Właściciel bloga: Qetushkebi5

Qetushkebi5
34, Tbilisi, Gruzja

23.01.2013

როცა გულის ნაცვლად დიდი ქვის ლოდია

და სუყველაფერი თითქმის იოლია

როცა დარწმუნდები მწარედ გაtყუებენ

მაშინ გაუჩნდება ბედსაც ირონია.

როცა დაგროვილი ბოღმა მოგაწვება

ნერვებზე თამაში ამ დროს იოლია

და ცრუ იმედები ესეც რომ გაქრება

მაშინ გაუჩნდება ბედსაც ირონია.

როცა ქვეყანაზე არავინ არ გიყვარს

მაშინ ეს ცხოვრება სულ მთლად იოლია

და თუ სიყვარულს ფეხქვეშ გითელავენ

სწორედ ამას ქვია ბედის ირონია...


08.11.2012

არ დაიჯერო, მიგატოვე, ღმერთია მოწმე

სულ ფიქრით ვთელე უშენობის მკრთალი მირაჟი

წუხელ სიზმარში სანატრელი თვალები ვკოცნე

მომენატრე და შეგაწუხე წუხელ სიზმარში.

არ დაიჯერო განშორება გამიადვილდა

ეკლიან ჯვარზე ზვარაკივით ვეცვი, ვეწამე

მე წარსულ დღეებს გაგახსენებ ისევ თავიდან

და ნაღვლიანად გადმოგვხედავს ვიღაც მესამე...

არ დაიჯერო მიგატოვე, ღმერთია მოწმე

სულ ფიქრით ვთელე უშენობის მკრთალი მირაჟი

წუხელ სიზმარში

სანატრელი თვალები

ვკოცნე

მომენატრე და შეგაწუხე წუხელ სიზმარში


19.07.2012

http://youtu.be/VXkMSQQnZJo


http://youtu.be/eJWlavnM6b0


14.07.2012

http://youtu.be/VXkMSQQnZJo


16.04.2012

თუ გიყვარს, რას უცდი შეჰკარი კამარა,

სიგიჟე გეწვია, ახარე სამყაროს.

მთის წვერზე შემოდექ, იყვირე, აბა რა!

რომ თავად განგებამ წყალობით გახაროს.



უყვარხარ? მეცხრე ცას შეეხე ხელებით,

წამი, რომ წამია, სიცოცხლედ გაწელე,

მინდვრები მოხატე შეშლილი ფერებით,

მზის სხივით ზეცაზე "მიყვარხარ" დაწერე.


28.05.2012

სიყვარული, ღიმილია

გულს რომ ტკბილი
ტკივილით აგატკივებს
ჭეშმარიტი სიყვარული,
დუმილია
სიცოცხლეზე ფიქრებით
რომ აგატირებს.
ჭეშმარიტი სიყვარული
არის ტალღა,
ალერსით რომ ეფინება
ზღვის ნაპირებს,
ფრინავს ცაში
ვარსკვლავებზე უფრო
მაღლა,
ჩუმად მოვა სიხარულით
გაგაკვირვებს.
ჭეშმარიტი სიყვარული
არის როცა,
მთვარე მზესთან მივა,
კოცნას დააპირებს
ჭეშმარიტი სიყვარული
არის ლოცვა,
ჭეშმარიტი სიყვარული



16.04.2012

გაზაფხული მომეპარა კარის ზღურბლზე,
გამოდიო ღიმილებით მანიშნა,
ატმის ტოტი გადამისვა დაჭრილ გულზე,
ჩამიხუტა, ხელი აღარ გამიშვა.

ყელსაბამად ამიკინძა ნუგეში,
და ყვავილთა სურნელება ნამდვილი,
ჩამაკონა ათრთოლებულ უბეში,
სიყვარულით ანთებული აპრილი.

ფერთაფერა, სურნელებით მაოცებს,
უიმედო თვალებს სევდას უწუნებს,
ტანზე მაკრავს ენძელების სამოსელს,
ყურზე მაბნევს ალუბლების კუნწულებს.

გაზაფხულმა შემაყვარა ღიმილები,
დამავიწყა წლის დარდი და იარა,
ჭრილობაში ჩამიფინა გვირილები
და ტკივილმაც უცებ გადაიარა.


16.04.2012



16.04.2012



← poprzednia 1 2 3 4 5 następna
Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut