Właściciel bloga: kaxa80

kaxa80
44, Gori, Gruzja

თავი 7

მარგველაშვილის მიერ ლექციიდან გამოგდებულმა სოსო წილოსანმა ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო. იქიდან ერთი ღერი სიგარეტი ამოაძვრინა და ის იყო, რომ მოკიდებას უპირებდა მოულოდნელად შემოესმა:
_ყმაწვილო, თუ შეიძლება მომიკიდეთ! - წილოსანმა სახე მაღლა ასწია და ხანში შესული მამაკაცი შეამჩნია, რომელსაც ხელში ჩიბუხი ეკავა და მისგან ცეცხლს ითხოვდა.
_ინებეთ ბატონო. - სოსომ თავაზიანად გაუწოდა უცნობს ცეცხლი და კიდევ ერთხელ დააკვირდა მის ნაკვთებს. არა, ასეთი კაცი მას არასოდეს უნახავს აქამდე.
_ალბათ გიკვირთ ყმაწვილო, რომ ცეცხლისათვის მესამე სართულზე ამოვედი. ახლა ლექციებია და ყველა აუდიტორია დაკავებულია. მე გეოლოგიის ინსტიტუტის დოცენტი გოდერძი ჩქარეული გახლავართ. გზის იქით რომ კაფეა "სიხარული" იქ ძალზე მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს დღეს…


თავი 6

არჩილი და ნოდიკო კიბეებით კორპუსის ეზოში ჩავიდნენ და ის იყო, რომ მანქანას უახლოვდებოდნენ არჩილის მობილურმა დარეკა. "ნეტავ ვინ არის ამ დილაადრეან, დაიწყეს უკვე რა დილიდან." ცოტა არიყოს და უსიამოვნო ფიქრებმა გაუელვა არჩილს თავში. მისი სამსახურის გამო უამრავი ხალხი აწუხებდა. ათას რამეს ეკითხებოდნენ ხოლმე და მათ შორის ისეთებსაც, რაც მას საერთოდ არ ეხებოდა. არჩილმა უსიამოვნოდ დააჭირა YES ღილაკს და ყურმილში ჩასძახა:
_გისმენთ!
_ბატონი არჩილი ბრძანდებით? - გაისმა მეორე ბოლოდან.
_მე გახლავართ. რაშია საქმე?
_ბატონო არჩილ, მე გახლავართ გეოლოგიის ინსტიტუტის დოცენტი გოდერძი ჩქარეული. თქვენი ნომერი თქვენმა მეგობარმა და კოლეგამ ბადრი მინდაძემ გადმომცა. ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მინდოდა თქვენთან საუბარი.
"ხომ ვფიქრობდი დაიწყო…


თავი 5

_აბა, ახლა ყველანი ფეხზე! - ბრძანა ნათალა მარგველაშვილმა და მთელი აუდიტორია ფეხზე წამოდგა და მერხებთან განმწკრივდა. -ვიწყებთ ჰიმნს "Gaudeamus" . ყველანი ვმღერით. არავინ ვნახო გაჩერებული. აბა ამყევით!
Gaudeamus igitur
Juvenes dum sumus
Post jucundum juventutem
Post molestam senectutem
Nos habebit humus... - თავიდან ბოლომდე ჩაარაკრაკებინა სტუდენტური საერთაშორისო ჰიმნი მთელ ჯგუფს.
_გააწყალა, რა თავისი ჰიმნით გული. აღარ უნდა დაგვანებოს თავი? ეს რო მდომოდა კონსერვატორიაში ჩავაბარებდი. _ შესჩივლა შორენამ უკანა მერხთან მჯდარ ვატოს. აი, იმას შუბლზე რომ სველი ტილო ედო და ნაბახუსევს "მკურნალობდა".
_გოგო, შენ რა მართლა მღეროდი? - გაკვირვებულმა ჰკითხა ვატომ.
_აბა, რას ვშვრებოდი? შენ, რა,…


ახლა მე მინდა დაწვრილებით აგიხსნათ, თუ რა კავშირშია ერთმანეთთან ადამიანების (ამ შემთხვევაში გოგოს და ბიჭის) გაცნობა და ქართული გრამატიკის არსებითი სახელის ბრუნვები.
1.სახელობითი -ანუ გაცნობითი სადაც ერთმანეთს სახელებს უცვლიან და ეცნობიან.
2.მოთხრუბითი. -ანუ "დაბოლებითი", სადაც ერთმანეთს მოუთხრობენ გამონაგონ ზღაპრებს და მოკლედ "აბოლებენ".
3. მიცემითი - თუ ზემოთ მოხსენებულმა ბრუნვამ კარგად იმუშავა, უმალვე საქმე მიდგება მესამე ბრუნვაზე. საქართველოში ნაკლებად, მაგრამ მაინც. ამ ბრუნვას ასევე შეგვიძლია ვუწოდოთ "შეცდენითი" ბრუნმა.
4. ნათესაობითი -მას შემდეგ რაც შესრულდა მესამე ბრუნვა გოგო ზეწოლას ახდენს (მორალურს, თორემ პირდაპირი გაგებით ბიჭი იყო ზემოთ წინა ბრუნვაში) ბიჭზე და ემუქრება, რომ ამ უკანასკნელმა წარადგინოს მის ნათესავებთან, თორე წინააღმდეგ შემთხვევასი გოგო წარუდგენს ბიჭს თავის ნათესავებს…


თავი 3

ბესიკ სიდამონიძის სახელობის უნივერსიტეტი, რომელშიც ნათია სწავლობდა სიდამონიძის ქუჩის 20 ნომერში მდებარეობდა. შენობა ოთხსართულიანი გახლდათ. ტექნიკური და ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტები მესამე სართულზე იყო განლაგებული. ნათია შენობაში შევიდა და კიბეებით მესამე სართულისაკენ გაეშურა. "ხელოვნების ისტორიის" ლექცია, რომელსაც დოცენტი ნათელა მარგველაშვილი კითხულობდა 45–ე აუდიტორიაში იყო დანიშნული.
ლექციის დაწყებას ზუსტად ხუთი წუთი უკლდა როცა ნათია აუდიტორიაში შევიდა და იქ ასეთი სურათი დახვდა: ზოგი მერხებზე ისხდნენ; ზოგი ფანჯრის რაფაზე შემოსკუპებულიყო და დიდის მონდომებით და დიდის გულმოდგინებით თამბაქოს გეახლებოდათ. ორნი ნაგვის ურნასთან იდგნენ და მზესუმზირას აწკლაპუნებდნენ. ერთი ბიჭი დაფასთან მდგარ კათედრასთან იდგა და იქიდან ორ გოგონასთან ლაზღანდარობდა. რაღაც ცოტა არიყოს და უწმაწურ ანეკდოტებს უყვებოდა…


თავი 4

სანიკიძეების ბინა ქალაქის პრესტიჟულ უბანში მდებარე ხუთსართულიან კორპუსში მდებარეობდა. სანიკიძეების ოჯახს I სადარბაზოს მესამე და მეოთხე სართულები ეკავა. ეგრეთ წოდებულ დუპლექსში ცხოვრობდნენ. სახლი საკმაოდ კომფორტული და გემოვნებიანი პროექტით იყო აშენებული. იგი ცნობილ სამშენებლო ფირმა "ბილდინგსტარს" ეკუთვნოდა.
ოჯახის უფროსი ბატონი არჩილ სანიკიძე პარლამენტარი გახლდათ, ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, 50 წელს გადაცილებული ოდნავ შევერცხლილი თმით. ყოფილ მოცურავეს უზადო მხარბეჭი ისევ შერჩენოდა, ოღონდ ეგ არის, რომ ასაკის მატებასთან ერთად ოდნავ წამოზრდოდა დამსახურებული ღიპი.
ოჯახის დიასახლისი 45 წლის ქალბატონი ნინა მოდებაზე განათლებით ეკონომისტი გახლდათ და სამშენებლო კომპანია "ბილდინგსტარში" მუშაობდა მთავარ ბუღალტრად და საკმაოდ კარგი ხელფასიც ჰქონდა. მათ სამი შვილი…


დროსტარებამ მუხნარში პიკს მიაღწია. მე არ მითქვამს, თორემ იქ ათასობით ადამიანი იყო. საგულეთის მთელი მოსახლეობა, მეფის არმია და მისი პირადი მცველები. ვეზირები და კარისკაცები. ათასი ჯურის ხელოსანი და ვაჭარი, მეფისწულების აღმზრდელები. შუადღე რომ გადავიდა მეფემ ფერხულის გამართვა ბრძანა. დაიწყო დაირამ, აყვა ჩონგური, ქოსას ვირმა მაესტრომ თავისებური ბანი დაცხო და გაჩაღდა ცეკვა მთელ მინდორზე. არაფერი ჯობდა ამ დროს მეფის ულამაზესი ასულის ცისვარდის ნახვას. ლერწამივით ირხეოდა მისი კენარი ტანი. საგულეთელი გოგოები შურით უმზერდნენ და ცდილობდნენ მის ნაირი მოძრაობები ეკეთებინათ. ყველა ბიჭი კი მასთან ცეკვას ცდილობდა. ეცეკვა მეფეს, უფლისწულებს, მთავარ ვეზირს, ასფურცელას, ირმისას, მზეჭაბუკს და ვიღას არა. მოკლედ ყველა დაღალა ცეკვით.
ამ მხიარულებაში იყვნენ,…


მეფის ასულ ცისვარდის გატაცების გეგმა ბუმბერაზიაში შემდეგ ნაირად დაისახა: ერთ-ერთ დევს სახელად ბაყბაყას, რომელიც ჯადოქრობით და მისნობით იყო განთქმული და იმისთანა სუნის გაშვება შეეძლო რომ 50 მეტრის რადიუსში ყველა სულდგმულს დაეძინა.ახლა ნუ მკითხავთ საიდან უშვებდა ამ სუნს. მგონი გასაგებია ყველაფერი. დევებმა იცოდნენ, რომ 22 ივნის ზაფხულის მზებუდობა დღეს მთელი საგულეთი მუხნარში ატარებდა დროს. სასახლეც ( თუ არ ჩავთვლით საპატიო ყარაულის რამდენიმე გუშაგს) და ყველა სახლი ცარიელი იყო. ამ გუშაგების დაძინება კი ბაყბაყასთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. თვითონ ძალიან დიდი ტანის იყო და მუხნარში უჩუმრად მისვლას მოქეიფე ხალხთან ვერ შეძლებდა. ამის გაკეთება მაშინ შეიძლებოდა როდესაც მთელი საგულეთი ფერხულში ჩაებმეოდა და თავდავიწყებით მიეცემოდა…



ცოტა ხნით გავშორდეთ მუხნარს და საგულეთს და ვნახოთ რა ამბებია მეზობელ დევთა სამეფოში.
მას შემდეგ რაც დევთა სამეფო ბუმბერაზიამ დრაკონთა სამეფო ბრიალეთთან მიღებული საბრძოლო ჭრილობები მოიშუშა და ფეხზე წამოდგა, გადაწყვიტა კიდევ ერთხელ დასხმოდა თავს ბრიალეთს და გამოლეული ხაზინა ასეთი ხერხით შეევსო.
დილიდანვე ჩოჩქოლი იყო დევების ხელმწიფე მურზაყანის სასახლეში. გეგმის სისრულეში მოსაყვანად მათ ის ხალიჩა სჭირდებოდათ, რომელიც ხუთკუნჭულამ აახია ერთ დროს აწ განსვენებულ ქაიხოსროს. ეს ხალიჩა ჯადოსნური გახლდათ. გარდა იმისა რომ ფრინავდა, ის მასზე მყოფი არსებათა რიცხვის მიხედვით იზრდებოდა. თუ იჯდა ერთი არსება მხოლოდ ერთის ადგილი იყო ზედ. თუ ოცი-ოცის და თუ ასი-ასის. დევებს თავად ფრენა არ შეეძლოთ და მისი…


მუხნარში მისვლისთანავე ყველამ საქმეები გადაინაწილა. ხუთკუნჭულამ და ობოლმა ზაქრომ ცულები მოიმარჯვეს და ტყეში შეშის გამოსატანად შევიდნენ. კომბლემ ზედადგარები გაამზადა, ქვაბები "მომაბრუნეში" კარგად გარეცხა და ზედ შემოდგა. არქიფომ და უქნარამ კომბლეს ცხვრები დაკლეს და ჩამოატყავეს. ბებერ მუხას და წყაროს შორის მშვენიერი, ხავერდივით მინდორი აბიბინებულიყო, მეფის კარისკაცებმა ზედ ფიანდაზი დააგეს და მეფემ და მისმა ოჯახმა მუხის ჩრდილქვეშ მოისვენეს. ქალებმა სუფრის გაშლა დაიწყეს. პური, ხაჭაპური და ნაზუქი წინა საღამოს გამოეცხოთ თებროს და ელპიტეს. მათ მეფის ორი მოახლე გოგოც ეხმარებოდა. მზეჭაბუკმა, ასფურცელამ და ირმისამ მშვილდისრები აიღეს და სანადიროდ გაემართნენ. სამსონი, ჯუანშერი და იოსები საასპარეზო მინდორთან იდგნენ და შეჯიბრების დეტალებს ათანხმებდნენ. გაბრო და დათია მიტუას…


Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut