Właściciel bloga: kaxa80

kaxa80
44, Gori, Gruzja

თავი I

წარმოიდგინეთ ჩვენი ქვეყნის უმშვენიერესი, გაზაფხულის ლამაზი დილა, როდესაც „ცისკარმან აღმოსავლეთი ვარდისა ფერად შეღება“. დილის მკაცრი სუსხი, რომელსაც ქურდულად, ნელ-ნელა ეპარება აღმოსავლეთიდან ამომავალი მზის სხივები. წამოდგომისას ჯერ კიდევ სიცივეს გრძნობ. მერე თანდათან იკრებებენ ძალას მზის სხივები და ხვდები როგორ შემოდის შენს ტანში საამო სითბო. თითქმის ერთ დროულად გრძნობ სუსხსაც და სითბოსაც. პირველი ნელ-ნელა თმობს პოზიციებს და მეორე მეორე იკავებს თავის კუთვნილ ადგილს სარბიელზე. თანდათან თენდება და შენს ზემოთ იშლება ცისფერი გუმბათუვანი კრიალა ცა. თითქოს შემოქმედმა ტილოს საფარველი გადააცალაო თავის დიად ქმნილებას სწორედ ასე ცვლის ნათელი დღე უკუნეთ ღამეს. შეურყვნელი ცა დაგცქერის თავზე, რომელსაც ჯერ არ მოსდებია ფაბრიკა-ქარხნებიდან ამოსული…


ა) ალალი-აფერისტი-ავი
ბ) ბავშვი-ბრიყვი-ბინძური
გ) გიჟი-გველაძუა-გესტაპოელი
დ) დინჯი-დოყლაპია-დეგენერატი
ე) ერთგული-ენამწარე-ეშმაკი
ვ) ვუნდერკინდი-ვიგინდარა-ვერაგი
ზ) ზრდილი-ზანტი-ზვიგენი
თ) თონის პური-თავნება-თვალი
ი) იუმორი-იდიოტი-ინტრიგანი
კ) კუდრაჭა-კრეტინი-კუდიანი
ლ) ლმობიერი-ლოთი-ლენინი
მ) მამაცი-მიამიტი-მტერი
ნ) ნუგეში-ნარკოტიკი-ნიანგი
ო) ოქრო-ოინბაზი-ორგული
პ) პილმენი-პედარასტი-პარაზიტი
ჟ) ჟონგლიორი-ჟამი-ჟიგოლო.
რ) რაინდი-როსკიპი-რუსი.
ს) სუფრა-სულელი-სატანა
ტ) ტორტი-ტარტაროზი-ტირანი
უ) უბადლო-უხეში-უზრდელი
ფ) ფერია-ფეთხუმი- ფარისეველი
ქ) ქოეწილი-ქარიშხალი-ქორვაჭარი
ღ) ღვინო-ღორმუცელა-ღვარძლიანი
ყ) ყვავილი-ყინული-ყალთაბანდი
შ) შვილი-შარლატანი-შურიანი
ჩ)ჩურჩხელა-ჩირქი-ჩათლახი
ც)ცირკი-ცვედანი-ცოფიანი
ძ) ძაღლი-ძუნწი-ძალმომრეობა
წ) წისქვილი-წუპაკი-წურბელა
ჭ) ჭირნახული-ჭორაობა-ჭირი
ხ) ხეირი-ხველება-ხარბი
ჯ) ჯენლტმენი-ჯადო-ჯადოქარი
ჰ) ჰაერი-ჰიდრა-ჰიტლერი.


თავი 15

გაგამ, კოკამ და ბეჟომ რამდენიმე ჭიქა ტეკილა გადაჰკრეს, ერთი-ორჯერ "ოფიციანტკასაც" მისცხეს ტრაკზე ხელი, მოკლედ გამოვიდნენ ბიჭები ნაბახუსევიდან და გასართობადაც მოიცალეს. ფიქრობდნენ რა ეთამაშათ. კოკას "რულეტკის" დატრიალება სურდა, ბეჟო ბლექჯეკის თამაშს ამჯობინებდა. საბოლოოდ მაინც გაგას მოსაზრებამ გაიმარჯვა და პოკერის თამაში გადაწყვიტეს.
_კი, მაგრამ სამმა როგორ ვითამაშოთ? - იკითხა კოკამ.
_თანაც ყველა მაგიდა გადავსებულია. -დაამატა ბეჟომ.
_აგერ კუთხეში რომ მაგიდაა ორი კაცი უზის სულ, მაგიდის სევსებას ელოდებიან ალბათ. ჩვენც შევუერთდეთ და ვითამაშოთ. - შესთავაზა გაგამ ამხანაგებს. - ბეჟო, შენ მიდი და ჩიპები იყიდე!
_რამდენი ლარის?
_600 ლარის, თითოს ორასი ლარი გვექნება. ბეჟო ჩიპების შესაძენად წავიდა. გაგა და კოკა ორ…


თავი 14

უნივერსიტეტიდან გამოსულმა ნათიამ თავზე ჩანთა დაიდო და ეგრე გასწია უახლოესი გაჩერიბისაკენ. ისევ ძლიერად წვიმდა. სამარშრუტო ტაქსიმ დიდხანს არ ალოდინა. პირველი არა მაგრამ მეორე მისი სასურველი ნომერი იყო. ავიდა. ადგილიც იშოვა და დაიწყო ფიქრი: "ნეტავ რა უნდა დედას? რაზე მთხოვს დაკავშირებას? რამე ხომ არ შეემთხვა? ორი დღის წინ ველაპარაკე. დამშვიდებული ჩანდა. ეტყობა რამე უბედურება შეემთხვა, თორემ რატომ მეტყოდა პაპას დაბებიას არაფერი უთხრაო? ღმერთო, ცუდი არაფერი იყოს ნეტა!" საშინელი ფიქრები არ ტოვებდა. მთელი გზა პირჯვარს იწერდა და ღმერთს დედამისს ავედრებდა დაიფარეო. როგორც იქნა გაჩერდა "მარშრუტკა" სასურველ გაჩერებაზე. კონდუქტორს მგზავრობის ღირებულება გადაუხადა და ჩამოვიდა. ინტერნეტკაფე ღია დაუხვდა. თავისუფალი კომპიუტერიც იპოვა და…


თავი 13

არჩილმა ნოდიკო უნივერსიტეტთან დატოვა და თვითონ სამსახურისაკენ განაგრძო გზა. საგაზაფხული სესიები დასასრულს უახლოვდებოდა. აკაკი ერთი საათის შუადღისათვის დაიბარა, რადგან სხდომის დამთავრების შემდეგ კაფე "სიხარულში" იყო მისასვლელი გოდერძი ჩქარეულთან შეხვედრა ჰქონდა დანიშნული.
მანქანიდან გადმოსული ნოდიკო პირდაპირ უნივერსიტეტის შენობაში შევიდა და მეოთხე სართულისაკენ გაემართა, რადგან საბუნებისმეტყველო ფაქულტეტები სწორედ იქ იყო განთავსებული. ლექცია ქარების წარმოქმნაში ჰქონდა. ლექციებისათვის განკუთვნილი დრო თვალსა და ხელს შუა გაიპარა. შინისაკენ წასასვლელად მოემზადა. რამდენიმე ჯგუფელთან ერთად გამოვიდა აუდიტორიიდან და კიბეებზე დაეშვა.
ნათიასაც დაუმთავრდა ლექციები. ჩანთა და თავის განუყრელი რულონის ჩასადები აიღო, რომელშიც სახლში შესრულებული ნახატი ედო და მეოთხე სართულისკენ წავიდა. ნახატი დეკანატში უნდა დაეტოვებინა და შემდეგ ინტერნეტკაფეში…


თავი 12

_საით მივდივართ ბატონო არჩილ, სამსახურისკენ? -იკითხა აკაკიმ, როდესაც მანქანა "ბენზოილის" ავტოგასამართ სადგურს გაცილდა.
_ჯერ სადმე ბანკომატთან შეაჩერე ანგარიში უნდა გადავამოწმო.
_კარგით, რომელ ბანკომატთან?
_"ალფაბანკის" ბანკომატთან. მარჯვნივ ჩაუხვიე და იქ ვართ.
ბანკომატთან რამდენიმე კაციანი რიგი იდგა. ამინდი ნელნელა უარესობისკენ იცვლებოდა. როგორც იქნა დადგა არჩილის ჯერიც. ბანკომატში ბარათი ჩადო და პინკოდი შეიყვანა. გაისმა ოპერატორის ხმა: "თქვენი პინკოდი არასწორია". ხელმეორედ შეამოწმა და იგივე უთხრა აპარატმა. თავიდან დაიბნა. ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა. მერე თითქოს რაღაც დაჰკრეს თავშიო გონება გაუნათდა. აზრზე მოვიდა. მიხვდა რაშიც იყო საქმე და წამოიძახა:
_ოჰ!გაგა! მე შენი დედა... ისეთი სიტყვებით იგინა, რომ არც ნოდიკოს და არც აკაკის მისგან მსგავსი…


თავი 11

სვეტას მშობლები, რომლებიც სვეტამ დიდი ხნის გარდაცვლილებად გაასაღა სოსოსთან მონაყოლ ტრაგიკულ ამბავში, მიხვდნენ, რომ მათი ქალიშვილის (თუმცა რაღა ქალიშვილის) სოფლიდან გაძევების შემდეგ მათაც არ დაედგომებოდათ იქ. ყველაფრის მიუხედავად მეზობლები მათ სოფლიდან წასვლას ეწინააღმდეგებოდნენ, რადგან ბატონი ნუგზარ ჩქარეული (გოდერძი ჩქარეულის უმცროსი ძმა) საკმაოდ კარგი ექიმი გახლდათ და ამბულატორიასაც ხელმძღვანელობდა და მეზობლებსაც ემძიმებოდათ მისი გაშვება. სვეტას დედა ქალბატონი ცისანა რევიშვილი პედაგოგი გახლდათ ქართული ენის სპეციალისტი. იმავე სოფლის სკოლაში მუშაობდა ქართული ენის მასწავლებლად. ყველა მოსწავლისათვის საყვარელი მასწავლებელი იყო. ემუდარებოდნენ ნუგზარს და ცისანას მეზობლები: რა გინდათ, გაჩერდით თქვენი შვილი თუ არასწორად მოიქცა და შეცდა თქვენ რა შუაში ხართ? დარჩით აქ და ვინც…


თავი 10

_ნარგიზა, გაგას რამე წვნიანი მოუმზადე და რომ ადგება ჩააცეცხლე! - უბრძანა შინამოსამსახურეს გაგას საძინებლიდან გამოსულმა ნინამ.
_ახლავე შემოვდგამ ქვაბს ქალბატონო ნინა.
_მე დღეს სამსახურიდან შინ არ მოვალ. ჩემ დაქალს უნდა გავუარო მაიას, აი იმას ფსიქოლოგი რომაა. - განუმარტა ნინამ ნარგიზას, როდესაც მისი ინტერესით სავსე თვალები შეამჩნია. -იქნება რამე მირჩიოს ამ ბედოვლათზე, თორე სულ წავიდა ხელიდან.
_მართალი ბრძანდებით ქალბატონო ნინა. - დაუდასტურა ნარგიზამ. - ეგება დაადგეს ამ ბიჭს რამე საშველი.
-კარგი, მე წავედი. - თქვა ნინამ და კარი გაიხურა.
თავის ტკივილმა თითქმის გაუარა, მაგრამ თავბრო ისევ ესხმოდა. ბარბაცით წამოდგა. ძლივძლივობით ჩაიცვა როგორც იქნა. საძინებლიდან გამოვიდა და კიბეებით. ქვედა…


თავი 9

აკაკიმ მანქანა დაძრა და გზატკეცილზე გავიდა. მანქანაში სამნი ისხდნენ. აკაკის გარდა ბატონი არჩილი და ნოდიკო. მზე ნელნელა აჭერდა. არჩილს ხელში კალამი მოემარჯვებინა და გულიკოს მინიმარკეტში შეძენილ კროსვორდს ავსებდა. ნოდიკოს თავი ფანჯარაში გაეყო და ქუჩას ათვალიერებდა.უკვე თბილოდა. ამინდი ცუდს არაფერს მოასწავებდა. ამის მიუხედავად ნოდიკომ მრავალმნიშვნელოვნად არნიშნა:
_დღეს შუა დღის შემდეგ გაიავდრებს. თავსხმა წვიმაა მოსალოდნელი.
_აი ჭკუის კოლოფი! - დამცინავად შენიშნა არჩილმა. -რაო სინოპტიკოსო, რა მოასწავებს ამინდის ასეთ მკვეთრ გაუარესებას?
_თან ცაზე ღრუბლის ნატამალი არაა უფროსო. -ეს უკვე აკაკის შენიშვნა იყო.
_ჰოდა, მეც ეგ მაინტერესებს სწორედ. აბა რას გვეტყვით სინოპტიკოსო? -არჩილი დიდი ინტერესით უცქერდა შვილს პასუხის მოლოდინში.
_რა მოასწავებს და…


თავი 8

მარგველაშვილის ლექცია ფრანგ იმპრესიონისტებზე არც ისე მოსაწყენი გამოდგა და როგორ გავიდა მისთვის განკუთვნილი ერთი საათი ვერავინ გაიგო. ზარის ხმამ გამოარკვია ყველანი. დასრულდა ლექცია და მარგველაშვილი აუდიტორიიდან გავიდა. შესვენება დაიწყო და ისევ: სიგარეტის წევა, მზესუმზირას წკლაპუნი, უაზროდ ბოლთის ცემა და მესიჯების მიწერ-მოწერა გაიმართა. ზოგი გარეთ გავიდა ვინ წყლლის დასალევად და ვინ საპირფარეშოში.
ნათია ფანჯარასთან იდგა და ეზოს გაჰყორებდა. თან თავის უბის წიგნაკში რაღაც ჩანახატს აკეთებდა, როდესაც მისმა მობილურმა მესიჯის მოსვლა აუწყა. მობილური ჩანთიდან ამოიღო და ეკრანს დახედა. ეს დედამისი წერდა საბერძნეთიდან. გახსნა და ამოიკითხა. Shvilo natia, leqciebi ro dagimtavrdeba internet kafeshi midi da skaipit damikavshirdi. shentvis mnishvnelovani ram…


Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut