შენ იწყებ ახალ ცხოვრებას!
44, Gori, Gruzja

რამდენიმე დღიანი ლოდინის შემდეგ ჩვენი ჟურნალი "ფეის-შოკი" გთავაზობთ პირველ ინტერვიუს. ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა ვიფიქრეთ იმაზე, რომ ვისთან ჩაგვეწერა ეს ინტერვიუ, ბოლობოლო qitiqeti-მ შემოგვთავაზა, რომ ახლად სკოლადამთავრებულებისგან აგვეღო, რაშიც მეც სიამოვნებით დავთნხმდი და ჩავწერეთ. დავითანხმეთ სამი სკოლადამთავრებული: anela, Maarikusa და taach.
იმის, გამო რომ ჯერ კიდევ გამოუცდელი ჟურნალისტები გახლავართ, ინტერვიუ ცოტა ქაოსური გამოვიდა და რისთვისაც გიხდით ბოდიშს. კითხვებს qitiqeti და თქვენი მონა-მორჩილი სვამდნენ, ხოლო პასუხებს ზემოთ მოხსენიებული სამი ადამიანი სცემდა. ვნახოთ რა გამოვიდა.

qitiqeti: გოგოებო! დიდი მადლობა, რო დათანხმდით "ფეის-შოკთან" ინტერვიუს და გილოცავთ სკოლის დამთავრებას!
anela: მადლობა.
Maarikusa: მადლობ.
taach: მადლობ ქით.
qitiqeti: ახლა გულწრფელად მითხარით, გიხარიათ თუ გული გწყდებათ?
anela: მიხარია ჯერ (იცინის).
taach: მე მიხარია (იღიმის). არ მიყვარდა სკოლა არასდროს (იცინის).
Maarikusa: მეც ძაან მიხარია.
kaxa80: მეც გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ ცხოვრებაში!
taach: მადლობა კახუჩ.
Maarikusa: მადლობ კაახ.
qitiqeti: ესე იგი გული არავის დაგწყდათ, სულ ცოტაც?
taach: არაა (იცინის), ნამდვილად არა.
anela: კი, მე დამწყდა... ბუფეტში ჭამა "მევასებოდა"... სხვა რომ მყიდულობდა (იცინის).
Maarikusa: არანაირად! უბრალოდ, გაკვეთილების პროცესი მომენატრება, რო ვმაიმუნობდით.
qitiqeti: გასაგებია და მეგობრები?თუ ნაკლებად მეგობრობდით კლასთან?
anela: უბნელები არიან. ყოველ დღე ვნახულობ მათ (იცინის).
Maarikusa: მეგობრები ჩემს უბანში არიან. ასე, რომ მათ ვნახავ ისედაც.
taach: კლასში არ მყავს მეგობრები (იცინის). ერთადერთი ვინც მიყვარს ის სულ ჩემ გვერდით იქნება (გულის "სმაილი").
taach: (იცინის)
qitiqeti: ახლა ის მითხარით, რთული გამოცდები იყო?
Maarikusa: საშუალო დონე იყო.
taach: არა, საერთოდ არ იყო რთული. პირიქით (სათვალიანი და ხარხარის "სმაილი").
anela: ისე რა (იცინის). ზოგი ვიცოდი. ზოგის "ვაბშე" აზრზე არ ვიყავი. ისიც კი არ ვიცოდი თუ როდესმე მისწავლია (ჩაფიქრებული და სიცილის "სმაილი").
kaxa80: ესე იგი ადვილად აუღეთ ალღო ახალ მეთოდს.
taach: აშკარად გაგვიმართლა ასეთი იოლი რომ იყო (იღიმის).
anela: ჰო, რა... დავიბყარით ლეპტოპები (იცინის)
Maarikusa: aham )) ასე მიპასუხა და რა არის თქვენ თვითონ მიხვდით (ავტორის შენიშვნა)
taach: ჰო, მასე გამოვიდა (იცინის), დავიბყარით.
qitiqeti: ანუ უფრო მეტად გეშინოდათ ვიდრე გამოდგა. ძალიან კარგი.
anela: პირველ გამოცდაზე გრადუსში ვიყავი (იცინის).
taach: მე - მეორეზე (იცინის).
kaxa80: კონიაკის?
taach: არა ლუდი (იცინის).
anela: არა, "ნემიროვი" "ვხუხე" (იცინის).
Maarikusa: ჩემი კლასიც პირველ გამოცდაზე ყველანი გრადუსში ვიყავით (იცინის).
kaxa80: მოდით, გამოცდების ამ ახალ სისტემაზე გვითხარით რამე.
taach: მე მომწონს. "დაუნი" ბავშვები აღარ შეეყრებიან უმაღლესში (იღიმის).
anela: ჩვეულებრივი ტესტებია, ოღონდ "კომპში" შეტანილი... და ის "ტეხავს", რომ მუდამ "ჭედავდა".
Maarikusa: მე პირადად ძალიან მომწონს და ნაკლები კონკურენტი მეყოლება (იცინის).
taach: ვინც ჩაიჭრა ისედაც არ აბარებდნენ (იცინის).
Maarikusa: ჩემი სკოლიდან სამი ჩაიჭრა და სამივე აბარებდა.
anela: ჩვენიდან არც ერთი.
taach: ჩემ კლასში ჩაიჭრა სამი (იცინის).
Kaxa80: ყველა საგანში გქონდათ?
anela: კი, ფიზკულტურის გარდა (იცინის).
Maarikusa: (იცინის).
taach: 8 საგანი (ენას მიყოფს. ეს ვერ მოვაშლევინე ამ ბავშვს :D).
taach: (იცინის)
Maarikusa: და ხელოვნების გარდა...
anela: შრომა კიდევ (იცინის)
kaxa80: რომლის გეშინოდათ უფრო?
anela: მათემატიკა.
Maarikusa: ფიზიკა და მათემატიკა.
taach: მე ეროვნულიც მაგრად მკიდია (იცინის). (ბოდიშს მე გიხდით უხამსობისთვის. ავტ. შენ :D)
qitiqeti: გოგოებო, გავიგე ჯერჯერობით ჭორიაო, მარა სიმართლე რო გამოდგეს და სავალდებულო სამხედრო სამსახური შემოიღონ გოგოებისთვის, რას იზამთ?
anela: წავალ. ვიყავი იქ სკოლიდან და "პულიმიოტი" მეჭირა ხელში. (იცინის)
გადავრჩენილვართ რომ არ გაუვარდა (ავტ. შენიშვნა :D)
Maarikusa: მე წავალ. ისედაც მინდოდა 10 დღით (იცინის).
ამას ეტყობა ჯარი კანარის კუნძულებზე დასვენება ჰგონია (ავტ. შენიშვნა :D)
anela: ტანკზეც ვიყავ. მაგრად მომიხდა, მაგრამ ფოტოები არ გადამაღებინეს.
taach: აუ! რა მაგარია! რა უნდა ვქნა? წავალ (იცინის).
Maarikusa: მე ვითომ დაშლა-აწყობა ვისწავლე, მარა დამავიწყდა (იცინის).
kaxa80: რატო ანელა, სახელმწიფო საიდუმლოებააო?
anela: რატო და არ შეიძლებაო და დავწყევლე გულში (იცინის)
qitiqeti: ანუ ეს ექსკურსია არ იქნება. დისციპლინა, რეჟიმი და ფიზიკური დატვირთები არ გაშინებთ?
taach: კი, მაშინებს, მაგრამ დამეთანხმებით მე მომიხდება გულ-მკერდის მიდამოებში (იცინის).
anela: არა წვრთნიან ქალებს და ზოგი კაცზე ძლიერი იყო იქ.
Maarikusa: არა, რამდენიმე კილოს დაკლება მომიხდებოდა (იცინის).
qitiqeti: ძალიან მიხარია, რო ასეთი პატრიოტულად განწყობილი გოგოები ჰყავს საქართველოს. გაიხარეთ!
ეტყობა ამათი ჯარში გაცილების სუფრაზე ზის უკვე ჩემი კოლეგა. პატრიოტიზმი აქ არაფერ შუაშია, უბრალოდ კარგი ფიგურის დაყენება სურთ ჩვენს რესპოდენტებს.
anela: გოგო, რა ხდება იცი?
taach: მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ დილით რო მაღვიძებენ?
anela: ხელფასები აქვთ კაი და ... (იცინის).
Maarikusa: მე ჩემ თავზე ვფიქრობ უფრო (იცინის).
anela: მეც (იცინის)
taach: (გადაბჟირებული იცინის)
ხომ გითხარით? ესეც ჩვენი პატრიოტები. თუმცა ეს რა ამათი საქმეა? რაც ევალებათ იმაში იყვნენ პატრიოტები, თორემ მაგ სფეროში საკმარისად გვყვავს.
qitiqeti: კაი. სამომავლოდ სამივე სწავლის გაგრძელებას აპირებთ?
Maarikusa: აჰა და საქართველოდან წასვლასაც ვგეგმავ სწავლის გასაგრძელევბლად და იმედია ყველაფერი კრგად იქნება.
anela: დიახ, დიახ ვაპირებთ. თუ არა და "დვორნიკები" სულ ჭირდებათ (იცინის).
taach: კი ჟურნალისტიკაზე ვაბარებ. არ ვიცი რა მოხდება.
anela: მე გეტყვი თაჩ, ვერ ჩააბარებ (იცინის).
taach:ნუ მთარსავ (იცინის).
qitiqeti: გასაგებია. ესე იგი ტიპიური გეგმები გაქვთ. ახლა მითხარით, შეყვარებულები ხართ?
taach: მმმ ინტრიგა (იცინის).
Maarikusa: მე სულ შეყვარებული ვარ (იცინის).
anela: მეც (იცინის).
taach: მე არ ვარ შეყვარებული. მიყვარს ფლირტი (ენას გვიყობს და თან იცინის).
kaxa80: ნაყინზე და შოკოლადზე ხომ მარიკუზა?
Marikusa:ჰო, განსაკუთრებით "სნიკერსზე" აიმე თხილი, ნუში, კაკალი, აიმე.
qitiqeti: ახლა რო სერიოზული წინადადება გქონდეთ გათხოვდებით?
Maarikusa: არანაირად.
anela: არა. ვიცი, რო დედამთილს "სახეს ავახევ" და თავს ვიკავებ (იცინის).
taach: მე მაქვს, მაგრამ არ ვაპირებ საერთოდ გათხოვებას (იცინის).
Maarikusa: პირველი ღამის გეშინია თაჩ (იცინის)?
taach: არა (იცინის), არ მეშინია პირველი ღამის.
qitiqeti: კახა, მარიკუზას კითხვა და თაჩის პასუხი შევინახოთ. კითხვას არ ვაპირებდი, მარა რადგან დასვეს... ესე იგი არც ერთს არ გეშინიათ პირველი ღამის?
anela: აქეთ ეშინოდეთ. მე რა (იცინის)?
Maarikusa: მე მეშინია (შეშინებული "სმაილი")
taach: (იცინის). აჰაა
kaxa80: ქართულ ტრადიციული ბოლო ზარი თუ გქონდათ?
taach: ჰო, დაახლოებით (იცინის).
anela: ისე რა (იცინის).
Maarikusa: როგორც ყოველთვის.
Kaxa80: უკრაინულ ტრადიციული ქეთიმ მითხრა რაც არის.
taach: მე ვიცი მგონი (იცინის).
qitiqeti: ჰო, უკრაინულ ტრადიციული არ ექნებოდათ.
anela: (იცინის). რა იცი?
Maarikusa: ეგ ისაა ყველა რო ნაწილდება და ა.შ (იცინის)?
taach: მგონი (იცინის).
qitiqeti: ნუ, პრაქტიკულად უკრაინაში ბოლო ზარზე ქალიშვილები აღარ რჩებიან.
anela: რატო, წესია მანდ მასეთი თუ დაგინებული აქვთ (იცინის)?
Maarikusa: ჰოო, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ეგრეა. ამერიკაშიც მგონი
qitiqeti: კითხვებს აქ ჩვენ ვსვამთ და უკრაინის წესებზე მერე მოგიყვებით.
kaxa80: ჰოლანდიაში "დაჟე" ბიჭებიც კარგავენ. იმას, რასაც აქ ჩვენ "პირველ ღამეს" ვეძახით იქ "გამოსაშვებ საღამოს" ეძახიან.
anela: კახა, მთავარია ბავშვი იყოს ჯანმრთელი (იცინის).
qitiqeti: კაი. ბანკეტი მარტო ანელას ჰქონდა. დანარჩენებს წინ გაქვთ. თქვენს კაბებზე რას გვეტყვით თამო და მარი?
Maarikusa: რავი, მე კაბა შევუკვეთე (გამოვიწერე) და ისეთი არაა მე როგორიც მინდოდა... არ მომწონს მეჩემი კაბა.
taach: ჩემი კაბა მზადაა. ავთანდილის სეკერილი და რამე." მალინის" ფერია.. აი მალე ნახავთ ფოტოებში. მეც უკმაყოფილო ვარ, მაგრამ მეჩხუბებიან, მაგარიაო (იცინის).
anela: მეც ვერ მოვასწარი, თორე აიჭრებოდა ნახევარი ქუთაისი.
Maarikusa: მეც მეუბნებიან, მარა მე არ მომწონს.
qitiqeti: რას აპირებდი ასეთს ანო?
anela: რავი, "ჯოვანის" კაბა ავირჩიე და სამწუხაროდ ჯერ ისეთი მკერავი ვერ ვიპოვე, რომ ის კაბა შეეკერა და დროც არ მქონდა მერე, რომ თბილისში წავსულიყავი და დავრჩი ასე ამ კაბით.
taach: მთავარია გიხდებოდა.
Maarikusa: მართლაც.
taach: და მომეწონა ეგ კაბა...
kaxa80: ჯოვანი ვინაა? კაცს გახადე კაბა?
anela: დიზაინერი. ჰო, გავხადე. ეცვა და... (იცინის).
kaxa80: ნამეტანი მოგიხდებოდა.
anela: ძაან მოხიბლული დავრჩი (იცინის). კაცის კაბა მაგარი იქნებოდა.
qitiqeti: კაი. აი სამივეს ჩაივლის და მორჩა. როგორ ფიქრობთ, ბავშვობა იქ დამთავრდება და დაიწყება მოზრდილი ადამიანის ცხოვრება?
Maarikusa: ალბათ რაღაც-რაღაცეები შეიცვლება, მაგრამ იმ ბედნიერი წუთების გახსენებაც და გამეორებაც შესაძლებელი იქნება.
anela: არა, უბრალოდ ყოველ დილით აღარ ავდგები, თორე ისევ ისეთი ვიქნები.
taach: კი, მე სწორედ ასე ვფიქრობ და ვგეგმავ. გპირდებით, რომ ის ვინც აქამდე ვიყავი გაქრება და სულ სხვა ქალი დადგება ყველას წინაშე (იღიმის).
kaxa80: თქვენ სკოლაში რომელ წელს შეხვედით?
taach: მე 1999 წელს.
Maarikusa: მეც.
kaxa80: უიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!!!!!!!
qitiqeti: ანოს არ ახსოვს, პატარა იყო მაშინ.
kaxa80: მე 1997-ში დავამთავრე.
taach: (იცინის).
Maarikusa: დედა (იცინის)!
anela: დედა! მე როდის შევედი ნეტავ (იცინის)?
Maarikusa: შენც ეგრე ანეტ (იცინის).
kaxa80: თავიდან რო დამეწყო სწავლა მეორედ დავამთავრებდი და მე-3 კურსზეც ვიქნებოდი ახლა.
qitiqeti: ბიჭისთვის გიკოცნიათ?
taach: კი.
Maarikusa: კი.
anela: რაა ახლა ეგ? სად სკოლის დამთავრება და სად კოცნა? კი.
qitiqeti: გოგოსთვის?
taach: არა (იცინის).
anela: გოგოსთვის არა ის.
qitiqeti: მარი თავს იკავებს?
Maarikusa: არა. მართლა რა სისულელეა?
kaxa80: ნუ რყვნი ქეთი, ბავშვებს! რეებს ეკითხები?
qitiqeti: შევთანხმდით, რომ კითხვები იქნებოდა თავისუფალი და პასუხები ინდა გაეცეს.
taach: მე არ მაქვს დასამალი არაფერი (იცინის).
Maarikusa: არ დავმალავ.
taach: მეჩქარება (დაღონებულია).
anela: (იღიმის).
qitiqeti: თამო, არის რამე ისეთი რაც გინდა გვითხრა? ისეთი რასაც "ფეისელებს" ეტყოდი. რადგან გეჩქარება გვითხარი და თავისუფალი ხარ.
Maarikusa: აუუ ქეეთ, მეც მეჩქარება.
taach: რატომ უკვირთ დიდი მკერდი და რატომ მიქმნიან დისკომფორტს (იცინის)? აი ეს მაინტერესებს და "ავორთქლდი". მადლობთ საყვარლებო.
anela: ვინ გიქმნის?
qitiqeti: თამო, როგორ ფიქრობ, თვითონ ხომ არ გიქმნის დისკომფორტს? ანუ ხომ არ გიქმნის კომპლექსს?
taach: კი. ხალხის რეაქციიდან გამომდინარე ნამდვილად მაკომპლექსებს უკვე.
anela: აუ, სისულელეა. დაიკიდე!
anela: ადრე არ ვიყავი ასე.
Maarikusa: იდიოტებს ყურადღებას ნუ მიაქცევ თაჩ.
qitiqeti: ნუ, რეაქცია ბუნებრივად იქნება ყოველთვის და უნდა შეეჩვიო. ალბათ, მალე შეეჩვევი. კაი. გაკოცე. "პაკა".
anela: ჰო, მთავარია დებილებს არ აჰყვე.
Maarikusa: ქეთ, მეც დავტოვებ ჩემ სიტყვას და გავიქეცი.
qitiqeti: გისმენთ მარი.
Maarikusa: ანუ კითხვა გამიმეორე რა. დამავიწყდა (იცინის).
qitiqeti: რას ეტყოდი "ფეისელებს"? რა გინდა რომ უთხრა? ამ ნომერს საკმაოდ ბევრი ნახავს და გაქვს საშუალებაშენი რაც გულში გაქვს უთხრა მათ. გისმენთ.
Maarikusa: ანუ ნუ იქნებიან ამაყები და ამპარტავნები. ასევე შურიანები და ყველამ საკუთარ თავს მიხედოს აჯობებს.
qitiqeti: გოგოებიც და ბიჭებიც?
Maarikusa: ნუ, ალბათ უფრო გოგოები.
qitiqeti: გასაგებია. ესე იგი შურიანობა... ერთი კითხვაც და თავისუფალი ხარ.
Maarikusa: O.K.
qitiqeti: რაში ვლინდება ეს შურიანობა? მე მაგალითად 6 თვეა საიტზე ვარ და ალბათ დამეთანხმები, რო პოპულარულობას არ ვუჩივი. თუმცა შურის მომენტი არ შემიმჩნევია გოგოებისთვის. პირიქით, ყველა სიამოვნებით მეგობრობს ჩემთან. ან იქნებ მგონია? ანო, რატო გაჩუმდი, ენაზე ხომ არ იკბინე?
anela: შურიანები არა, ზოგი "სიქიმბალაა" (იღიმის).
Maarikusa: არ ვიცი ქეთ, შენთან როგორ ხდება, მაგრამ არის ისეთი ადამიანები კარგებში ერთი მაინც გამოერევა ცუდი. ნუ, ის რომ შემოდიან ერთიანებს, ორიანებს და ა.შ. წერენ ეგ მაგარი არ მაინტერესებს თუ უნდათ სულ ამავსონ ერთიანებით, მაგრამ რატო? შეიძლება ერთი ფოტო არ მოგეწონოს, მაგრამ 2,3 და 10 ეგ უკვე სხვა რამეა. ხომ გესმის? "სიქიმბალა" განმარტე ანეტ (იცინის).
qitiqeti: საინტერესოა ისე. კაი სიტყვაა და ანა იმედია გაგვაცნობს შინაარსს.
anela: გამოთაყვანებული (იცინის).
Maarikusa: მშვენიერია. მომეწონა (იცინის).
anela: კიდე "შმაძანგალები" არიან (იცინის).
Maarikusa: "სიქიმბალებო"! ბოლოში მიაწერე ქეთა, რა... თან განმარტებაც მოაყოლე (იცინის).
anela: არ აქვს განმარტება (იცინის).
Maarikusa: დამთავრდა?
qitiqeti: მარი, თუ გეჩქარება თავისუფალი ხარ.
Maarikusa: კაი, მადლობ და თუ რამე კითხვა კიდე დაგრჩა საღამოს მოვალ და დამისვი.
qitiqeti: ანოზე კი ცოტა ხანი შევჩერდეთ. ანა, რა შეგრძნება გქონდა როცა საიტზე დაგბლოკეს?
anela: გინება მომინდა (იცინის).
qitiqeti: ანუ აბსოლუტურად მოულოდნელად მოხდა ხომ?
anela: ჰო, რა შევედი და "ტკაც" დაბლოკილიო. მეთქი რა უნდა ვქნა? მივდექ-მოვდექი და დავრეგსისტრირდი ახლიდან და დავიწყე "წაწკანი"
kaxa80: "ადმინებმა" დაბლოკეს?
qitiqeti: ჰო.
anela: ჰო, თურმე საჩივრები შესულა ჩემზე. ვითომ მე არ ვყოფილიყავი.
qitiqeti: მიზეზი "სხვისი სურათები" იყო ხომ?
anela: კი.
qitiqeti: მესმის რა ძნელია, როცა დაუმსახურებლად გბლოკავენ. მაგრამ 18 წლის გოგოსთვის მაინც შესაშური თავშეკავება გამოავლინე. როცა გთხოვე დამნახებოდი გეწყინა? მე და შენ ვმეგობრობდით და ასეთი თხოვნა შეურაცხჰყოფად მიიღე?
anela: შენ რა შუაში იყავი საერთოდ ქით? როცა თავს ვიმართლებდი ყველამ ეჭვი შეიტანა ჩემში და მეწყინა. და საგინებელი იყო იმიტომ, რომ ნახევარ საიტს თავისი სურათები არ უდევს. მაგრამ ახლა როგორც გოგო გინებას არ დავიწყებდი.
qitiqeti: ნუ, მე მახსოვს ის საღამო. მე გთხოვე ანო დამენახეთქო. შენ ცოტა ხანი გაჩერდი. მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ძალიან გაწყენინე. ძალიან გამიჭირდა მაშინ ამის თხოვნა შენთვის. ახლა გულახდილად მითხარი. გეწყინა ეს თხოვნა?
anela: უბრალოდ გავლანძღე მოდერატორი.
kaxa80: მე რა გიცნობდი კარგად ანუკი, თორემ დაგიცავდი აგრესიისგან. ის კი არა და ეს ამბები ახლა მესმის.
anela: არა, ერთი მხრივ მესმოდა რო მაგარი გაგიტყდებოდა ჩემთან მეგობრობდი და ტუფტა ადამიანი ტეხავს, მაგრამ რავი, რა, სიმართლე გითხრა უბრალოდ გავბრაზდი რაღაც მომენტში, მაგრამ გამიარა.
Kaxa80: სურათები ხომ მართლა შენია? არ ჯერათ და მაგათი პრობლემაა.
qitiqeti: მაშინ აღელვებული იყავი. მე სხვაგვარად არ შემეძლო "ადმინებთან" დავა თვითონ არ მექნებოდა ფაქტი ფაქტი რო ეს შენ ხარ. ამიტო მივაფურთხე ყველაფერს და გთხოვე დამნახებოდი.
anela: ჰოდა, მეც დაგენახე და ყველამ გაიგო, რო ანელა მართლაც ანელა იყო (იცინის). შეგშურდეთ! ეს დაწერეთ.
kaxa80: მაგას ჩვენ გვეუბნები თუ მკითხველს?
anela: მკითხველს( იცინის).
qitiqeti: აუცილებლად დავწერთ ამას. სად აბარებ?
anela: წელს არსად. ისე უცხო ენებზე.
qitiqeti: გასაგებია: ფოტო მოდელობაზე არ გიფიქრია?
anela: ფოტომოდელი ვარ. ნუ სადაც საჭიროა დევს ჩემი ფოტოები. ეს ჩემი ჰობია. მომწონს როცა მიღებენ (იღიმის). თან მეც ვსწავლობ გადაღებას და "პონტში" ვარ.
qitiqeti: მთავარია რომ მოგწონს. კახა, გაქვს რამე კითხვა ანუტასთან?
kaxa80: ბანკეტის ამბები მოყვეს თუ რამე ახსოვს.
anela: კი, ერთი "პრიკოლი" მაქვს. "დაისი" იყო და შევვარდი და ფეხი გადამიბრუნდა (იცინის).
qitiqeti: რა "დაისი"?
anela: ქართული ცეკვა გოგო.შევვარდი და ტკაცან ფეხმა და გამოვვარდი. ისე ვიცეკვე ხო ჰოუსებსზე, რო დამთავრდა ბანკეტი მენეჯერმა: "ხომ ხარ შვილო კარგადო?"
ეს იყო ჩემი კომენტარები. ჰე, ახლა მშია და თავი გამანებეთ (იცინის).
qitiqeti: შენ როგორ სულ გშია? კაი, საყვარელო.კახა, მე ანოზე ისეც ვიცი ყველაფერი და თუ არ გაქვს კითხვა წავიდეს, "ჩაცეცხლოს".
anela: მომეცით უფლება "ვცეცხლო" და კიდე ერთი საჩუქარი მეკუთვნის "ფეისზე" ამდენი რო ვილაპარაკე (იცინის).
qitiqeti: მე ვარ შენი საჩუქარი. გიჟოოოოოოო!
...........
უკვე "ცეცხლე"?
anela: კი (იღიმის). ტოსტერი ვჭამე.
qitiqeti: რას იმტვრევ კბილებს? გეჭამა საჭმელი წესიერად.
anela: რატომ ვიმტვრევ? ძაან მიყვარს.
kaxa80: დღეს ტოსტერი ჭამა. ხვალ წვენსაწურს დაახურდავებს და ზეგ ხორცსაკებ მანქანას შეახრამუნებს.
anela: (იცინის).
qitiqeti: კიდევ კარგი ტაფებზე და ქვაბებზე არ გადასულა ჯერ.
anela: დებილო! ტაფა არაა გემრიელი (იცინის).
kaxa80: აი თურმე საიდან აქვს ამას მოდელის ტანი.
anela: რავა, სანამ დიეტაზე დავდგებოდი მანამდეც კი მქონდა (იცინის).
qitiqeti: ტანის რა გითხრა, მარა ამ სურათს(ლაპარაკია სურათზე, რომელიც ანელას უდევს სკაიპში. ავტ. შენიშვნა), რომ ვუყურებ ტრაკს ნამდვილად ვერაფერს დაუწუნებ.
kaxa80: მტვერსასრუტი აყენებს თურმე მაგარ ფიგურას.
qitiqeti:გოგო, მომე ეს სურათი ტრაკების ტოპისთვის.
anela: არ მინდა ტრაკები. ახლა ჩემ ტრაკს ვერ გავაბაზრებ (იცინის).
kaxa80: ეგ სურათი სადღაც მაქვს ნანახი და ვერ ვიხსენებ.
qitiqeti: რეპინის დახატულია კახა.
kaxa80: ესე იგი მაინც მოგივიდა თავში ეგ იდეა არა?
anela: მე ვუთხარი. ეს ჩემი იდეა იყო. აუ კიდევ მშია (იცინის).
ხედავთ ხალხო! როგორ მპარავენ იდეებს? თქვენც დამემოწმებით, რომ ქეთის სტატუსებში არაერთხელ შემითავაზებია მისთვის ტრაკების ტოპის გაკეთება. მოკლედ თუ ასე გააგრზელეს მომიწევს სტრასბურგში ვიჩივლო ჩემი იდეების დასაცავად.
kaxa80: კარგით. მორჩა ინტერვიუ.
მოკლედ. ეს იყო სულ ჩვენო ერთგულო მკითხველო. დასკვნები თავად გამოიტანეთ. ბოლოს ერთი რამ მინდა ვთქვა: მინდა ჩვენი რესპოდენტების დარად მოგილოცოთ ყველას ვინც ატესტატები აიღეთ წელს და გისურვოთ წარმატებით გაგეგრძელებინოთ სწავლა ჩვენი ქვეყნის (და არა მარტო) უმაღლეს სასწავლებლებში.სანიმუშო პიროვნებები დამდგარიყავით საზოგადოებისთვის. თქვენ კი, ვისაც ხელი მოგეცარათ გულს ნუ გაიტეხთ. ამით არც არაფერი იწყება და არც სრულდება. გახსოვდეთ! ჯობია არაფერი დაამთავრო და რამე გამოხვიდე ვიდრე დაამთავრო და არაფერი დადგეს შენგან. გფარავდეთ ღმერთი!




Liczba odwiedzin: 113
 
Komentarze
daxe1965 11.06.2011

ქარი ქრის,ქარი ქრის.....ერთი ათი წლის შემდეგ წაიკჲხეთ ეგ ინტერვიუ.... ბევრს იცინებთ მინიმუმ.... კორსპოდენტებს--- ბოლო ნაწილში ყველაფერს ნუ მოედებით...

irinee 10.06.2011

gaigeben ;-) :D

sopo-sopo 09.06.2011

*THUMBS UP* *LOL* *LOL* წარმატებებს ვუსურვებ გოგონებს *ROSE* *ROSE* *ROSE* მე კი ყველაზე მეტად მომეწონა:"გადავრჩენილვართ რომ არ გაუვარდა (ავტ. შენიშვნა :D)"..."ამას ეტყობა ჯარი კანარის კუნძულებზე დასვენება ჰგონია (ავტ. შენიშვნა :D)" ..."(ბოდიშს მე გიხდით უხამსობისთვის. ავტ. შენ :D)" *LOL* *LOL* *LOL*

kaxa80 kaxa80 09.06.2011

*LOL* *LOL* *LOL* *LOL* *LOL*

mamuka2437 09.06.2011

oh raa axalgazrdoba?

TaTa 09.06.2011

:D:D:D მე წავიკითხე ბოლომდე :-P კარგი გოგონები არიან,მაგრამ ეგ ანელა ვაიმე რა ტიპიაააა *LOL* *LOL* *LOL* ჩასაყლაპიიიი :D *GIVE_HEART* *KISSING*

aNeLa 09.06.2011

*LOL* *LOL*

kaxa80 kaxa80 09.06.2011

*LOL* *LOL* *LOL* *LOL* *LOL*

nargiza 09.06.2011

amis wakitxva ar ginda exla shen

kaxa80 kaxa80 09.06.2011

არც მე წამიკითხავს. რა პრობლემაა? უბრალოდ დავწერე :D

irinee 09.06.2011

gogostvis aravis ukocnia =-O eee ar momewona :D :D ase xo verasdros gaigeben sinamdvileshi ra undat %)

kaxa80 kaxa80 09.06.2011

და ეგრე როგორ გაიგებენ? :D

kaxa80 09.06.2011

ახლა წაიკითხეთ უფრო იოლად

sofasi 09.06.2011

ღრმად მწამს ვინმე აუცილებლად წაიკითხავს *LOL* *LOL* ბოჟე მოი რამდენი გიწერია *JOKINGLY*

kaxa80 kaxa80 09.06.2011

კი, წაიკითხავენ *JOKINGLY*

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut