16.04.2012
* * *
34, Tbilisi, Gruzja

გაზაფხული მომეპარა კარის ზღურბლზე,
გამოდიო ღიმილებით მანიშნა,
ატმის ტოტი გადამისვა დაჭრილ გულზე,
ჩამიხუტა, ხელი აღარ გამიშვა.

ყელსაბამად ამიკინძა ნუგეში,
და ყვავილთა სურნელება ნამდვილი,
ჩამაკონა ათრთოლებულ უბეში,
სიყვარულით ანთებული აპრილი.

ფერთაფერა, სურნელებით მაოცებს,
უიმედო თვალებს სევდას უწუნებს,
ტანზე მაკრავს ენძელების სამოსელს,
ყურზე მაბნევს ალუბლების კუნწულებს.

გაზაფხულმა შემაყვარა ღიმილები,
დამავიწყა წლის დარდი და იარა,
ჭრილობაში ჩამიფინა გვირილები
და ტკივილმაც უცებ გადაიარა.

Liczba odwiedzin: 2
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut