Właściciel bloga: Qetushkebi5

Qetushkebi5
34, Tbilisi, Gruzja

02.03.2013

უშენოდ მგონი მოვკვდები...არა,მგონი კი არა,ნამდვილად მოვკვდები.შენ ის ფერები ხარ,ჩემ ცხოვრებას თეთრს რომ ხდიან,ის ძალა ხარ,რომ მაცოცხლებს,ისე,ისე,ისე ძალიან მიყვარხარ,რომ სიტყვები არ მყოფნის,ჩემი ცხოვრების აზრი ხარ,ნაპერწკალი,რომელმაც ერთ დროს გულში გამკრა და დღითიდღე ისე ძლიერ ღვივდება,მისი ჩაქრობა შეუძლებელია,თუ ის ჩააქრეს,ჩემი ცხოვრებაც ჩაქრება,ასე მგონია.ჟანგბადი,წყალი,ჰაერი,დედამიწა,გალაქტიკა,სამყარო,ცა,მზე,მთვარე,მიწა,თოვლი,წვიმა,სითბო,სიცივე,ჭექა-ქუხილი,ელვა,სეტყვა,ვულკანი,მიწისძვრა-ყველაფერ ამას შენ ჩემში იწვევ,აერთიანებ. ყველაზე და ყველაფერზე მეტად მესაჭიროები,შენ გარეშე არც მზე ანათებს და არც მთვარე. შენ გარეშე არც წვიმაა და არც თოვლი. შენ გარეშე ცა შავია, შენთან ერთად კი გაცისკროვნებული. შენთან სითბოსაც ვგრძნობ და სიცივესაც,ტანში მაჟრჟოლებს შენი ხმა რომ მესმის. ჭექა-ქუხილი რას მივა ან კიდევ ელვა,მე რომ გულში მჭირს ხოლმე... სეტყვაა?? სეტყვა უმტკივნეულოა შენ გარეშე გატარებულ წუთებთან შედარებით...ვულკანი?? ვულკანია…


02.03.2013

გვირილას გავხარ...
სიყვარულად ამოსულს მთებში...
შენი თვალები ტბები არის
და შიგ ცა მოჩანს...
თეთრ ფურცლებს გაცლი...
მსურს გაგიცნო…და ვმარჩიელობ...
გიყვარს?..არ გიყვარს?..
წასაკითხი ისე ბევრია...
ყავის ჭიქიდან გიყურებენ ზღაპრის გმირები...
მე ხან ჯადოქრად მეჩვენები და ხან ფერიად...
ჩემი ვნებები მივუტოლე შენს ლავის ნაკადს...
ნამცეცებია უსუსური... არაფერია...
აჰა,დასრულდა,უკანასკნელ ფურცელსაც გაცლი...
შემოგახიე საპატარძლო კაბა უბიწოს...
გრძნობის ყურებით მე მოვუსმენ ნაცნობად განცდილს...
თრთოლვით მოგწყვიტე... ფრთები გინდა ეხლა უმიწოს...
განძარცული ხარ, არსი შენი მხოლოდ გულია...
დიდება უფალს!!! გადმოღვრილი ფერთა პალიტრა
ხატის სიღრმეში დამალული შენი სულია...
ჯვარს მოიკიდებს და ზეცაში მზესთან აიტანს...
არ იცი რა გინდა...
არ იცი რად გინდა...
მე კი აი ამ წუთას სულ ზუსტად ვიცი,რომ...
გეძებდი... გიპოვე...
უშენოდ არ მინდა...
გვირილას გავხარ...
ასეთი ნაზი... ასეთი წმინდა...
გულის ლარნაკში ჩაგისვი და...
ვდღესასწაულობ...


11.04.2012


დამღალა ყველა იმედმა,

მე რომ დამყვება ყოველთვის

და ამ ფიქრებმა იმდენმა...

ჩხავილმა ყურში ყორნების.

დღე დამიღამდა უშენოდ

და გათენდება ასევე,

მოდი, ყველაფერს ვუშველოთ,

მოდი, ვნებები გვავსებდეს.

დღეს ხასიათზე ვერა ვარ,

ხვალ წვიმა მოვა თბილისში,

ზეგ ფიქრი ცამდე ვერ ავა

და მაზეგ გულთან მიმიშვი.

ეხლა ვუცქერი ფანჯრიდან,

სახლებს, ხეებს და სიცივეს,

დღეს შენი სითბო დამჭირდა

და ჩემზე ბევრი იცინეს.

მთაში და ბარში მოგძებნი,

მე მტკვარშიც უნდა გადავხტე,

მე დამლოცავენ მოძღვრები,

მე თავზე უნდა გადაგხდე.

ვერ მომიშორებ თავიდან,

მე ფიქრებს შენ ვერ დამიშლი,

მე მენატრები და მინდა,

სიკვდილი და შენ დამშვიდდი.

მე შენთან მოვალ უბრალოდ,

არც ლექსებით და ცნობილად,

არც ვარსკვლავი და უბადლო,

მხოლოდ და მხოლოდ ცოდვილად.

მე ეხლა ძილი არ მინდა,

სიზმრებში ცრემლი ორთქლავდეს,

სევდა მთვარემდე ავიდა,

მთვარე არ მინდა მოთქვამდეს.

დამღალა ცივმა ამინდმა,

გულში რომ დარდი ბორგავდეს,

ამდენი წელი გავიდა,

არ მინდა ლოთი მომგავდეს.

დავიწყებ ისევ…


07.11.2012

'shen mogidzgvnidi mtels chems sicocxles,
saatebs, wutebs, wamebs.
shen mogidzgvnidi gulis simgeras -
gulis simebit namgers.
shentvis davkrepdi, chemo dzvirpaso,
witel eklian vardebs,
tadzris kedeltan muxlmodrekili
shen dagintebdi santels.
shen mogidzgvnidi wminda siyvaruls,
gulis sigrmeshi nadebs,
shen mogidzgvnidi cremlis nakaduls,
wminda grdznobebit savses,
sikvdilic ki ver shemashinebda,
tavs gavwiravdi, gwamdes!
shen daglocavi, shentvis davlevdi
siketit savse yanwebs.
shen mogidzgvnidi mtels chems sicocxles,
saatebs, wutebs, wamebs,
shen mogidzgvnidi sicocxlis bolos
uxmod dashvebul pardebs...''


19.06.2012

http://youtu.be/nef8-iAwCjw


19.06.2012

http://youtu.be/qrhCnx5oNio


11.04.2012

ცხოვრებაში მაქვს რთული მომენტები,როდესაც ვფიქრობ რომ ყველაფერი დამთავრდა და აზრი არ აქვს ბრძოლას მომავლისთვის...მაგრამ უფალმა მიმახვედრა რომ მაშინაც კი როცა სიკვდილს უყურებ თვალებში მაინც უნდა იბრძოლო თუნდაც უაზროდ მაგრამ მაინც...


11.04.2012

უფალო! მშვიდად დამაძინე, ისეთი სიზმარი დამასიზმრე დილას მშვიდად გამეღვიძოს, ლამაზი მზე დამხვდეს და სიყვარული შემეძლოს. გარეთ რომ გავალ რაც შეიძლება ბევრი მომღიმარი სახე მანახე, ყველა ადამიანი შემაყვარე. მერე ისევ დააღამე, და მთელი ცხოვრება სითბო გამაყოლე.


11.04.2012

http://www.odnoklassniki.ru/group/48906504372397


11.04.2012

სანამ დედა ცოცოხალია,მოეფერეთდედებს. თორემ მერე გვიანია,სდიო ცაში მისი სულის მტრედებს, სანამ დ ე დ აცოცხალია მოეფერეთ დ ე დ ე ბ ს...


Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut