Właściciel bloga: MaR

MaR
41, Tbilisi, Gruzja

31.08.2014

„ცხოვრებაში ბევრი ფასეულობაა, მაგრამ ყველაზე დიდი ფასეულობა ისაა, როცა ერთი ადამიანი ზრუნავს მეორეზე.“ სიყვარულზე დიდი ფასეულობა არაფერია. სჯობს კარავში ცხოვრობდე საყვარელ ადამიანთან ერთად, ვიდრე ფეშენებლურ ბინაში მარტო. როცა ერთი ადამიანი ზრუნავს მეორეზე – ეს ყველაზე დიდი ღირებულებაა ცხოვრებაში. ასე რომ დარწმუნდით, რომ გახსოვთ, თუ რატომ აკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ.



სიყვარული მინდა გვათოვდეს.. სითბოს ფანტელები.. შევაგროვებდით ყველა და ერთმანეთს ვუწილადებდით.





მე მაინც იქ დავრჩები,
სადაც სიგიჟემდე უყვართ ადამიანი.
სადაც საკუთარ მე–ს კარგავენ,
რათა სხვისთვის გადაცურონ ზღვა.
იქ სადაც გულუბრყვილოებივით
ზიან და ელოდებიან ნუგეშს...
დავრჩები მანამდე სანამ ვინმე
არ მომცემს ნებას მივცე
ის სითბო რაც მაცოცხლებს..
მე მწამს ასე,
და სხავანაირად ცხოვრება არ შემიძლია.
–––
შონ აბრამი


მეგობრობაზე მშვენიერი ქვეყნად არაფერია. იგი ნუგეშია დღევანდელ ცხოვრებაში. რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო ამაღლებული და ძვირფასი, როდესაც შეგიძლია, გული გაუხსნა ვინმეს, გაუმხილო საიდუმლოება, გაანდო დაფარული? რა შეიძლება იყოს უფრო მანუგეშებელი რაიმე, ვიდრე ის, როდესაც გყავს გულწრფელად ერთგული ადამიანი, რომელიც შენი სიხარულით გაიხარებს და შენს ჭირს გაიზიარებს, დევნილობაში კი რჩევასა და ნუგეშს მოგცემს?!

წმ. ამბროსი მედიოლანელი

დრო ჩვენ მოგვეცა იმიტომ, რომ გუშინდელთან შედარებით დღეს უკეთესნი გავხდეთ, ხვალ კი - დღევანდელზე უფრო კარგნი. უბედურია, ვინც დროს არ იყენებს და არ იცის მისი ფასი. დაკარგული ფული შეიძლება იპოვო, დარღვეული მეგობრობა განაახლო, შერყეული ჯანმრთელობა აღიდგინო, შეგიძლია იყიდო, გაყიდო და კვლავ იყიდო სახლი, მიწა, ქონება, მაგრამ არ…


28.08.2014

მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ!​დედა ღვთის მშობელი გფარავდეს მუდამ! მარიამობის დღეა სადაც არ უნდა იყო ქრისტიანული ჯვარი გზას გაგინათებს მუდამ იესოს სახსოვარი. მარიამობის დღეა თვალთაგან ცრემლი მცვივა ღვთისმშობლის წილნაყარი ქვეყნის სიშორე მტკივა. ხატის სიშორე მაკრთობს ჯვარზე ვლოცულობ ფარად ღმერთმა მისმინოს ჩემი სამშობლოს გასახარად.. მარიამობის დღეა ზეიმობს ჩვენი ერი ღმერთო მიმყოფე ყველა ლაღი და ბედნიერი


27.08.2014

ჯერ ძველი დაანგრიე და მერე დაიწყე ახლის შენება.. ოღონდ ბალავრიანად უნდა მოშალო ძველი, თორე ახლის საფუძვლის ადგილი არ იქნება და ძალიან მალე დაგეშლება აშენებული, თავზე დაგემხობა და ცარიელი საძირკვლით შერჩები ბოლოს..



გაიღიმე, მერე რა რომ გული გეწვის,
დამიჯერე უძლური ხარ ღმერთის ხატო,
ჯერ წინა გაქვს გზები ვიწრო, უფრო ბეწვის, ...
არასოდეს ჰკითხო უფალს_ნეტავ რატომ?!

გაუღიმე ცხოვრებას და გახსენ წარბი,
გამოსტყუე ერთი ნაღდი სიხარული,
მერე რა, თუ ისე არვის შეუყვარდი,
შეგძლებოდა ფრენა, არა სიარული.

ერთი დილა, ერთი ღამე, ერთი მზერა,
სამოსივით მოირგე და გაიხარე,
გვერდზე აგცდა ხედავ შენი ბედისწერა,
მუდამ ასე დაღვრემილი გსდევდა მთვარე.

გაიღიმე, მოასწარი, კაცთა გულებს,
შეეხე და კიდევ ერთხელ მოეფერე,
მერე რა, თუ არ გჩუქნიან თაიგულებს,
არ დაღონდე, ადექი და ლექსი წერე.

გაიღიმე, გაღიმება კურნავს რადგან,
დღეს ოცნებას ფერი დაჰკრავს ფოთოლცვენის,
გაიღიმე შემოდგომაც უკვე დადგა,
თუმცა ალბათ გაზაფხული უფრო გშვენის.

თვალს ახელ და ეს ცხოვრება გასულია,
დილა…


მინდა მოვყვებოდე ახალ-გაღვიძებულ ქუჩას...

და ირგვლივ ყველაფერი ჰყვაოდეს...
გაზაფხული, ჰო, გაზაფხული მინდა იდგეს...
მოვდიოდე და მომქონდეს ულევი ღიმილი და ვარიგებდე ირგვლივ დაუნანებლად...
და გამვლელთაგანაც ვიღებდე იგივეს...


27.08.2014

თუ ძირს დაცემულს გნახავენ ადამიანები შეგიცოდებენ, მაგრამ, თუ მაღლა ასვლას დააპირებ, მიწის გამოთხრას დაიწყებენ, იმ მიწის რომელზეც დგახარ და გეიმედება.


← poprzednia 1 2 3 4 5 ... 282 następna
Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut