Właściciel bloga: MaR

MaR
41, Tbilisi, Gruzja

მე შენ შეგიყვარებ.. დამიჯერე, მართლა შეგიყვარებ,
მთელს სამყაროში ყველასაგან გამორჩეულად,
ისე შეგიყვარებ თავს რომ შეგაყვარებ ზუსტად ისე
შენ რომ შემაყვარე თავი შენი.... შენთვის ჩვეულად!
თვალებს შევიყვარებ, შენსას ცისფერს, ლურჯ ცას,
უსასრულობამდე ფეხით ჩამოგყვები,


ეს წყალობა არ ჩათვალო ჩემმიერად

ამ ღიმილსაც ჩემეულად ნუ თვლი,

ჩემმა სითბომ დღე თუ გაგიმშვენიერა

დამიჯერე,

წყალობაა უფლის...


ზეციერმა მომარგუნა მადლი უხვად

მომარგუნა და რჩეულად მიცნო,

მათხოვარმა ჩემს ჭიშკართან ჩაიმუხლა

დღეს უფალი

მე გამოცდას

მიწყობს...


-გახსენ კარი ,

დააპურე,

არ დაყოვნდე,

შეხსენება არ დაგჭირდეს გულო,

ცოტას გასცემ?

ბევრს შემატებ შენს სამყოფელს

სიკეთეო,

სამოთხეში რგულო!..


12.11.2012

(L)


05.12.2013

ყველას შეუძლია იყოს ხეპრე და ღალატით გააგძელოს ცხოვრება, ამას დიდი ადამიანობა არ სჭირდება. ნამდვილი კაცობა კი ისაა,რომ დარჩე მიმზიდველი ქალისთვის, რომელსაც უყვარხარ – ადამიანისთვის, რომელსაც შენი ხვრინვაც კი სმენია, უნახიხარ პირგაუპარსავი, უზრუნია შენზე როდესაც ცუდად იყავი და ურეცხია შენი ბინძური საცვლები. მოიქეცი ასე.. აგრძნობინე მას სითბო და კვლავ გაიგებ მშვენიერი მუსიკის ხმას.კაცს რომელსაც ნამდვილად უყვარს ქალი, არასოდეს სურს დამცირებულად აგრძნობინოს მას თავი. როდესაც მდივან ქალს ესალმები ანდა გოგონას,რომელსაც ორივენი იცნობთ, შენი ცოლი არ უნდა გძნობდეს თავს დამცირებულად იმაზე ფიქრით, რომ შეიძლება ეს ის გოგონაა, ვის გამოც გვიან ღამით დაბრუნდი სახლში. როდესაც შენი ცოლი ასეთ გოგოს თვალებში შეხედავს უნდა ეღიმებოდეს იმის…


poprzednia 1 ... 278 279 280 281 282 następna →
Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut