულია ფლანგზე დიომედე მოსძებნოს. დიომედემ მიიღო ბურთი. ერთი მოძრაობით ჩამოიცილა დევკალიონი. შეიჭრა საჯარიმოში. დაბალი გადაცემა ანტილოქეს მიმართულებით, მაგრამ მცველებმა განმუხტეს სიტუაცია. ენეასმა ძლიერი დარტყმით ცენტრისკენ გაგზავნა ბურთი. აქ ოდისევსი დაეუფლა მის წინ არავინაა. დაიძრა ტროელთა კარისაკენ. პარისი გადმოვიდა დაზღვევაზე. ფიზიკურად ძლიერი ოდისევსი ვერ შეაჩერა. დასარტყმელ პოზიციაზეა. შეიძლება დარტყმა. დარტყმაააააააა!!!!! ბურთი მცირე მანძილით ცდება კარს. განმეორებიტ ვნახოტ ეს მომენტი. მაპატიეთ. მე შევცდი. პირველი შთაბეჭდილება ისეთი დამრჩა თითქოს მცირე მანძილით. ასცდა ბურთი ტროელთა კარს. თურმე კარგა გვარიანად. აუცელია. ბურთს თამაშში ტროელთა გოლკიპერი ლისანდრე შეიყვანს. სანამ პაუზაა აქილევსის შესახებ გეტყვით. გადმომცეს ინფორმაცია. თურმე გუშინ ბარში დამთვრალან ეგა და აგამემნონიო და ქალი ვერ გაუყვიათ. აქილევსი განაწყენებულა და თამაშზე უარი უთქვამს. ნესტორს ზლივს დაუთანხმებია და სათადარიგოში დასვა. ასე რომ მეორე ნახევარში შეიძლება ვიხილოთ მოედანზე. შეიყვანა ბურთი თამაშში ლისანდრემ. კოონი და ფილოქტეტე იბრძვიან. საბოლოოდ ბურთი კოონს დარჩა. გადასცა ჰექტორს. ჰექტორი ადვილად გასცდა აიანტ ტელამონისძეს. მისწინ მეორე აიანტია. მოატყუა ისიც, მაგრამ ოილევსის ძემ ფეხი გამოსდო. ზევსი ნიშნავს ჯარიმას. მანძილი 30 მეტრია კარამდე. აქედან დარტყმაც შეიძლება. თოანტმა ცოცხალი კედელი აღმართა. ბურთტან ჰექტორი და პარისი არიან. ჰექტორი უფრო ჩააწვდის. პარისი კი დაარტყამს. გამორბენი პარისი ურტყამს მარჯვენა ფეხით, მაგრამ ბური ცოცხალ კედელს ხვდება და გადადის აუტში.

Liczba odwiedzin: 7
 
Komentarze
tamrii 17.03.2011

სოფო-ს მუსიკის ფონზე ფანტასტიურად იკითხება:)))

sopo-sopo 16.03.2011

*LOL* *LOL* *LOL* *LOL* *LOL* *LOL* *LOL* *LOL* :'-(

sopo-sopo 16.03.2011

*LOL* *LOL* *LOL* *THUMBS UP* ოდისევსი აშკარად უხეშობს (6) ვშიშობ ზევსმა წითელი ბარათი არ მისცეს :'-( ფილოქტეტე უაზროდ აკეთებს გადაცემებს :-\ . აქილევსი ჯობია არ გამოვიყვანონ თორემ თეტიდას უკურთხებენ და წინა დღის დეიდამიას გამო ატეხილ დებოშსაც შეახსენებენ %) და მოუწევს იფიგენიას შერთვა 8-) პარისი შორიდან უთვალთვალებს *YES*

kaxa80 kaxa80 16.03.2011

ისე ამით შეიძლება ხალხს ილიადა შევასწავლო :D

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut