Właściciel bloga: kaxa80

kaxa80
44, Gori, Gruzja

_აპა, ქე დავამთავრეთ და წევედით აწი სახლში!-შეუძახა ზაქროს ხუთკუნჭულამ, მას შემდეგ რაც კაკლის ხეს ზედმეტი ტოტები წაასხვიპეს, შუაზე გადაჭრეს და ურემზე დაუდეს.
იქვე მინდორში კომბლეს ცხვრები და ჭრელა ბალახს ძოვდნენ.
_რას იტყვი ძია გიგლა (ხუთკუნჭულას გიგლა ერქვა სინამდვილეში), გააჩენს ჭრელა ახალ წიქარას? - ჰკითხა ზაქრომ თავის ოსტატს?
_გააჩენს ბიძიკო, აპა არა?-კითხვითვე უპასუხა გიგლამ
_დეკეული რო იყოს?
_რეის დეკეული? არქიფო ბეითალმა მოზვერიაო თქვა და იმის სიტყვა ქე დეიჯერება აპა!
ხუთკუნჭულამ ჯიბიდან მზის საათი ამოიღოდა შეშფოთებულმა ზაქროს გადაულაპარაკა:
_კომბლეს ცხვრები ისევ მინდორში არიან. არადა კომბლე კარგა ხანია უნდა მოსულიყო მათ წასაყვანად. არა უშავს, ეტყობა არ სცალია. ჩვენ წევიყვანოთ. ჯერ იქნებ დევურეკო?
"დევურეკოო"? არ გაგიკვირდეთ ეს სიტყვა კომბლეს და ხუთკუნჭულას იმ…


კომბლე მართალია ჯმუხი და ზორბა ტანისა გახლდათ, მაგრამ ცოტა არ იყოს გაუჭირდა ჯიშიან თებროსთან გამკლავება, რომლის მთავარი ძალაც მისი ჯიქნები გახლდათ. როგორც იქნა ძალ-ღონე მოიკრიბა და საწოლიდან გადმოაგდო. ეს ჩვენი ფერ-ხორციანი და ას კილოს გადაცელილი თებრო ისე დაენარცხა იატაკზე, რომ ფანჯრებმა ზანზარი დაიწყეს, თვითონ კი საერთოდ არაფერი უგრძვნია. პატარა გოგოსავით მკვირცხლად წამოვარდა და კომბლეს მიმართა:
_კარგი, თუ არ გინდა არ დაგაძალებ ადამიანო.
კომბლე უხმოდ ადგა. შარვალი გაისწორა, ქამარი შეიკრა და კარისკენ გაემართა.
_კარგი, ხო! რა გეწყინა? დარჩი ცოტა ხანს.
_სად დავრჩე დედაკაცო? ცხვრები მყავს მოსაყვანი!
_ის არაყი მაინც დაგველია...
არაყის ხსენება სასწაულად მოქმედებდა კომბლეზე. ამაზე არასდროს იხევდა უკან და თებროს გასახარად უარი არ უთქვამს. თებროსაც…


ჯიშიანი თებროს სახლი ბელეტაჟზე მდგარ სამ ოთახსა დაერთ სამზარეულოს წარმოადგენდა. წინ პატარა 2 მეასედი მიწის პართის მქონე კოხტა ეზო და უკან კარგა მოზრდილი ბაღი ერტყა, მის ბოლოში ბოსელი, საღორე და საქათმე იყო განლაგებული. ეზოს წინიდან ხის მესერი და ხისავე ალაყაფის კარები ერტყა, ხოლო გვერდებსა და უკანა მხარეს მავთულის ბადით იყო შემოღობილი. კარი ზუსტად შუაში იყო, ხოლო კარის აქეთ იქითა მხარეს მესერის ძირში თებროს ჟოლო და ვარდები გაეხარებინა. თვითონ სახლი კი მისაღებისგან, ერთი საძინებლისგან, მოზრდილი ზალისგან და სამზარეულოსგან შედგებადა. სახლის ქვეშ კი მარანი, სარდაფი და ფარდული იყო განლაგებული. ეზოში იდგა ასევე პატარა ფაცხა, რომელიც დიასახლისის აბანოს წარმოადგენდა ტვულაეტთან ერთად და არც…


მოდიოდა კომბლე და თავის მომავალზე ფიქრობდა, ხვალიდან ცხვრები აღარ ეყოლებოდა და მელას, დათვს და მგელს უკვე ვეღარაფერზე გაუტრაკებდა და მის განუყრელ ურთხმელის კომბალს ერთ ადგილას ვეღარ გაუკეთებდა. არ იფიქროთ, რომ ამ ცხვრებით მთავრდებოდა კომბლეც ცხოვრება, არა როგორც იცით კარგი მთლელი იყო. კომბლების გარდა თლიდა შუბებსაც, მშვილდისრებსაც და ფოლადზე მუშაობაც ეხერხებოდა, მესამე თანრიგის მეტალურგი გახლდათ და ჩინებულ ხმლებსაც აწრთობდა. მოკლედ ყველანაირ იარაღს ამზადებდა და სამეფო არსენალიც მაგას ებარა. გარდა ამისა ჰყავდა მარჩენალი ძროხა ჭრელა, რომელსაც ცივ ნიავს არ აკარებდა. ჩაფიქრებული მიდიოდა. კომბალი მხარზე ჰქონდა შემოდებული და ვერც კი მიხვდა როგორ მიუახლოვდა ჯიშიანი თებროს სახლს.
_ეი, კომბლე! საით გაგიწევია? - მოულოდნელობისაგან კინაღამ შეხტა…


მართალია ერთი შეხედვით მხიარულობდნენ კომბლეს ცხვრები, მაგრამ გულები მაინც დადარდიანებულები ჰქონდათ. დილანდელი კომბლეს ნათქვამი ახსოვდათ "ხვალ ორივეს ქვაბში ჩაგყრითო". მერე თავს იმით იმშვიდებდნენ იქნებ გაგვეხუმრაო და ჩვენი ათასობით მოძმის გზა კვალს არ გაგვიყოლებსო. იქვე კომბლეს ჭრელა მხიარულად იცოხნებოდა და არაფრის დარდი არ ჰქონდა. კინაღამ დამავიწყდა, თუმცა თქვენც ხომ იცით კომბლეს ძროხაც რომ ჰყავდა? ჰოდა იმ ჭრელაზე გიყვებით მის მარჩენალ ძროხაზე.
ახლა ისევ იმათ დავუბრუნდეთ. მუჭანახევარამ უხმაუროდ ჩაუარა მოსაუბრეებს. ცემისაგან ისე დაოსებულიყო, რომ აღარაფრის ძახილის თავი აღარ ჰქონდა.
_რა ჰქენი გუშინ, მოუგე ხუთკუნჭულას?-ჰკითხა კომბლემ.
_აბა რა ვქენი? 10-1, მიწას გაეკრო ლამის იმდენი აზიდვები ვაკეთებინე- ჩაიცინა ნაცარქექიამ. კომბლემ გულში ჩაიცინა და აღარაფერი უთხრა, რადგან…


როგორც გითხარით მეორე დრეს საგულეთში ზაფხულის მზებუდობის დღესასწაული უნდა ეზეიმათ და ყველა ერთად მიდიოდნენ სათიბში. ნახევარი საათი სმბოლურად გაცელავდნენ და მერე იწყებდნენ მთავარ დღეობას. რა თქმა უნდა ამ ამბავს სახელგანთქმული მუსიკოსები: მეჩონგურე და მედაირეც არ აკლდნენ. ყველა თავის პურმარილით მიდიოდა. ღვინო კი თავად მეფე ანთიმოზს გამოჰქონდა თავისი მარნიდან. მთავარი გართობა ფერხული გახლდათ ახლად მოთიბულ ადგილას. მისცემდა მეფე ნიშანს და მთელი სამეფო დიდიან პატარიანად, გლეხიან ბატონიანად ერთად იწყებდნენ ცეკვას. მათთან ერთად აუცილებლად ცეკვავდა მეფის ულამაზესი ასული ცისვარდაც.
ახლა ისევ კომბლეს და ნაცარქექიას დავუბრუნდეთ:
_რა ჰქენი მთელი დღე რომ სადგისით ერთობი, ცელი გამოკვერილი გაქვს? - ჰკითხა კომბლემ ნაცარქექიას.
_კი, გუშინ საღამოს დავამთავრე.
_აბა ნახე ნაცარქექიავ შენი…


მოდით ახლა ცოტა რამ ნაცარქექიაზეც ვთქვათ:ნაცარქექია სახლში მარტო ცხოვრობდა, რადგან რძალი უქნარას მიათხოვა. როგორც იცით იყო დრო როცა ჩვენი ნაცარქექია მთელი დღე ბუხარს უჯდა და ნაცარს ქექავდა. მერე მის რძალს ეს ყოველივე მობეზრდა და სახლიდან გააგდო. შემდეგ დევ ალმასხანს გადაეყარა და რა სეირიც დააყენა კარგად იცით და დევის ქონებაც ჩაიგდო ხელთ და გააგრძელა უსაქმურად ცხოვრება. ოღონდ დევთა ქვეყანაში ახალი გასართობი ესწავლა მახათის ...ში გაყრა და კარგად დახელოვნდა კიდეც ამ საქმეში, მარა საქმე ის იყო რომ ამ ტრიუკს ის სადგისით აკეთებდა. მართალია ბევრი ურჩიეს, რომ მახათით უფრო უკეთესი იყო,მაგრამ არა და არ დაიშალა. რა ექნა? ძალიან უყვარდა თავისი საყვარელი სადგისი, "ჩემი…


იყო ერთი სამეფო და მის გარშემო კიდევ რამოდენიმე სამეფო. ამ სამეფოს საგულეთი ერქვა, რადგან ომიანობის დროს გულადი და მშვიდობის დროს მხიარული, პურ-მარილიანი, გულიანი ხალხი ცხოვრობდა. როგორც ყველა სამეფოში აქაც იყვნენ: ხელმწიფე, დედოფალი, უფლისწული, მეფის ასული, ვეზირი, ჯარისკაცი, ბატონი, მოჯამაგირე, გამყიდველი, მყიდველი, გლეხი და ხელოსანი ქოსა-ტყუილა და ალალ მართალი. ამ სამეფოს გვერდით ორი სამეფო ერტყა: დრაკონთა და დევთა სამეფო. რომლებიც სათითაოდ აწიოკებდნენ და არბევდნენ. ესენიც როგორც შეეძლოდ მედგრად და მამაცურად იცავდნენ თავს და ხშირად სჯაბნიდნენ კიდეც, როგორც ერთს ისე მეორეს. იყო პერიოდი ხოლმე, როდესაც დევთა სამეფო და დრაკონთა სამეფო ერთმანეთს დაერეოდნენ ხოლმე ნაალაფარის გასაყოფად და საგულეთშიც მშვიდობა დამყარდებოდა ხოლმე.
სწორედ ამ ხანიდან…


ჩემ თავში ამჟამად სიცარიელეა. არაფრის დაწერას ვაპირებ. რას ელოდებით? შანსი არაა. პასტას ხელს არ მოვკიდებ. ვიყენებ დუმილის უფლებას. :)))





ნახევარი მანძილის გათიბვისას, მთიბავებს შორის მდგომარეობა დაიძაბა.პირველზე ამჯერად მზეჭაბუკი იყო. სედრაკი, ირმისა და ასფურცელა თითქმის ერთ ხაზზე თიბავდნენ, მათ ნახევარი ნაბიჯით რუსტამი ჩამორჩებოდათ, ხოლო რუსტამს ამავე მანძილით უქნარა. პირველი და მეშვიდე მწკრივები თავისუფალი იყო, რადგან უფლისწული მორდეგი და ნაცარქექია უკვე ჩამოშორდნენ ასპარეზობას. პირველმა ვერაფერი ნახა საინტერესო, ხოლო მეორეს აღარ შეეძლო მეტი.მიუხედავად იმისა, რომ უქნარა, კარგა მოსული ტანისა იყო, ძალიან მარჯვე, ღონიერი და მოხერხებული გახლდათ. იგი ყოფილი ძიუდოისტი იყო ახალგაზრდობაში ზე მძიმე წონაში და არა ერთი პრიზი და მედალი ჰქონდა მოპოვებული სხვადასხვა სახის საერთაშორისო შეჯიბრებებში. გავიდა ერთი საათი და ასპარეზობის ფინიშსაც მიუახლოვდნენ. ფინიშის ხაზი…


poprzednia 1 2 3 4 5 następna →
Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut