Właściciel bloga: D a V i T

D a V i T
34, Tbilisi, Gruzja

03.03.2011

 ქალი ხომ,

მარტივით გიჟია...

ხან გკოცნის,

ხან ჩუმად გისმენს...

ხან,

სიტყვას მოგახლის ხინჯიანს...

ხან კიდევ,

შენს ფიქრებს მისდევს...


ქალი ხომ,

მარტივით ფიქრია...

არ იცი, რა უნდა, როდის…

ხან,

შენგან სადღაც, მიქრიან...

ხან კიდევ,

შენთან მორბის...

ქალი ხომ,

მარტივით ლაღია...

ხან წავა,

ხან, ისევ მოვა...

ხან,

წვიმად მოვა თვალღია...

ხან,

მზეში მოვა თოვად...

ვხედავ,

მარტივით ატირდა...

ფიქრებაშლილი ვარდი...

ისევ,

მოვიდა მარტი და…

ხელახლა...

შემიყვარდი...
 


იყუჩე ტკივილო! დასრულდა ოცნება...
სევდისფერ წვიმებში გახვეულ დღეებით,
შენ სადღაც აქა ხარ, კვლავ მირევ გონებას,
მე ისევ მიყვარხარ...შენ ისევ ვერ ხვდები...

ახლოს ხარ... შორსა ხარ...ძალიან მაკლიხარ!
დღეებმა დაკარგეს ხმები და ფერები..
....
დასრულდა ოცნება, ტკივილიც დამთავრდა...
ცხოვრებაც მთავრდება..! ნუთუ ვერ შეგხვდები?
დრო სწრაფად გავიდა. გული არ დაბერდა.
მე მაინც მიყვარხარ...შენ ისევ ვერ ხვდები...
 


03.03.2011

 სუსტი არისო როცა ამბობენ ქალზე!



უცნაურია რად არ იცინის ღმერთი,



ათასი კაცის ღონეს დასჯაბნის ზოგჯერ,



იმ ერთი ქალის სისტი ღიმილი ერთი,

რა მოხდა თუკი დაღლილი ფიქრით,

წვიმის ცხელ ორ წვეთს ჩამოვაყოლებთ ტკივილს

ვითომ და ძლიერი მამაკაცებიც ხშირად

ნატრობენ მაგრამ ვერ ახერხებენ ტირილს!



ქალი, ქალი მზისაგან და სათნოებისაგან



გაუჩენია უ ფ ა ლ ს!

ქალს სხვანაირად ენატრება და უყვარს,



ვერ შეედრება ქვეყნად ვერც ერთი ძალა,



ქალში გაჩენილ ახალ უმანკო სუნთქვას!

რა არის უფრო დიდი გმირობა ქვეყნად



დ ე დ ო ბ ა



დედობა ჯილდოდ უბოძებია


შენი მონატრება მთრგუნავს და მატირებს,
შენი ალერსი მაცინებს,მაგიჟებს.
შენი სულის სითბო სიხარულს მანიჭებს,
შენი მოფერება კვლავ ლაღად მაღიმებს....

შენ დამიბრუნე სიცოცხლის სურვილი,
ნუ მიწყენ თუკი გპასუხობ დუმილით,
ბედნიერებას მე შენგან მოველი,
რომ გხედავ ირგვლივ ბრწყინდება ყოველი.

როცა მეხები ვტირი და მაღელვებ
და რომ გაგექცე გული არ მანებებს,
შენს გვერდით ჩავიდენ ყოველგვარ სიგიჯჟეს
და თუ დაგტოვებ ეს გული იტირებს...

ვიცი რომ გიყვარვარ და ეს მგვრის სიმშვიდეს,
გპირდები ჩემს გვერდით მუდმივად იცინებ,
გპირდები გაჩუქებ ზღვასავით სიყვარულს,
ყოველ წუთს,ყოველ წამს გავიყოფთ სიხარულს.
 


15.02.2011

 ამ სიჩუმეში როგორ დაგტოვო,

ამ სიბნელეში მარტოს რა გინდა?

დამივიწყეთქო,ეს კი არ მთხოვო,

შემიყვარეთქო, მთხოვე თავიდან!


თვალს არ მიტკბობდე შენი სიმშვენით

ქვეყნად ისე რა გამაძლებინებს?!

თუ გაგახსენდი (ჩემებრ ვინ გელის?),

თუ მოგენატრო,გამაგებინე!


გხედავ სიზმარში,თვალს თუ დავხუჭავ,

მერე სიცხადეს ვწყევლი შემზარავს,

აქ უნდა მყავდე ახლა, ამ წუთას,

სამართალი რომ ჰქონდეს ქვეყანას.


ვერ დაგეხსნები ისე ვერასდროს,

ფიქრით რომ მაინც გვერდით არ მყავდე,

გულმა ნატვრად არ აგაკელაპტროს,

როგორც ყოველთვის,როგორც აქამდე.


ვერ დაგივიწყებ,თუნდაც ვეცადო,

თუნდაც მზე მთვარეს შეხვდეს ცის პირას!

სანამ ვარსებობ,მე შენ მიყვარხარ,

სანამ მიყვარხარ, სულიც მიბრწყინავს.


და თუ ღმერთი გწამს, ბედმა ამ ბოლოს

მე მარტოობას რომ შემარიგა,

დამივიწყეთქო, ის კი არ მთხოვო,…


06.02.2011

 ქალი სიცოცხლე და გაზაფხული,
ქალი ოცნება და სევდა,
ქალი უჩვეულო ჩურჩულია,
ჩუმი მიხეტება ღმერთთან.
ქალი ნატვრა არის ახდენილი,
ზოგჯერ ცოდვის გუბე კერპთა,
ქალი მარტოსული, უკარება,
უპეს ჩამომსკდარი ცრემლად.
ქალი ავგაროზად მოვლენილი,
ნაზი შეხამება ფერთა,
ქალი მშვენებაა უცნაური,
ცას გამოკიდებული ქვეყნად.
ქალი სიფრიფანა სუსტი მხრებით,
ხანაც გიჟმაჟი და ქორფა,
ქალი სიყვარულის ანგელოზი....
ქალი?! ქალია და მორჩა!!!


31.01.2011

 სევდის ტბაში დაცურავდა მწუხარების გედი,
ნაღვლიანი მზერა ჰქონდა დარდიანი ბედი,
ტბა ბურუსით მოცულიყო გედის გული ნისლით,
ვერც სიღრმეში მშვიდდებოდა,ვერც ნაპირზე მისვლით,
ჩანდა გზები მოფენილი, ეკლითა და ვარდით,
გედმა ეკლის გზა არჩია, არ გათელა ვარდი,
და ამ გზაზე ეკალივით ესობოდა დარდი
საკვირველი იყო გედი როცა ამდენს ძლებდა,
იმ გედს ერქვა სიყვარული და გზას დაეძებდა.


27.01.2011

 ცხოვრება რაა?
ხან ნატვრაა, ხან გაოცება,-
საქმეებისთვის ვეღარ ვიცლით
ფიქრის მონები.
გუშინდელი დღე-
ხვალინდელზე იყო ოცნება,
ხვალ კი ვიცხოვრებთ
დღევანდელი დღის მოგონებით..


27.01.2011

 მდინარის ფსკერზე თეთრი ქვა ეგდო,
შორიდან იგი მოჩანდა ლოდად.
რომ ამოვიღეთ გავოცდით ერთობ,
შეხედულება პატარის ქონდა:
პატარა იყო და მძიმე იყო,
და არა დიდი და არა მჩატე...
ვზივარ ნაპირზე და ჩემთვის ვფიქრობ
ამ ქვის ამბავი მახსენებს რამდენს,
ასე რად არი დედაბუნებავ,
რასაც კი ვწვდებით, გვიკარგავს იმედს
და ხელთა გვრჩება როგორც ცდუნება,
რაღაც პატარა და რაღაც მძიმე.


22.01.2011

  დაკარგულ სიყვარულს ნუ დაელოდები,
ნუ დაღვრი უაზროდ ცრემლს,
გაქცეულ მეგობარს ნუ გაეკიდები
ტყუილად დაიღლი ნერვს....
რასაც ვერ მიწვდები, პოტინს ნუ დაუწყებ,
თორემ გაიღიმებს ღმერთი...
თუკი გიწერია მისი დაბრუნება,
თვითონ დაგიბრუნებს ღმერთი....
შენი სიყვარული ისევ შენთან მოვა,
ბოლომდე იქნება შენი....
ოღონდ ერთი გწამდეს, ცხოვრების დიდ გზაზე
იწამე უფალი ღმერთი !!!


Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut