Właściciel bloga: lela041

lela041
42, Barcelona, Hiszpania

15.03.2012


1.ერთად ვსუნთქავთ... და ერთად ვართ.. ერთი გული გვაქვს..რასაც კი არ ვიყოფთ..ვაერთიანებთ... ♥
2.♥-მე თქვენთან ერთად მთელი ცხოვრება მინდა, მე თქვენთან ერთად დედამიწის შემოვლა მინდა........!!!
3.მე თქვენს ”დონეზე” არასდროს არ ვეცემი...მე ჩემი ”სიმაღლე” მაქვს სადამდეც თქვენ ვერასოდეს ვერ მოხვალთ....
4.იქ, სადაც უყვართ, არ იღვრება ტყუილად ცრემლი, იქ, სადაც უყვართ არ იმსხვრევა ტყუილად ჭიქა, იქ, სადაც უყვართ მდინარენი ერთმანეთს ერთვის, იქ, სადაც უყვართ მუსიკის ხმა იღვრება ციდან... და როგორ მინდა მეც იქ ვიყო, იქ, სადაც უყვართ....!
5. ჩამიხუტე , მითხარი, რომ ვერ მელევი და არასდროს მომინდება შენგან გაქცევა ♥...
6.გთხოვ ! გიყვარდე... და ამ სურვილით მთელ სამყაროს ვუდგები ჯიბრში !
7.ვთამაშობ ზე-სულელს უკვე მერამდენედ,
ყველა შეგონებას ვაცხადებ…


15.03.2012

1. ხალხმა ისწავლა ცურვა, როგორც თევზი; ფრენა, როგორც ფრინველი, მაგრამ მათ არ იციან ცხოვრება, როგორც ადამიანი;

2. ამ ქვეყნად მხოლოდ 2 ტიპის ადამიანია საინტერესო: ერთი - რომელმაც, ცხოვრების შესახებ იცის ყველაფერი და მეორე, რომელმაც არაფერი იცის;

3. მეგობარი არის ადამიანი, რომელმაც შენს შესახებ ყველაფერი იცის, თუმცა მაინც უყვარხარ;

4. ცოლი ქმარს უნდა ეხმარებოდეს პრობლემების გადაჭრაში და არა ახალი პრობლემების შეძენაში;

5. თუ იპოვნი ადამიანს, რომელიც შენთან ისე მოიქცევა, როგორც საკუთარ თავთან მარტო, მაშინ ჩათვალე, რომ ის შენ ჰაერივით გჭირდებათ;

6. მთელ ჩემს ცხოვრებას თან სდევდა მუსიკა. იგი მეხმარებოდა გადამელახა დაბრკოლებები და გამოვეყვანე ცუდი ხასიათიიდან. მუსიკა ჩემი მხსნელია.



ღმერთო მომიტევე ყოველი შეცდომა ღმერთო გამინათე გზა.. მუხლზე დავეცემი მხურვალედ ვილოცებ, თუკი ამაშია ხსნა..! ოღონდ ნუ გამწირავ, ოღონდ ნუ დამტოვებ, ჩემს თავს ნუ დაუთმობ დარდს...! და თუ აკვირდები შენდამი ვედრებით როგორ გამბზარვია ხმაც, თვალიც ვეღარ ტირის, ცრემლი დაშრობია, შენს ხატს ვერ მოუბანს თმას... ღმერთო გადმომხედე... მუხლზე დაცემული, როგორ გევედრები ხსნას


29.02.2012

ჩვენი მეგობრობა,ჩვენი სიყვარული,
ღმერთს ვთხოვ სულ უცვლელი ყოფილიყოს,
ჩვენი მეგობრული სიყვარული,
სხვისთვის მაგალითი ყოფილიყოს,
ჩვენი მხიარული სახეები
არასდროს მწუხრით არ შეცვლილიყოს,
ჩვენი უცოდველი ნაბიჯები,
მუდამ მისაბაძი ყოფილიყოს.
გაჭირვებაში,ლხინში თუ ჭირში,
სულ მუდამ ერთად ვყოფილიყოთ,
ცხოვრების მკაცრი კანონები,
ჩვენი მეგობრობით დაგვეძლიოს,
ღმერთი გვფარავდეს და მუდამ,
მისი მორჩილები ვყოფილიყოთ...


29.02.2012

1. მე შენ მიყვარხარ არა იმიტომ თუ ვინ ხარ შენ, არამედ იმიტომ, ვინ ვარ მე როცა შენ გვერდით ვარ...
2. არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენ ცრემლებს, ხოლო ის ვინც იმსახურებს არასოდეს გატირებს...
3. მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას არ უყვარხარ ისე, როგორც შენ გინდა უყვარდე, არ ნიშნავს იმას, რომ მას მთელი გულით არ უყვარხარ...
4. ნამდვილი მეგობარია ის, ვისაც უჭირავს შენი ხელი და გრძნობს შენ გულს...
5. ყველაზე საშინელი ის მონატრებაა, როცა მის გვერდით ხარ და აცნობიერებ, რომ ის არასოდეს იქნება შენი...


29.02.2012

. მეგობარს ჯერ ტყუილი უთხარი და თუ საიდუმლო შეგინახოს, მაშინ სიმართლეც გაანდე..
2. გული არ გაიტეხო მასზე ვინც ამად არ ღირს. ცრემლი არ წაგცდეს თვალზე. საყვედური არ თქვა მტერზეც კი. არ მოიხედო და არ უთხრა ”დამაკლდები” არც ამაყი იყო. უბრალოდ დააფასე შენი თავი, ისე როგორც იმსახურებ. თორემ თუ საკუთარი თავი დაივიწყე შენც დაგივიწყებენ..
3. -ყველაზე მეტად რა გაოცებთ ადამანში?-ჰკითხეს ღმერთს და მან უპასუხაა.. ”მათ სწყინდებათ ბავშვობა, ისინი ჩქარობენ გაზრდას და შემდეგ ოცნებობენ ბავშვობის დაბრუნებაზეე..”
4. ცუდი მეგობარი შენს აჩრდილს ჰგავს, მზიან ამინდში ვერ გაექცევი, მოღრუბლულ დღეს კი ვერსად იპოვი..


29.02.2012

ერთად ვსუნთქავთ... და ერთად ვართ.. ერთი გული გვაქვს..რასაც კი არ ვიყოფთ..ვაერთიანებთ...
2.-მე თქვენთან ერთად მთელი ცხოვრება მინდა, მე თქვენთან ერთად დედამიწის შემოვლა მინდა.
3.მე თქვენს ”დონეზე” არასდროს არ ვეცემი...მე ჩემი ”სიმაღლე” მაქვს სადამდეც თქვენ ვერასოდეს ვერ მოხვალთ....
4.იქ, სადაც უყვართ, არ იღვრება ტყუილად ცრემლი, იქ, სადაც უყვართ არ იმსხვრევა ტყუილად ჭიქა, იქ, სადაც უყვართ მდინარენი ერთმანეთს ერთვის, იქ, სადაც უყვართ მუსიკის ხმა იღვრება ციდან... და როგორ მინდა მეც იქ ვიყო, იქ, სადაც უყვართ
5. ჩამიხუტე , მითხარი, რომ ვერ მელევი და არასდროს მომინდება შენგან გაქცევა ..


მე ვარ ქართველი სულით, ხორცით, ჩემი გაგებით...
არ ვემონები ქარების ქროლვას თავის წაგების...
ვარ აზვირთება,აფეთქება,ჭექა-ქუხილი,
მე ვარ ქართველი...
არ ვეგუები უცხო ტომთა გაბატონებას!
ვარ აზიელი-ევროპელი-კავკასიელი...
გოლგოთის გზაზე ჯვარით მავალი,
მე ვარ ქართველი!...
და გზაჯვარედინს გადავყურებ ამაყი მზერით,
მე აღმიმართავს დავითიანი მახვილი მჭრელი,
ვარ ქრისტიანი, არმაზისა ფესვებზე ზრდილი,
მე ვარ ქართველი...
სულით და ხორცით, ჩემი გაგებით!...
ხუთჯვარა დროშა მოფრიალე, ლაღად გაშლილი
მე ვარ ქართველი!...

12:57

რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი,
თუ მამულს თავი არ ანაცვალე?
ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს,
მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს.
რომ ვდგავარ ახლა თბილისის კართან,
შენ გეკითხები, ცაო ნათელო,
ამ უხეირო ლექსების გარდა
რას გავუკეთებ მე საქართველოს?!
რომ ვდგავარ ახლა თბილისის კართან,
თქვენ გეუბნებით, ძმებო…



მე ქართველი ვარ და როგორც ყველას

უსაზღვროდ მიყვარს ჩემი ქვეყანა,

კვლავ დამესიზმრა სამშობლოს გზებზე

სულ იები და ვარდი ეყარა...

ისევ მოვყვები საქართველოს გზებს,

არაგვზე თეთრი სქელი ნისლია,

მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ,

უასაქართველოდ არ შემიძლია...

საქართველოა ჩემი საუნჯე,

ჩემი ოცნება, ჩემი ხატება...

მე ქართველი ვარ ქართველთა მოდგმა

და ქართველობა მეამაყება.



08.01.2012

სულ მელანდები და ვერ ვხვდები რა მემართება,
რად ამედევნა აჩრდილივით შენზე ფიქრები...
იქნებ ღიმილი, მწველი მზერა, ხმა მენატრება,
ალბათ მჭირდები, უსაშველოდ, ძლიერ მჭირდები!

ციურ ფერებში დავინახე შენი ხატება,
მსურდა ოცნებით ღრუბლებს ზევით გამოვყოლოდი...
ჩვენს სურვილებში ვერ ვიპოვე რამე მსგავსება
და აქ, მიწაზე უიმედოდ, მაინც გელოდი...

დრო გადიოდა, მე გელოდი, ისევ გელოდი,
დღეთა დინებამ ვერ წაშალა ძველი ფიქრები...
როგორ მინდოდა წუთით მაინც გვერდზე მყოლოდი...
მჭირდები კარგო, ტკივილამდე, ძლიერ მჭირდები


← poprzednia 1 2 3 4 5 ... 10 następna
Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut