Właściciel bloga: kobale

kobale
36, Tbilisi, Gruzja

teensbooks.jpg


26.05.2013

გახსოვდეს,

წუთისოფელი

ასე ყოფილა ნიადამ:

_ იზომვის

სახელ_სირცხვილით,

სიკვდილ_სიცოცხლით კი არა...


5d526acb2936.jpg


მე თუ არა ვთქვი,
შენ თუ არა თქვი,
არა თქვა იმან,
ან ვართ ყრუები,ბატონებო,
ან კიდევ გვძინავს...
ეს რომ ასეა,
ამიტომ გვაქვს თავში საცემი,
სამშობლო-ცნება
რომ გვგონია მზა ტანსაცმელი,
ვისაც სად გვინდა,
როგორც გვინდა,ისე მოვირგოთ,
მტერს ნურა კარგი,
თუ ამ ყოფით რამე მოვიგოთ.
ახლა ხომ მიხვდით,რაც მოგვწია,
რაც ქნა სიყრუემ,
ვით არშემდგარ ერს
არშემდგარი ერი გვიყურებს.
რა ლოდს ვახალო,სად წავიღო
თავი საწყალი,
ყველა სულელი მე მარიგებს,

ჭკუას მასწავლის...

2efeee9c0223.jpg


- მწამს ღმერთი და ვაღიარებ ათ მცნებას

- ვარ საქართველოს შვილი; ვიცავ სამშობლოს და ვემსახურები ღვთის საქმეს.

-პატივს მივაგებ ჩვენს დიდ წინაპრებს და ვლოცულობ მათთვის.

-ვაღიარებ, რომ მტკიცე და მრავალშვილიანი ოჯახი არის ერისა და ქვეყნის სიძლიერის საფუძველი.

-აღვზრდი ჩემს შვილებს სულიერი, ეროვნული და ზნეობრივი ღირებულებების დამცველებად.

-ვიშრომებ და ვიღვაწებ ერთიანი, ძლიერი ქართული სახელმწიფოსათვის.

-ღვთის მადლით, მჯერა ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ბედნიერი მომავლისა.

8aed8c708a1f.jpg


“ადამიანი შესაქმის ყველაზე დიდი და გამოუცნობი საიდუმლოა. თითოეული პიროვნების სულიერ სამყაროში ორი მიმართლება უპირისპირდება ერთმანეთს; მასშია მსგავსება ღვთისა და ცოდვით დაცემული ბუნება კაცისა, მასშია სიმაღლე და სიმდაბლე, თავისუფლება და მონობა, ძალა დიდი სიყვარულისა, თავდადებისა და ასევე მდაბალი გრძნობა უნაპირო ეგოიზმისა და დიდი სისასტიკისა; მასშია აღდგომისა და ამაღლების უნარი და დაცემისა და ყოველივეს განადგურების შესაძლებლობა. არჩევანის უფლება ღმერთმა ჩვენ მოგვანიჭა. ჩვენზეა დამოკიდებული, რომელ გზას გავყვებით.”

9f979b28119a.jpg


26.06.2017

_ რა განსხვავებაა ორ სიტყვას შორის ,,მომწონს” და ,,მიყვარს”

_ როცა თქვენ მოგწონთ ყვავილი, თქვენ მას წყეტთ. ხოლო როცა თქვენ გიყვართ ყვავილი_ თავს ევლებით მას და უვლით.


57e254880772.jpg



მე შენ არასდროს არ მინახიხარ,
სადღაც ოცნებებში გხედავდი,
ჩვენსში გამარჯობაც არ ტქმულა...
და არც არასოდეს ნახვამდის...
მე შენ არასოდეს არ მინახიხარ,
თვალებს დავხუცჭავდი, გხედავდი...
ლამაზ ფრესკებიდან ჩამომყავდი...
და ჩემს ანგელოზად გხატავდი...


აუ მარტლა რა დზაAან ლამაზი და კაი... ხარ რა!




გაგზავნილი20.02.2017 - 20:40
წაკითხული26.06.2017 - 17:56



შენ ქალაქში ხარ, მე მთაში,
როგორ აგიხსნა, რა ხდება,
მანდ ოცნებები კვდება და
აქ ასე ვფიქრობთ,-ახდება.

მე თბილად ვზივარ, ღუმელთან,
შენ ალბათ თბები, „კარმებით“,
მუხლამდე ჩექმა გაცვია,
აქ კი დავდივართ „ქალბნებით“.

მე ლამპის შუქზე ჩავფიქრდი,
შენ ალბათ, ჭაღი გინათებს,
გარეთ ცის მადლით გავდივართ
მანდ ლამპიონი ინათებს.

მე ფურცელს ვჯღაბნი რითმებით,
ვცდილობ ავაწყო ტაეპი,
შენ ალბათ „ლეპტოპს“ უზიხარ,
თან “facebook”-ზე გაები.



05.05.2013


535128bb302e.jpg


წვიმა მოსულა, სინანულის ცრემლივით სუფთა,
და ჩაჰკრობია ატმის ყვავილებს,
სველი ქუჩების ლაბირინთებში,
აქ ყველაფერი შენზე ჩურჩულებს....

3512b5d226e9.jpg


Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut