Właściciel bloga: lela041

lela041
42, Barcelona, Hiszpania

08.01.2012

შენ სადაც გძინავს იმ ოთახის ჰაერი მინდა . . .
გვერდით გეჯდე და მძინარეს გიცქერდე მინდა . . .
შენი თვალების სითბო და ეშხი მათბობდეს მინდა . . .
როდესაც მთვარე სადარაჯოდ ამოვა ცაზე,მე მოფერება მინდა . . .
შენი ხელების სიძლიერე მათბობდეს მიბდა . . .
შენი ტუჩების სიწითლეს ვირეკლავდე მინდა . . .
მე შენი გრძნობის დამორჩილება მინდა . . .
მე შენთან ერთად მთელი ცხოვრება მინდა . . .
მე შენთან ერთად დედამიწის შემოვლა მინდა . . .
მე შენთან ერთად დაბერება და ლამაზი სიკვდილი მინდა . . .
მე შენთან ერთად მთვარეზე ჯდომა და მზის ამოსვლა მინდა . . .
მე მხოლოდ შენი თვალებით ნათქვამი სიტყვები…


მე მთა ვარ უშენოდ უირემო,
გორის სალოცავი უზარებო,
გამომშვიდობება უიმედო,
სახლი–უმეზობლო, უკარებო.

უშენოდ ციხე ვარ მილეწილი,
ქვეყანა უსოფლო, უქალაქო,
ბარათი უმიზნოდ მიწერილი,
მდინარე უტბორო, უკალმახო.

უშენოდ ტურა ვარ მარტოხელა,
ატამი–ჭიისგან გამოხრული,
ობოლი არწივის გამოხედვა,
აფიშა–ჯუნგლებში გამოკრული.

უშენოდ დროშა ვარ დაშვებული,
მხრებზე დაფენილი თმა–ჭაღარით,
ცხვარი–მგლის ხროვაში გაშვებული,
საქმეჩავარდნილი მაჭანკალი.

უშენოდ ცრემლი ვარ უმარილო,
წყარო–სულ ბოლომდე დაწრეტილი
გამცემის ხუმრობა უადგილო,
სიმი–გიტარაზე აწყვეტილი.

უშენოდ ღამე ვარ–უძინარი,
ხევში დაკარგული უხმო–ექო,
დარდით ავსილი და უცინარი
უშენოდ ლექსი ვარ–უპოეტო


კათოლოკოს-პატრიარქი

საქართველოს ლოცავს,
საქართველოს გარეთ მცხოვრებ ქართველებზე მოთქვამს:

მათ ხომ დედა საქართველო
ენატრებათ გულით
და თან დააქვთ ჩვენი მხარის
დიდი სიყვარული.
ღმერთს შევთხოვ, რომ სამშობლოში
დააბრუნოს ყველა,
შეძლებოდეთ გამრავლება,
ერთმანეთის შველა.
მჯერა გაერთიანდება
საქართველო მალე,
კვლავ დაგვლოცავს ღვთისმშობელის
მომღიმარი სახე!!
shobas gilocavt


ბევრი ცრემლი დასდენიათ ქართველ დედებს,

ცრემლი ჩვენთვის გასაკვირი როდია.

სიყვარული უსაშველო ვიცით,მაგრამ

სიძულვილიც უსაშველო გვცოდნია.


თუ დაგვჭირდა ძველებურად გავმგელდებით,

ქართულ დროშას ვარსკვლავებში ავიტანთ,

სიკვდილშიაც ლამაზი ვართ ქართველები,

სილამაზეს საფლავებშიც ჩავიტანთ.


ქართლის გულო,ნეტა როდის გამრთელდები,

მომხვდურებმა ასე როგორ გაგთელეს?

ღმერთსაც უყვარს დალოცვილი ქართველები

და ეს მიწაც ღმერთმა მოგვცა ქართველებს.


გაზაფხულზე ვაზის სულში ავფეთქდები,

ჩემი სული შენს სულს ჩახუტებია.

არასოდეს ბერდებიან ქართველები,

ქართველები ჭაბუკებად კვდებიან


08.01.2012

კვამლთან ერთად ჩასუნთქული ლექსი,
გრძნობებისგან გაგუდული სევდა,
სიკეთის და სიყვარულის ღმერთი,
რითმების და ოცნებების მტვერთან!
გულის სიმებს მოწყვეტილი ბგერა,
შეპარული ერთმანეთის ხმაში.
ლექსის ძალით შემოსული რწმენა,
დროის რაღაც უსასრულო წამში!
ამ საღამოს არ გასული წუთით...
ერთმანეთის მონატრება სურდა,
კედლებს ისე გაეჟღენთა ლექსი,
რომ სიტყვები, უმეტყველოდ დუმდა.....

14:52

ყელზე მძივი - ფერად-ფერად ქვებით,
ბიბილოზე კონწიალა ასხმა...
გიყურებ და ღიმილამდე ვთბები,
გარეთ კიდევ წვიმა იქცა თავსხმად!
მოხატული გვირილებით კაბა,
გულისპირის ვნებიანი სიღრმე...
ვით ბახუსი უკვე აშლილ ტაბლას
უშენობა ზუსტად ისე მიღრენს.
მხრების თავზე მზე დატოვებს ნაწერს
წითელ ლაქად და მაცდური მზერით
როგორც შარშან, ალბათ ისე ამ წელს
გელოდი და ისევ ისე გელი.
ყელზე…


დაბრუნდით ქართველებო!
საქართველო დედაღვთისმშობლის კურთხეულია,
უფალმა ქართველ ერს დაუთმო თავის წალკოტი,
სხვაგან სად არის მონატრება ისე ძლიერი,
როგორც სამშობლო, საქართველო, ღვთისგან ნაბოძი.
ქართული გულით გადაშლილი სითბო სად არის,
ვის მიაქვს მიწა სამშობლოდან გულში ჩაკრული,
ქართული ხმათა შეძახილი, ცეკვა-თამაში,
აქ არის წმინდა სიყვარული ქართულ მამულში.
დრო იყო როცა ტყვედ წასული ბევრი ქართველი,
ცვიოდნენ ზღვაში საწამლავით თავებს იკლავდნენ,
ტყვედ წაყვანილნი თავისუფალ დროს რომ ჰპოვებდნენ,
ერთხელ ნაბოძებ სიცოცხლესაც გმირად სწირავდნენ.
შორს ტრამალებში, აქეთ-იქეთ გადაფანტულებს,
ფიქრებში წასულთ, ძილ-ღვიძილში ჩაესმით ეს ხმა,
გაფითრებული წამოხტება შორს მყოფი დარდით,
ცრემლით დანამულს: - ჩამოდი დედა!
ვერ დაიბრუნებ ვერ აღიდგენ იმ დანაკარგ დროს,
დედა, რომელმაც პაწაწინა ჩვილი დატოვა,
გაჭირვებისგან გადიხვეწა ლუკმა-პურისთვის
და ყოველ წამში თავის შვილის ნახვას ნატრობდა.
მე მუხლ მოყრილი ვევედრები უფალს სანთელთან,
ბევრი დუხჭირი ომთა-ბრძოლა გადავიტანეთ,
დაბრუნდით ყველა სამშობლოში ქართველო…


მე ვარ მდინარე მთიდან მომსკდარი,
მკერდზე მაყრია ვნების ლოდები,
თუკი ვერ გნახავ ჭალის პირებზე,
ზღვას შევერთვები ჩუმი გოდებით.

მოდი ჩააწან თმები ტირიფებს,
წვივები ტალღებს შემოაგებე,
თბილ ტერფებს ვნებით გადავაკვდები
გავწუწავ კოცნით შენს ტკბილ ბაგეებს.

მოდი, მკლავები ჩამხვიე ტალღებს,
სიყვარულისკენ გავინაპიროთ,
ციდან კურთხევად წამოსულ წვიმის
პეშვებით გაფრქვევ მზიურ საფირონს.

მე ვარ მდინარე, შენზე ოცნების,
ქუჩებში ვნება დამაქვს ზმორებით,
შენს სახელს ვხატავ კედლებზე, ქვებზე
ცისარტყელების ფერად ზოლებით.

ამ გაზაფხულზე თუ ვერ გავუძელ
შემომატებულ ტრფობის ნიაღვრებს,
ვერ დამიკავებ თმენის ჯებირით
და სიყვარულის ტალღით მიგანგრევ.

შენ უნდა გახდე ჩემი ქალთევზა,
ტალღებად გრძნობდე ჩემს გულისცემას...
ახლაც მდინარის ნაპირთან გელი
და მოლოდინში ვძერწავ ამ სცენარს


იცი როგორი სიმშვიდე მენატრება?
ბავშვობაში,ჩემს გაოცებას თოვლის ფანტელების
სიმრავლით გამოწვეულს
რომ შევაგებე მზერა და მითხარი:
„ნუ გეშინია,მიწა დაიტევსო...
მას შემდეგ მიწამ იმდენი რამ დაიტია
მეშინია გაოცება არ მომიკვდეს.

იცი,სიკვდილზე ფიქრი გადავაფიქრებინე მამას
ვუთხარი _შენს მერე ჩემი რიგიათქო და ნუ ჩამაყენებ ამ რიგში მამა.
დამიჯერა და დამყვა.

ჰოდა გაიხადე შენი სხეული და ჩამაცვი
ჩემი რამეების სიზმრებს გაგიმხელ
სხვა ცხოვრებაშიც მოვდივარ ქალად
და ვაცენ შვილებს ჩემ გაგრძელებებს
რომ არ დავმტავრდე და დავასახლო მტელი სოფელი

გაიხადე და ჩამაცვი შენი სხეული,
თორე ახლა ის უხერხული ღიმილი
მე მეყინება ტუჩებზე სიჩუმედ და
ჩემი სიზმრების შვილებისთვის არ მაქვს პასუხი:
დეე,ძნელია დედობა?


08.01.2012

ადამიანი ვარ...რთული და მარტივი...
სულ ცოტა მტკივა და სულ ცოტა მახარებს,
ზოგჯერ ბედისწერა იჭრება კარტივით,
ეკლიან ბილიკზე ფეხშიშველს მატარებს.
ადამიანი ვარ...სუსტი და ძლიერი,
ცხოვრებამ მასწავლა ყველაფრის ატანა,
ჩემს სულში ხანდახან კეთილი იმარჯვებს
ხანდახან ბოროტს სურს თავისის გატანა.
ადამიანი ვარ...მე არც ერთს არ ვგავარ
ვერც ანგელოზს ვთმობ და ვერც ეშმაკს ვერევი,
ჩემს სულში ხანდახან ხარხარებს სატანა,
ხანდახან ანგელოზს ჩამოსდის ცრემლები.
ზოგჯერ არაფერი მაღელვებს ამ ქვეყნად,
ზოგჯერ სხვისი დარდით თვალცრემლიანი ვარ
ეშმაკს და ანგელოზს თავისი ადგილი აქვს...
ჩემს სულში რადგანაც ადამიანი ვარ...


08.01.2012

შენი თვალთა სხივი ზეცას დაიმონებს,

კაცსაც დააჩოქებს შენით გატაცებულს...

შენი გამოხედვა თერგსაც დააოკებს,

გულსაც დაამშვიდებს ფეთქვით აჩქარებულს....

შენი სიყვარული მზესაც დააბნელებს,

ზღვასაც დაამშვიდებს ღელვით აქაფებულს......

ხედავ ლურჯი ზეცა როგორ მოღრუბლულა?

კაციც დაჩოქილა გრძნობით ანთებული,

თერგიც მოღუშულა შენი გამოხედვით,

გულიც აღარ ფეთქავს უკვე გატანჯული...

მზემაც დაგვაბნელა შუქით ანთებულნი

და ზღვაც მშვიდადაა ისევ განაბული(K)


Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut