Właściciel bloga: lela041

lela041
42, Barcelona, Hiszpania

06.01.2012

შენი მზის სხივები მენატრება მთაზე ასხლეტილი,
წვიმა მენატრება ბალახებზე მძივად დაწყვეტილი,
ღამე მენატრება მთაწმინდიდან თეთრად ნათენები,
მიწა მენატრება , საკოცნელი, ნამით ნაფერები,
წყარო უკვდავებად მონადენი, პეშვით დალეული,
ვიწრო ბილიკები და ნისლები ცრემლში არეული.
შენ მენატრები ჩასასუნთქად, რხევით მავალო,,
მწუხრის ნიავო, მზის სხივებზე გარდამავალო.
შენ, ცის სურვილო, წვეთო წვიმისა,
მომნატრებია გათენება შენი დილისა.....,


06.01.2012

საქართველოსთვის ავწიე თასი,

თასს ოპიზარის ხელი აჩნია,

საქართველოზე უფრო ძვირფასი, მე არაფერი არ გამაჩნია.

ის არის ჩემი ავლადიდება, ასჯერ დამწვარი, ასჯერ ნადაგი

თავდაუხრელი დროშის დიდება, სულის სიტკბო და გულის ბადაგი.

არ ვჩივი, რაც მაქვს, მქონდეს ჩემს ბედად, ალალი გული ცუდი რით არი,

საქართველოა-- ჩემთვის, ვით დედა, სათაყვანო და დასაფიცარი...(L)


06.01.2012

თითქოს თმებში დამათოვა უცებ,
ნაოჭებმაც დამიღარეს სახე,
ჰემს ოჯახთან განშორების გამო,
saberdnetshi ბევრი ტანჯვა ვნახე.
დამავიწყდა სიყვარულის განცდა,
გულს დამედო უმდიმესი ლოდი,
მენათრებით როც ეს სიტყვა დამცდა,
თვალებიდან ცრემლი ღვარად მომდის.
ჩავიკეტე უცხოეთში მარტო,
მე არ მესმის მათი უცხო ენა,
დღე და ღამე მხოლოდ ამას ვნატრობ,
ფაივიწყეთ,ყველამ ძველი წყენა.
მოიგონეთ ჩემში მხოლოდ კარგი,
დათესილი უამრავი ყველგან,
გევედრებით გამიქარვეთ დარდი
შემიცოდეთ მოცვეთილი თქვენგან,
ბევრს არ ვითხოვ მხოლოდ ამას გეთქვით,
თელეფონით გამაგონეთ ზარი
და სკაიპით თუნდაც ერთი სიტყვით,
მომიგონეთ ე მ ი გ რ ა ნ ტ ი ქ ა ლ ი....


ნუგეში ღვთისა
ღმერთი ჩვენს გვერდითაა და ხედავს თავისი შვილების ტანჯვას. როგორ ფიქრობ, სახიერ მამას შვილის ტანჯვის ხილვა სურს? - ღმერთი იმახსოვრებს მის ტკივილს, გოდებას და შემდგომში საზღაურს მიაგებს. მხოლოდ უფალს ძალუძს მწუხარების ჟამს ჭეშმარიტი ნუგეშისცემა. ამიტომაც ადამიანები, რომელთაც არ სწამთ საუკუნო ცხოვრება, არ სწამთ ღმერთი, არ ითხოვენ წყალობას განსაცდელებით დაქანცული სულისთვის, სასოწარკვეთილნი არიან. ასეთი კაცისთვის ცხოვრებას აზრი აღარ აქვს. ის მუდამ უნუგეშოდ დარჩება, დააუძლურებს და გასტანჯავს წუთისოფელი. მისი სული იმქვეყნადაც საუკუნოდ დაისჯება.

სულიერი ადამიანისთვის კი არ არსებობს საკუთარი მწუხარება, ვინაიდან ყველა განსაცდელს დაითმენს, გადალახავს. ასეთნი სხვათა ტკივილებს, მწუხარების სიმწარეს აგროვებენ და ღვთის დიდ სიყვარულსაც მოიკრებენ.

სულიერი თვალსაზრისით, განსაცდელისას მწუხარება არ არსებობს, რადგან თუ…


23.05.2012

შეგონებანი


05.05.2012

ლოცვაზე დიდებული არაფერია, ლოცვა აძლევს ადამიანს ყველაფრის უნარს, ლოცვით საზრდოობს ყველა სათნოება.ადამიანი იწყებ ღმერთთან ურთიერთობას, ლოცულობ და გრძნობ, როგორ უყვარხარ ღმერთს, რა ძვირფასი ხარ მისთვის, ხვდები, რომ ასეთი სიყვარული შენს გარშემო არავის შეუძლია.ლოცვით გიყვარდება ღმერთი და ეს სიყვარული ყველაფერს გაკეთებინებს და აღარ გიჩნდება კითხვა რატომ?ეს რატომ არის ცოდვა? შენ უკვე თავად გრძნობ რა მოსწონს შენს საყვარელ უფალს და რა არა და უფალთან სიახლოვით შენთვისაც მიუღებელი ხდება ცოდვა.


http://youtu.be/TKimXWO1woY


10.04.2012

სხვის ქვეყანაში გადარგულ ხეს...ფესვები მტკივა,

ჩემი მიწიდან ამოგლეჯილს, სხვა ვერ მახარებს,

ისე უცხო ვარ...ვერ მოვირგე ამათ კანონი,

ფესვებ გადაჭრილს, ქარი თავის ნებას მატარებს!

ეს სიზმარია...სულ მგონია გამოვიღვიძებ,

ვით ბავშვობაში, ფეხშიშველი შევხვდები დილას,

ქართულმა მიწამ ჩაასახლა ჩემში პოეტი,

და ჩემი სული...ვეღარ იღებს უკვე სხვის მიწას!

ჩემი სამშობლოს უბედობა აქ უფრო მტკივა,

იქ დარჩენილი...ფესვებია სულ, რომ მეძახის,

"მე დაბრუნდები!"–ვიმეორებ ასჯერ, ათასჯერ...

ძალა არაა მოერიოს სამშობლოს ძახილს!

ქართველ ემიგრანტს, სხვანაირი ნოსტალგია აქვს,

სამშობლო სტკივა, ისე როგორც გული ავადმყოფს,

თვალებითა ვცნობ ჩემიანებს, ერთი სევდა გვაქვს,

ვერსად იპოვნით, სხვაგან ქართველს მართლა კარგადმყოფს!

ამოგლეჯილი ხე ვარ...ჩემი ქართულ მიწიდან,

იმ მიწით გაზრდილს, სხვისი მიწა ვერ გადამარჩენს,

მოურჩენელი…


გადავიხვეწეთ უცხოეთში შენცა და მეცა,
მოგვნატრებია საქართველოს ნაჯიჯგნი მიწა,
ხელისმოჩრდილვით გამოგვყურებს მამულის ზეცა
და უხილავი ანგელოზი გვახლავს და გვიცავს.

მამადავითზე გაწოლილა ნისლი დევივით,
წითელ კრამიტებს მოხდენია მორცხვი იერი,
ასე მგონია, ხვალ სიონში ისევ შევივლი
და გამაბრუებს სურნელება სანთლისმიერი.

გადავიხვეწეთ უცხოეთში შენცა და მეცა,
აქ სხვა დილაა,სულ სხვა ბინდი,სულ სხვა ოცნება,
თვალცრემლიანი გამოგვყურებს თბილისის ზეცა
და როგორ მინდა დავუჩოქო ამ საოცრება


10.04.2012

იციი რას ნიშნავს შენი სამშობლო
გენატრებოდეს ცხადში სიზმარში?
დააბიჯებდე უცხო მიწაზე,
იკარგებოდე ლაბირინთებში.
ეძებდე ირგვლივ თუნდაც ერთ კუნჭულს,
რაც ემსგავსება ნანატრ სამოთხეს,
ვერ პოულობდე,გული გტკიოდეს
და სულში ცრემლი ღვარად გდიოდეს.
ვაი დედაო!-აღმოგხდეს ოხვრა
შენი ტკივილი არვის ესმოდეს,
ცას მიაბჯინო მაშინ შენ მზერა
ევედრებოდე მაღლა უფალ ღმერთს:
ამ მონატრებას მე ვეღარ ვუძლებ,
უფალო ხელი გამომიწოდე,
უცხო მიწისთვის ნუ გამიმეტებ,
ჩემი მამულის მიწა მაღირსე!


Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut