Właściciel bloga: D a V i T

D a V i T
34, Tbilisi, Gruzja

15.04.2010

 ლამაზი კაცის ლამაზმა სიტყვამ არ მოგატყუოს ლამაზო ქალო, იგი ვინც უფრო თავს გევლებოდეს, იგი არასდროს არ შეიყვარო. შეხედულება შენ ნუმოგხიბლავს, გხიბლავდეს სატრფოს გული კეთილი, ის კი არ კმარა იკაპარაკო: მე მყავს ლამაზი შეყვარებული. ლამაზ ტანსაცმელს მდიდრულ ცხოვრებას, შენში არასდროს ქონდეს დიდება, სული ეძიე ადამიანში, ხორცი ბაზარშიც კი იყიდება. ნუ გაგიტაცებს ეგ სილამაზე და ნუ მოგხიბლავს ენა წყლიანი, მუდამ გახსოვდეს ილიას სიტყვა: "ყველა კაცია ადამიანი?"


15.04.2010

 შენში იმდენად ბედნიერი სული ბინადრობს,
გზა აბნეული ანგელოზიც ალბათ გინატრებს,
საიდან მოდი ასე ტკბილი, ასე უბრალო,
ასე ცოდვიან და დიდგულა დედამიწაზე,
არ ვიცი ტკბილი სიზმარი ხარ თუ გაოცება,
ვშიშობ ზედმეტი სიყვარულის შიშიც დამწამონ,
შენებრ ლამაზად რომ შეეძლოს ყველას ცხოვრება,
ალბათ სამოთხე იქნებოდა მთელი სამყარო


15.04.2010

 რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები,
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი,
ხელუხლებელი, როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი, როგორც ედემი.

და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ
მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!
ავადმყოფ სულს სურს, რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.

დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
ცრემლით აივსოს ზღვა – საწყაული,
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული...


შენ ქარიშხალი გინახავს ზღვაზე?
მოგისმენია გრიალი ზღვისა?
იგი ბრაზდება საკუთარ თავზე,
როცა სიყვარულს უცქერის სხვისას.
იცი რად არის გაბრაზებული?!
რად ახლის ნაპირს ტალღებს ქაფიანს?!
ზღვასაც ყოლია შეყვარებული
და მერე რწმენა დაუკარგია,
საკუთარ ტალღით მოუკლავს თურმე,
საკუთარ გულში დაუმარხია
და ეხლა როცა ბნელდება ზღვაზე,
როცა სიყვარულს უცქერის სხვისას,
საკუთარ სატრფოს იგონებს დარდით
და ეს გრიალი დარდია ზღვისა!
....................................
უნდა იცოდე ვინ არის ღირსი
რომ სიყვარული ატარო მისი
 
 


13.02.2013

‎1. ქართულად - მე შენ მიყვარხარ
2. მეგრულად - მა სი მიორქ
3. სვანურად - მი სი მალატ
4. აფხაზურად - საბა საბა ბზია ბზოი
5. ოსურად - აზ დაიმა უვარზონ
6. ინგლისურად - აი ლავ იუ
7. გერმანულად - იხ ლიბე დიხ
8. ჰოლანდიურად - იკ ხუიდ ვან იუ
9. ესპანურად - ტე ამო
10. იტალიურად - ტე ამო
11. ლათინურად - ეგო ტუ ამარე
12. პორტუგალიურად - ა მო ტე
13. რუმინულად - ტ’იუბესკ
14. ფრანგულად - ჟე ტემ
15. შვედურად - იად ელსკარ დეი
16. იაპონურად - ანატა ვა დაი სკუ დეს
17. ესტონურად - მა არმასტან სინდ
18. ჩეხურად - მამ ტე რად
19. თურქულად - ბენ სანა სევიიორუმ
20. ქურთულად: ეზ ტე რა ჰეს…


ქალი სიყვარულის სიმბოლოა

მშვენიერ გრძნობებში ჩაქსოვილი,

ქალი ოცნება და ფიქრებია

ღამის ნაზ სიზმრებში დაქსოვილი,

ქალი სითბოა და ალერსია

მარტის გიჟურ ვნებას აყოლილი,

ქალი აპრილების იაა და

ტოტი,საფერებლად ჩამოწვდილი,

ქალი რბილია და სათუთია

კვირტი,ნუშის ყლორტზე ამოზრდილი,

ქალი მათრობელა ღვინოა და

ძეგლი,საუცხოოდ ჩამოქნილი


13.02.2013

ერთხელ ქალი დავინახე
მიმავალი ველად,
მის ეშხიან სილამაზეს
გზას უთმობდა ყველა,
ქალი ირმის აღნაგობის,
ქალი ირმის ხელა,
მხრებზე თმები გადმოეშვა
როგორც ცისარტყელა,
ქალო, იქნებ ღარიბ მგოსანს
გზები გამიკვალო,
მომასწავლო შენი ბინა,
სად ხარ,ვის უგალობ,
შენი ფეხით გალეწვინო
ჩემი გულის კალო,
შემოგევლოს ჩემი თავი
შენ ლამაზო ქალო
..


04.08.2011

ქალი!!ქალი მონატრებაქალი სიყვარულიქალი ოცნება დაქალი სინანული...ქალი ქარიშხალიქალი საფიცარიქალი ქალი არის და ის ნაზი არის!!მისი მშვეენებაა ჩვენი ორბიტალი..მისი საიდუმლო ისევ კაცი არის..ქალი_სიგიჟეაქალი_ნეტარებამისი დაპყრობა კი მუდამ ძნელი არის..!!მისი გაგიჟება ერთი ფანდი არის..ერთი საჩუქარი ერთი მოფერებატკბილი სიტყვით ქალი უცებ მოგენდობა!!ხოლო თუ გულს ატკენ მერე გამკაცრდება!!მკაცრი ქალი მერე ჭკუას მიენდობა...ჭკუა საშიშია და ვერ დაუძვრებიშენი მიზნები კი წყალში ჩაგეყრებადა ამიტომ გირჩევთ კარგად დაუფიქრდითქალის გულის მტკენელსმაგრად დაერხევა


 


მე ჩემს სიყვარულს ისე ვენდობი,
როგორც იესო ქრისტეს,
მე ღმერთი მიყვარს ყოვლის შემნდობი
და ღამეს ვებრძვი-მზის მტერს.
ვიცი,რითმები ვერსად ვერ წავლენ,
ჩემთან დარჩება ყველა,
ახლა გრძნობები ჩემს გულს ლეწავენ,
ახლა მსურს ღვთისგან შველა.
მე პოეზიას გედად ვეწამე,
მასში გოლგოთა ვიგრძენ,
ჩემო სიკვდილო ისე მემწარე,
როგორც სიცოცხლის სიგრძე.
თუმცა სიცოცხლე იმად ღირს მხოლოდ,
რომ სიყვარულით ვკვდები,
რომ სიკვდილს ველი სიცოცხლის ბოლოს,
მაგრამ ცოცხალი ვრჩები.

 


17.10.2009

 ქურდი ვარ....

ყველაზე გულწრფელი და გულახდილი ქურდი....

ვაღიარებ, რომ მზეს სითბო მოვპარე....

ვაღიარებ, რომ საათები მოვპარე დროს...

და იმიტომ თენდება გვიან...

დავდივარ და ვიპარავ აპრილის წვიმებს...

ხანდახან მზის სხივებსაც...

ცისარტყელას ფერები მოვპარე...

შვიდიღა დარჩა....

ვიპარავ ყველაფერს და ნელ–ნელა ვაწყობ გულს...

ზღვას ნაპირი მოვპარე...

ვარსკვლავებს ერთმანეთი...

და ალბად არ გეწყინება თუ გეტყვი, რომ სანამ შენ ამას კითხულობდი, ცოტა სითბო და სიყვარული მოგპარე...

სულ ცოტა....

დღეს მაინც რომ მეყოს....


Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut