Właściciel bloga: kineza

kineza
32, Tbilisi, Gruzja

ის რაც ყოველთვის მინდოდა მეთქვა,
როცა ვერ ხვდები საიდან ვიწყებ,
მკერდში ხშირდება ამ გულის ფეთქვა,
ვშიშობ რომ კვლავაც გულს ისევ მიტკენ.

ყველგან ყოველთვის შენ ჩემი გერქვა,
ყოველდღიურად შეხვედრას გიცდენ,
სიამაყისგან ძნელია ვერ ვთქვა,
ისარს რომ მესვრი მუდამ რად ვიცდენ.

მინდა ვიცოდე მხოლოდ მე ერთმა,
რომ მუდამ გული იწევდა მისკენ,
გამიგოს ნეტავ უფლმა ღმერთმა,
ჩემო ლამაზო ამას ნუ მიწყენ.

მოვკვდი დამადეს საფლავზე მე ქვა,
კუბოში ჩამდეს და წამიღეს მთისკენ,
ბევრჯერ ვეცადე მისთვის ეს მეთქვა,
რომ ჩემი გული იწევდა სხვისკენ.


ძნელია ხედავდე მას ვისაც სძულხარ,
ყვიროდე მაშინ როდესაც სდუმხარ,
ხედავ რომ გვერდით გველია გრძელი,
მაგრამ შენ მისგან იმედებს ელი.

ძნელია იტირო ვინც რომ დაგკარგა,
თავისი ბედი თვითონ რომ განკარგა,
აღარ გახსოვდეს რამდენი გაწვალა,
რომ სხვა ირჩია სხვაში გაგცვალა.

ძნელია იპოვო ის ვისაც ეძებ,
და როცა პოულობ ეჩვევი უცებ,
სიფრთხილით ნაზად ლამაზად ქარგავ,
მაგრამ უეცრად ყველაფერს კარგავ.

ძნელია გესმოდეს როდესაც ყრუ ხარ,
გეალერსება მაგრამ მას სძულხარ,
თვალებში გიყურებს ისევ გატყუებს,
მკერდიდან გულს მაინც დაგტყუებს.

ძნელია როდესაც მის ენას ვერ ფლობ,
ბოლომდე იბრძვი და მაინც არ თმობ,
ფეხებზე გკიდია თუ სხვა რას იტყვის,
გული ყოველთვის ხომ მისკენ ილტვის.

ძნელია იფიქრო წამითაც სხვაზე,
როცა გიყვარს და ოცნებობ მასზე,
როცა რომ მისით გიდგას ეგ სული,
და მისით გიძგერს მაგ მკერდში გული.

ასე ვიყავით ის და მე ორნი,
თითქოს…


აღარ ვიცი რა ვიკითხო ვის ვთხოვო ვის,
ცივი ყოფილხარ თურმე გული გაქვს ქვის,
რატომ არ გესმის ტკივილი სიმწარე წვის,
ნუთუ გაშინებს ისევ ტალღები ზღვის.

შენს ძებნაში ეს გული სულ ყველგან მივა,
შენი სურნელით ვარდებს ფურცლები სცვივა,
თბილად ეხვევა ფოთლებში და მაინც სცივა,
ამ თვალებს უშენობა ოხ როგორ სტკივა.

ვიხსენებ იმ დღეს შენ რომ გაგიცანი,
ის დროც გავიხსენე თმა რომ დაგიწანი,
ეს სიყვარული ხომ შენით შევიცანი,
ყოველთვის ყველგან გთხოვ დამიცავი.

უცნაურია ვგრძნობ ფერები მუქდება,
ირგვლივ ყველაფერი ვხედავ სუქდება,
ეგ შენი სახე ჩემს თვალებს უხდება,
მაგრამ რა ვქნა რომ სულს გული უკვდება.

ნეტა ვინ ტყუის ან რის ბრალია,
სად ვარ არ ვიცი…


ტირის, თან მიღიმის და თან არა,
ფიქრობს, ხან მასთან ვარ და ხან არა,
უჭირს, მის გვერდით ვარ მაგრამ რა,
დღეს რომ ვუყვარვარ ხვალ არა.

მისით მთვრალი ვარ დღისით თუ ღამით,
მის გვერდით მინდა სულ ერთი წამით,
მინდა ვახარებდე ყოველთვის რამით,
ჩემს სიყვარულს ხომ ვამტკიცებ ამით.

ფიქრებში მუდამ თვალწინ მიდგება,
ჩემი გრძნობები მაშინ ვლინდება,
მას რომ ვუყურებ კოცნა მინდება,
ყველა ტკივილიც მაშინ ფრინდება.

წვიმიან ღამეს რამდენჯერ გზაში,
ხელებს ვითბობდი მის ლამაზ თმაში,
შეხორცებული ვიყავი მასში,
გაყინულ წვიმას ვერ ვგრძნობდი მაშინ.

თურმე სტკიოდა ჩუმად ყვიროდა,
ჩემთან იყო და მაინც ტიროდა,
ფიქრებით შორს სადღაც მიქროდა,
მე კი საშინლად ეს არ მინდოდა.

წავალ ტაძარში…


უფალმან შეჰქმნა სამყარო,
პირველად მან ჰქმნა სინათლე,
ნათელს შემდეგ შვა ბნელეთი,
ბნელეთს კი ჩვენი ხმელეთი.

ხმელეთს მოჰფინა მიწანი,
მიწაზე უხვი ბუნება,
ბუნებას წყალი და ფერი,
სიცოცხლეს აკლდა ჰაერი.

ღმერთმან წარმოსთქვა სიტყვები,
შეჰიქმენ ცხოველ-ფრინველი,
უბოძა ცოცხალთ გულია,
გულებს ჩაჰბერა სულია.

რომ გააცოცხლა სამყარო,
იგი აკლდა მას რაღაცა,
მიწა-წყლისაგან მტვერი ჰქმნა,
მისგან კი მან მე შემქმნა.

მარტოს მიჭირდა მე ყოფნა,
ღმერთმან მიბოძა ქალია,
შეჰქმნა მან ჩემის ნეკნითა,
გველმა აცდინა ენითა.

მაშინ განრისხდა უფალი,
მის ედემიდან გამოგვაძევა,
სამყარო იყო ძალიან ფართო,
შემოვრჩით მხოლოდ მე და ის მარტო.

კაცი ჰქმნა მიწის მტვერითა,
ქალი კი კაცის ნეკნითა,
გველის ენითა ნაქებარია,
ჩემი მეორე ნახევარია.


ჩემი გოგონა ყველაზე კარგია,
სიყვარულისა კარგი დარგია,
არავის სხვას არად არგია,
ჩემთვის სხვა მძიმე ბარგია.

ჩემი გოგონა ყველას ჯობია,
უკეთესებში მჯობზე მჯობია,
ჩემი ცხოვრების ლამაზი ჰობია,
ჩემთვის სხვა მწარე ობია.

ჩემი გოგონა სავსე ყანწია,
ქვეყანაზე მშვენიერი განძია,
ჩემი ცხოვრების ძველი კვანძია,
სხვა ყველა ახალი ჩემთვის ბანძია.

ჩემი გოგონა ზღვაში გემია,
მისი ტუჩების სიტკბო მიგემია,
ჩემი საყვარელი მარწყვის ჯემია,
მხოლოდ და მხოლოდ იგი ჩემია.


მე ის მიყვარდა ყველაზე ძალიან,
ჩემს გვერდით იყო მას ჩემი ერქვა,
არ ვიცი ვინ ტყუის ან რისი ბრალია,
რატომ გამიხდა ეს გული მე ქვა.

დრომ თავისი ქნა გრძნობა გალია,
ძარღვებში სისხლმა უმატა ფეთქვას,
ბედმა მარგუნა დიდი გალია,
ყოველთვის მიშლიდა რამე რომ მეთქვა.

მე ისევ მიყვარს ჩემი ვალია,
მუდამ მიჭირდა სიტყვების კენკვა,
არ ვიცი ვინ ტყუის ან რისი ბრალია,
ჩემს გვერდით იყო მას ჩემი ერქვა.

სამარადისოთ ის ჩემი ქალია,
მან შემასწავლა სიტყვების ბეთქვა
და იგი დღესაც მიყვარს ძალიან,
გამიჭირდება ყველგან რომ ვერ ვთქვა.

არასდროს მითხრა რომ არ გცალია,
მე ამას გეტყვი და აღარ გამთქვა,
მე შენ მიყვარხარ ისევ ძალიან,
გთხოვ…


ვებრძოდეთ, ვსპობდეთ მუდამ იმ ბალახს,
რომელიც ჩვენს შორის იყენებს ძალას,
ვიწმინდდეთ, ვიბანდეთ მუდამ იმ ტალახს,
რომელიც გვიბიძგებს, გვიქადის ღალატს.

ნუ მივეპყრობით სხვის ლამაზ მზერას,
ვუმზეროთ მუდამ მის გულის ცემას,
არ ვეძმაკაცოთ სიტყვების მღერას,
ყური დავუგდოთ მათ ყოველ ბგერას.

ნუ დავუჯერებთ იმ ბოროტ ძალებს,
რომელნიც აქეთ გვადებს ჩვენ ვალებს,
არ მივცეთ ნება დახუჭვის თვალებს,
აგვაფარებენ ორივეს ფარებს.

არ ვემორჩილოთ უძირო ბნელეთს,
გადავარდებით, ავცდებით ხმელეთს,
არ ავყვეთ ენებს, გესლიან გველებს,
ვინარჩუნებდეთ ჩვენს ლამაზ ფერებს.

არ მივცეთ ნება ჩვენი გაცემის,
მოგვეცეს რიდი სხვის გადაცემის,
გრძნობებს ვახშობდეთ ძუნწი კაცების,
მათ ეხარიათ ჩვენი დაცემის.


ყოველ საღამოს როცა ბნელდება,
ვუსმენ გულის ცემას როგორ ნელდება,
ტირიფი ტირის და ნელა ბერდება,
ყველა სულიერი შფოთავს, ღელდება.

ვწევარ მივდივარ უძირო ფიქრებში,
თავი მგონია კუბოს ფიცრებში,
თვალებს ვხუჭავ და ვცურავ სიზმრებში,
გოგონას ვხედავ პერანგით სისხლებში.

მე ის გოგონა ძლიერ მიყვარდა,
ჩემი იყო და ჩემთან მიმყავდა,
უეცრად ჩვენში ქაოსი დამყარდა,
ვიღაცა გამოჩნდა, ჩვენს შორის გამყარდა.

მისი წასვლისას გული კვნესოდა,
ჩემთან იყო და ისევ ელოდა,
ტიროდა, სტკიოდა მაინც მღეროდა,
მზე ანათებდა, მაგრამ ბნელოდა.

სხვასთან წავიდა მე მიმატოვა,
ლამაზი სიტყვები ჩემთან დატოვა,
დადგა ზამთარი გული დათოვა,
მოვიდა თოვლი და სითბომაც დამტოვა.

მისი ღიმილი ჯერ ისევ მახსოვს,
მან მიმატოვა გული კი არ თმობს,
მაინც…


ჩემი წარსული მე გულით დამაქვს,
მუდამ მახსენებს სევდას და ტკივილს,
მე მომავალი ნამდვილად არ მაქვს,
ახლაც კი ვუსმენ განწირულ კივილს.

არ მინდა სხვა, ვიღაცის დაცდა,
მე ჩემი მინდა სიცოცხლე ძველი,
მუდამ რომ ახლდა ტკივილი განცდა,
ისევ ის მინდა ცხოვრება ძნელი.

ისევ ის მინდა მისით რომ გავთბე,
ვწუხვარ ვერ გავცვლი მას მე იმ სხვაში,
ალბათ გგონიათ, რომ მე ის დავთმე,
რადგან ვერ გავბედე შეცურვა ზღვაში.

მე დღემდე მჯერა ის ჩემთან მოვა,
ახლა ავდგები ზღვის პირას გავალ,
ღრუბლები ტირიან შეწყვიტეს თოვა,
ფიქრებით ისევ კვლავ მასთან წავალ.

ის რომ დავკარგე იმ ადგილს გავჩერდი,
თვალი შევავლე მის ძველ ნაკვალებს,
მე მაშინ შევცდი მას რომ…


Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut