05.12.2013
****
41, Tbilisi, Gruzja

ყველას შეუძლია იყოს ხეპრე და ღალატით გააგძელოს ცხოვრება, ამას დიდი ადამიანობა არ სჭირდება. ნამდვილი კაცობა კი ისაა,რომ დარჩე მიმზიდველი ქალისთვის, რომელსაც უყვარხარ – ადამიანისთვის, რომელსაც შენი ხვრინვაც კი სმენია, უნახიხარ პირგაუპარსავი, უზრუნია შენზე როდესაც ცუდად იყავი და ურეცხია შენი ბინძური საცვლები. მოიქეცი ასე.. აგრძნობინე მას სითბო და კვლავ გაიგებ მშვენიერი მუსიკის ხმას.კაცს რომელსაც ნამდვილად უყვარს ქალი, არასოდეს სურს დამცირებულად აგრძნობინოს მას თავი. როდესაც მდივან ქალს ესალმები ანდა გოგონას,რომელსაც ორივენი იცნობთ, შენი ცოლი არ უნდა გძნობდეს თავს დამცირებულად იმაზე ფიქრით, რომ შეიძლება ეს ის გოგონაა, ვის გამოც გვიან ღამით დაბრუნდი სახლში. როდესაც შენი ცოლი ასეთ გოგოს თვალებში შეხედავს უნდა ეღიმებოდეს იმის გაანალიზებით,რომ ეს ის ქალია, რომელსაც მის გამო უთხარი უარი.არ არსებობს კაცისთვის იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც დღის დასასრულს სახლის კარს უახლოვდება და იცის, რომ მის უკან ქალია,რომელიც მისი ნაბიჯების ხმის გაგონებას ელოდება.

Liczba odwiedzin: 4
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut