Właściciel bloga: kobale

kobale
36, Tbilisi, Gruzja


.
ვერ გრძნობ დროს, საათს, დღეს …

გეუბნებიან ადექი რამდენი ხანია ზიხარ, შენ კი პასუხობ -კარგი რა, ეხლა არ დავჯექი?!


komputeri-534.gif



9a936b29a632.jpg


არასოდეს დაგწყდეს გული თუ უვიცმა და შეუგნებელმა ადამიანმა გაწყენინა. არ ინაღვლო იმაზე თუ შენ მას საკადრისი პასუხი არ გაეცი. პირიქით უნდა გიხაროდეს, რომ მან შენი კომფორტის ზონიდან გამოყვანა ვერ მოახერხა. შენ სხვა ხარ! სხვანაირი ხარ! სხვაგვარად ფიქრობ, აზროვნებ და სწორედ ამით სჯობიხარ მას, ეს არის შენი კოზირი. ნუ დახარჯავ თუნდაც წუთს ვიღაცისთვის იმის მტკიცებაში და ახსნაში, რასაც მისი გონება ვერასდროს ჩაწვდება….


სიყვარულმა დაურეკა სევდას, უფულობას აგინებდა დედას!

სევდა იწვა, აბოლებდა მწვანეს, საუბარს ასმენინებდა ღამეს.

მერე ღამეს მთვარე ესტუმრა, როგორც იქნა, მოუტანა ფაქტი,

ღამემ ფაქტი შეახვედრა ყველას, დაივიწყეს ქვეყნად იყო რაც კი…

ერთგულებაც გაიჩითა პონტში, ღალატს ეჯდა ,,რეინჯ როვერ სპორტში”.

იქ მოცვივდნენ კეთილი და ბოროტი, ,,მერსედესით” მოირბინეს გოროდი.


სიყვარულს კი მარტოობა ესტუმრა, სულ ცდილობდა, რაღაც კარგად ეხუმრა…

მთვრალი იყო, უსახო და ნაცემი, არც ნამუსის ქუდი აღარ ეხურა.

სიყვარულში მარტოობა ჩასახლდა, სიყვარულის ოცნებები არ ახდა.

სულ მარტოა, შეაწუხეს ვირთხებმა, ვერც იშორებს, ყველა კატა გაძაღლდა.

სიყვარული სულ აღარ ჰგავს სიყვარულს. აი, საწყალს რა ამბავი გადახდა?!


ადამიანი, რომელიც ცხოვრებაში არაფერს წარმოადგენს, ცდილობს ეს დანაკლისი რაიმეთი მაინც შეივსოს. რეგისრტირდება სოციალურ ქსელში და მონიტორს მიღმა თავი ყოვლისშემძლე ჰგონია.
ეს ეგრეთ წოდებული ,,კლავიატურისტები" ყოველგვარ სიბილწეს კადრულობენ, რაზეც რეალურად უოცნებიათ და ვერ განახორციელეს. ზოგი ქალის სახელით რეგისტრირდება, ზოგი კაცის, ზოგიც კიდევ ქათმის(!)

45bf731aef8e.jpg


დამიწერეთ რა 10-იანები :((( მაჩუქეთ საჩუქრები, Por favor.....



03.02.2015

***
ეკლესიიდან ყრუდ გამომავალ მღვდლის ქადაგებას
"მოითხოვეთ და მოგეცემათ-ს" კიდევ უფრო ახშობდა
ღობესთან მდგარი ბრმა ბიჭის სიმღერა:
"მე მინდა გიყურო მაგ ლამაზ თვალებში".



c1520a613294.jpg


07.10.2015

"ამბობ ძველებურად არის ყველაფერიო,

მე კი, ძველებურად როგორ იყო, ისიც დამავიწყდა"...



იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყვნენ თანამედროვე ბავშვები, რომლებმაც ტექნოლოგიების გამო ზღაპრები საერთოდ გადაივიწყეს…



I თავი

პისტოლეტი აიღო, საფეთქელზე მიიდო, თვალები დახუჭა და სასხლეტს თითი გამოკრა.

II თავი

დაასტატუსა „წავალ, თავს მოვიკლავ და მოვალო“. ასეც მოიქცა.

III თავი

თავი კარადის ქვეშ შეყო და ოთხივე ფეხი მოახერხა.

IV თავი

მატარებელმა ისე გადაუარა კისერზე, არავის არაფერი უგრძვნია.

V თავი

სახურავიდან აგური ჩამოაგდო, თვითონ მოკლე გზით წამოვიდა, დაბლა დახვდა და თავი შეუშვირა.

VI თავი

ბანკიდან დიდი კრედიტი გამოიტანა.

VII თავი

თავი ლომის ხახაში შეყო, ცხვირში შეუღიტინა და “სტო ტიშის” თქმაც ვეღარ მოასწრო.

VIII თავი

მერვე თავი.

IX თავი

საბოლოოდ დაფიქრდა, მერე ფეისბუქი გააუქმა – „არ მაქვს ამათი კოცნისსმაილიანი გლოვის თავიო“ – ათას ერთივე საძილე აბი ერთდროულად გადაყლაპა,…


7c1400fdc8dc.jpg


Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut