Właściciel bloga: kineza

kineza
32, Tbilisi, Gruzja

შენ კარგად იცი ვინცა ვარ,
მიყვარხარ შენ თავს ვფიცავარ,
გთხოვ მიპასუხე არ გაგცემ ხმას,
მინდა მოვეფერო შენს ლამაზ თმას.

იცი რომ განშორება არ არის ადვილი,
უშენოდ ყოფნა ომია ნამდვილი,
მე შენთან მიხმობს გული ტიალი,
შენს სადღეგრძელოს შევსვამ ფიალით.

ქუჩაში შეგხვდი შენ ვერ მიცანი,
უშენოდ ყოფნას არ აქვს მიზანი,
შენთვის უცხო ვარ არ მიცნობ არა,
მითხარი რამე გეყოფა კმარა.

შენ ჩემს გულს ყოველთვის მითბობ,
მე მასში არსებულ ადგილს გითმობ,
არ ვიცი რა ვქნა რითი მოგხიბლო,
სხვა გზა არა მაქვს უნდა მოგკბილო.

არა მგონია შენ მე დამიჯერო,
სანამ წამებით გული არ იჯერო,
დაველოდები მე იმ გრძელ ღამეს,
როდესაც ავიხდენ სანატრელ წამებს.


25.08.2011

ედემის ბაღში დევნილი
გველის თვალებით შცდენილი,
კაცის ნეკნისგან შექმნილი,
ღმერთისგან ძლიერ დაწყევლილი.

ამ სამყაროში ერთ-ერთი ძარღვია,
კაცობრიობის მთავარი კვანძია,
ბუმბულისავით სუსტი და ნაზია,
ჭრილობების მარჩენალი მაზია.

ზოგჯერ მხურვალე ცხარე ალია,
კაცის გრძნობები ბოლომდე დალია,
მას გავუფრთხილდეთ ეს ყველას ვალია,
ის ხომ ლამაზი სათუთი ქალია.


უსიყვარულოდ არ არსებობს სამყარო დიდი,
ის ჩვენი მეგზურია ცხოვრების გიდი,
როცა ვერ ხედავ თუ როგორ მიდის,
მაშინ იძირება მდინარედ ხიდიც.

უსიყვარულოდ ვერ ვხედავთ ფერებს,
იგი მუნჯურად გამოსცემს ბგერებს,
როცა გავცდებით გადავალთ ხმელეთს,
მაშინ ემსგავსება ცხოვრებაც ბნელეთს.

უსიყვარულოდ ცად ვარსკვლავნი წყდებიან,
მხურვალე უდაბნოში კი ჭაობები ღვივიან,
როცა ბოროტებისთვის შორი გზიდან ვივლიან,
მაშინ ქრება სიცოცხლე რაც დღემდე გაგვივლია.


ჩემს სიცოცხლეს აბუჩად ვიგდებდი,
ცუდი მეგონა არ ვაფასებდი,
მე უარი ვთქვი არ ვიკადრე,
მოვიდა ჟამი და გულით ვინატრე.

ტკბილმა მოგონებებმა წამიში გამიელვა,
ამიტანა შიშმა, კანკალმა და ღელვამ,
ირგვლივ უეცრად ცა წითლად ნათდება,
ჩემს წინ კი ბავშვობის ძმაკაცი ფეთქდება.

ღამეა ბნელა ვერაფერს ვხედავ,
დაბნეული ვარ სროლას ვერ ვბედავ,
გმერთს ვეუბნები ეს რა მიყავი,
მაშინ მივხვდი რომ ომში ვიყავი.


ფეხზე ავდექი ბრძოლა მომინდა,
ვხედავ რომ ყველა გვერდში მომიდგა,
მკერდში ვიგრძენი რაღაცამ გამიარა,
მთელს სხეულში კი სითბომ დამიარა.

გონებადაკარგულს სიცოცხლე მწყუროდა,
ვფიქრობდი ოჯახზე მათთან მინდოდა,
რა იყო სიცოცხლე გავიგე მაშინ,
გული მიმდის და მივდივარ ცაში.


წვიმაში თოვლში თუ ქარშია,
დავდივარ მთასა და ბარშია,
ალბათ შეგხვდები გზაშია,
მომწონს დიდი თავი რომ გაბია.

კარგი შაირი გცოდნია,
დიდი ენაცა გქონია,
ჩემს ცხვირს რას ერჩი კარგია,
ჩექმა მოგხვდება დიდ თავშია.

შენ მე დიდთავა მიწოდე,
გახსოვდეს მუდამ რომ იბრძოდე,
შენს საჩუქარს დაგიბრუნებ იცოდე,
სახსოვრად თეთრი ტრუსი რომ მიბოძე.

თვითონაც არ გესმის ვერ გაგიგია,
შენს გამო თავიც კი დამიდია,
მე ის ტრუსი შენთვის გამიღია,
ახლა მოდიხარ და პირი დაგიღია.

როგორც ბაყაყი წყალში ყიყინებს,
ამას შეხედეთ როგორ ტლიკინებს,
ნერვიულობ ვეღარ მისახსოვრებ,
ლამაზ, წითელ-ყვითელ ბიკინებს.

ისედაც ბევრი გითმინე,
ახლა წადი და ირბინე,
მე ამას გეტყვი ბიკინე,
მოდი და ტრაკზე მიკბინე.


არ ვიცი რამ მაიძულა რატომ გატკინე გული,
ერთი კი ვიცი პუტკუნავ აღარ ვარ შენი ზუზი,
გთხოვ მაპატიო და შემირიგდე ეს არის ჩემი თხოვნა,
იცი რომ ძაან ცუდად ვარ? არ შემიძლია მე სხვისი პოვნა.

აღარ ვიცი რა დავწერო რა გრძნობა გაგიზიარო,
ერთადერთი ხარ რომ მინდა სულ შენთან ერთად ვიარო,
ვიცი რომ სუსტი გული გაქვს ადვილად გწყინს ყველასგან,
კვლავაც პატიებას გთხოვ მორჩილი ვარ ღმერთისგან.


მიყვარს ზღვის პირას ლექსების წერა,
ტალღების შრიალი და მათი ბგერა,
პატარა გოგონას ლამაზი მზერა
და მის თვალებში მალულად ცქერა.

მიყვარს ფოთლების ნაზი შრიალი,
თავში ფიქრების უკუ ტრიალი,
ჩემი ლექსების ჰაერში შრიალი,
მდუმარე ღამე და ღვინო ფიალით.

ჩუმად ვესაუბრები მე ჩემსა გულსა,
ქვიშაზე ნელ-ნელა მივყვები კუსა,
გემმა ჩაუშვა ზღვის ფსკერზე ღუზა,
ლექსების წერის მომადგა მუზა.

მთვარეს სიყვარული ჩემი გაეგო,
ფეხქვეშ ვარდები ნაზად დაეგო,
უეცრად ჩემს წინ ცეცხლი დაენთო,
ცაზე ვარსკვლავებით გული აეგო.

მე საოცრება ვნახე არნახული,
მთვარის შუქზე მკრთალი სახე დანახული,
ვარსკვლავებით გული ცაზე დახატული,
ლექსებში მაქვს ყველაფერი ასახული.

დარდიანი მოსაწევი მადლიანად შევაკეთე,
ვიბრძოდი, ვცდილობდი რა აღარ გავაკეთე,
სიყვარულის საზღვარი უიმისოდ…


ღმეთმა ნუ მოგიშალოს სიკეთე და სიხარული,
მოგანიჭოს ნამდვილი, დიდი წრფელი სიყვარული,
არასდროს განგაცდევინოს გრძნობა ჩუმი და ფარული,
აგისრულოს ოცნებები, ჩუმად რომ გაქვს დაფარული.

ცხოვრებაში გისურვებ რომ მიაღწიო მწვერვალს,
მუდამ უნდა გახსოვდეს, რომ უყვარხარ ყველას,
გაჭირვება არ გენახოს, არ ითხოვდე შველას,
იცოდე რომ ვიგაცა, შენზე მუდამ ღელავს.

სიკეთით და სიხარულით აბრმავებდე მტერს,
შენი გული ახლა უფრო გამალებით ძგერს,
გიხარია გილოცავენ, რომ გკოცნიან ბევრს,
მთელი გულით მოგილოცავ დაბადების დღეს.


ჩემი სიყვარული არასდროს არ კვდება,
მეხსიერებიდან არასდროს არ ქრება,
თბილი მოგონება პატარა გულში რჩება
და არ მავიწყდება შენი ტკბილი ვნება.

უშენობამ მე ლოთობა დამაწყებინა,
ღმერთს ვთხოვ როგორ ხარ გამაგებინა,
ჩვენმა განშორებამ სიყვარული დამაგმობინა,
მარტოობამ ჯოჯოხეთის კარიბჭე ძალით გამაღებინა.

ყველაფერი დაივიწყე რაც კი გამინდია,
ჩემი სიყვარული გულიდან უკვე წაგიშლია,
ჩვენი წრფელი საუბრები მაინც დაგვიწყნია,
რატომ მახსოვხარ ისევ, ეს ვერ გამიგია.


29.06.2011

ჩემს პატარა სიხარულს ჩემგან დიდი სალამი,
როგორა ხარ პატარავ, სულ ასეთი ლამაზი,
მოგეფერები ჩუმად გაკოცებ,
ტუჩიდან რომ დაგითრევ კარგა ხანს არ გაგიშვებ.

შემოგხვევ ხელს, აგიშლი თმებს და ყურში გეტყვი მიყვარხარ მე შენ,
ჩამეხუტები გულში ჩამიკრავ შიში შეგიპყრობს ჩემი დაკარგვის,
ცრემლებს მოგწმინდავ და ჩაგჩურჩულებ, არ შეგეშინდეს ქვეყნად არაფრის,
შენ აგირჩიე მე შენ მიყვარხარ, რად ამირიე მთელი გონება.

ვიცი რას ფიქრობ რასაც განიცდი,
შენი აზრების მე ვარ მკურნალი,
როცა ჩამოვალ და გინახულებ,
ვიცი კვლავ მეტყვი მე შენ მიყვარდი.


Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut