Właściciel bloga: teo

teo
27, Tbilisi, Gruzja

არ არსებობს ცა,ღმერთზე უფრო მაღალი.

არ არსებობს ზღვა,თვალებზე უფრო ღრმა.

არ არსებობს ჯოჯოხეთი,ბოროტებაზე უფრო სასტიკი.

არ არსებობს წიწაკა,ცრემლებზე უფრო მწარე.

არ არსებობს მზე,დედის სიყვარულზე უფრო თბილი.

არ არსებობს ძალა,სიყვარულზე უფრო ძლიერი.

არ არსებობს მანძილი,წარსულზე უფრო შორს.

არ არსებობს ღამე, მარტოობაზე უფრო ბნელი.

არ არსებობს შეცდომა,გამოუსწორებელი.

და არც მე ვვარსებობ,თუ შენ არახარ!


რა არის ბედნიერება? ის გრძნობა, რომელიც ყველაფერს გავიწყებს. სამსახურს, სწავლას, პირობა-მოვალეობებს, ყველაფერს. აღარაფერი გადარდებს, აღარაფერი გაღელვებს. შენ ახლა სხვა სამყაროში ხარ. პარალელურ ბედნიერ სამყაროში. დადიხარ მშობლიური ქალაქის ნაცნობ ქუჩებში და... სხვაგან ხარ. სხვანაირად ხედავ ყველაფერს. ეს ძველი შენობებიც დანგრეული და ჩამოშლილი კი არა, რარიტეტული არქიტექტურის შედევრებია, გადათხრილი ქუჩებიც ქალაქის განახლებაა და საათიანი საცობები ცხოვრებაზე ფიქრისთვის და ზოგადსაკაცობრიო თემების განხილვისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა, და არა დროის დაკარგვა. მზეც ლამაზია, ცაც ლამაზია, ხეებიც, ჩიტებიც, ხალხიც, ასფალტიც ლამაზია. იმიტომ რომ ხარ ბ-ე-დ-ნ-ი-ე-რ-ი. ყველაზე მაგარი გრძნობაა მსოფლიოში.

იყო ბედნიერი - ალბათ ერთ-ერთი უსაჭიროესი რამაა 21-ე საუკუნის ადამიანისთვის. დააკვირდით თანამედროვე ადამიანებს. ტრანსპორტში, მაღაზიებში, ბანკებში - ყველგან.…


თანახმა ხარ მოიყვანო ცოლად?
სიყვარულში არ იცოდე ზღვარი,
ერთი ლუკმა მისთვის გაყო ორად,
ჭირშიც,ლხინშიც იყო მისი ქმარი?–
რომ გიყვარდეს ქუჩა,სადაც დადის,
უკოცნიდე თვალებს,ცრემლით ნაბანს,
პატიობდე რასაც გულით სჩადის,
ყოველ ღამით უსწორებდე საბანს?
თანახმა ხარ უერთგულო სხვასთან?
იყო მამა ყველა მისი შვილის,
ყოველ ღამე იძინებდე მასთან,
თუარადა გეშინოდეს ძილის?
ჯოჯოხეთის რომ აღმოჩნდეთ ცეცხლში,–
თანახმა ხარ მას დაუთმო წყარო?
სხვამ რომ ჩაგსვას ოქროსა და ვერცხლში
ვერ გაიგოს შენგან ”მიყვარხარო” ?
თანახმა ხარ აპატიო წყენა?
რომ ყოველთვის შენ არახარ სწორი…
რომ სისხლისგან დაგეცალოს ვენა…
რომ უბრალოდ გიყვარს შენი ცოლი?
თანახმა ვარ!
თანახმა ვარ!
თანახმა ვარ მოგიყვანო ცოლად,
სიყვარულში არ ვიცოდე ზღვარი ,
ერთი ლუკმა შენთვის გავყო ორად,
ჭირშიც,ლხინშიც ვიყო შენი ქმარი !


16.08.2014

ვერავინ პოულობს თავის ერთადერთს.
შანსები თითქმის არ დარჩა.
ჩვენ ყველას მარტოობა გვერგო ბედისწერად.
ვერავინ ვერასდროს პოულობს
თავის ერთადერთს.
მხოლოდ ქალაქის ნაგავსაყრელები ივსებიან,
მხოლოდ ნარკოლოგიურები ივსებიან,
მხოლოდ ფსიქიატრიულები ივსებიან,
მხოლოდ საავადმყოფოები ივსებიან,
მხოლოდ სასაფლაოები ივსებიან...
სხვა არაფერი.


დედაშენი არის ღმერთი. შენ რომ ზიხარ
და უყურებ. ისიც რომ გიყურებს. შენ
რომ დედას ეძახი და ის შვილს გეძახის,
ამიტომ შენ გგონია ღმერთი არ არის?
შენ ღმერთი ვინ გგონია? წვერებიანი
ბაბუა? ღრუბლებზე ზის და პირს რომ
იბანს, წვიმა მოდის? ღმერთი ისე
ნათელია, ისე ახლობელი, ისე ახლო და
ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ
იცი რომ ღმერთია, ამაშია ღმერთის
უბედურება, ამიტომ არ წამთ ღმერთისა.
ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს
ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ
ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა.
ამაშია საქმე!… ღმერთი მაშინ უნდა
იწამო, ღმერთის სახე რომ არ აქვს, რომ
არ ჰგავს ღმერთს, რომ არ გეუბნება,
ღმერთი ვარო, პურს რომ გიყოფს,
სადილს რომ გიკეთებს, ტანზე რომ
გაცმევს, თავზე რომ გახურავს, გიღიმის
და გეფერება, გკოცნის და ტირის შენი
გულისთვის, კვდება…


უდაბნოში, რომ აღმოვჩნდე,
შენ ერთი ჭიქა ქყალი ხარ
დასაწყისშივე გეტყვი რომ,
ო, რა მაგარი ქალი ხარ

შავი ღვინის გაქ ტუჩები, მაშინ ,
როდესაც ლოთი ვარ
და როცა თრობა მინდება
მეც შენთან სტუმრად მოვდივარ.

აი მაშინ კი დავთვრები,
ჩავიძირები სასმელში
იმას ალერსით გადმოგცემ,
რასაც არ გეტყვი სათქმელში.

ცხოვრებას რისკით შევხედავ,
სიკვდილ–სიცოცხლის მკვლევარად,
თუ მთამსვლელობა შევძელი
მე შენ დაგიპყრობ მწვერვალად.

ღრუბლებს კი ნუ ეფარები,
გიხდება მათგან გამოსვლა
მე, რომ მთის მწვერვალს დავიპყრომ
შენ მზის იქნები ამოსვლა

ვარდების ზღვაში გიხილე,
ლექსი გიძღვენი უთქმელი
ვარდებს სურნელი აღარ აქვთ,
ვარდებს აქვთ შენი სურნელი

ხედავ რა ქალი ყოფილხარ ?
შენსკენ ლტოლვა, რომ დიდია.
შენზე მაგარი კაიფი
მე სულ ფეხებზე მკიდია...

ეს ვარდები კი სუყველა
გრძნობებით მოქარგულია,
არც ერთი არ მიყიდია,
სუყველა მოპარულია...



იმედი ბოლოს კვდება. შესაბამისად სანამ იმედი არსებობს გადაშენება არც ოცნებას უწერია.
მაგრამ ზოგჯერ ადამიანებს ავიწყდებათ სად წყდება ზღვარი რელობასა და ოცნებაში.
და მაშინ იწყება -სიცრუეში ცხოვრება ანუ _ "ილუზია"///ოცნება სულის მდგომარეობაა,ის მდგომარეობა როცა სულს რამე ძალიან უნდა,ოცნებობს და თავის ოცნებებში იფანტება,ზოგი ოცნებობს მარტოობაზე,ზოგი სიყვარულზე,ზოგი მეგობარზე,ფულზე… ოცნებები ყველანაირია როგორც ცისარტყელის ფერები,ზოგჯერ ადამიანი ოცნებებს უღრმავდება და რეალობაში ურევს,გონია რომ რეალობა ოცნებასავით ტკბილი და საამურია”
ოცნების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია … უბრალოდ ადამიანი ვერ გაძლებს ოცნების გარეშე… ოცნება უსაქმურობის დევიზია ?! … განა ეს ასეაა ? არამგონია … რადგან ბევრი საქმიანი ადამიანიც ოცნებობს, ოცნებობს მაშინ როცა ცუდ ხასიათზეა, ან უბრალოდ რაღაცის ქონის სურვილი უჩნდება… როცა ოცნებობს ფიქრობს…


ის ცრემლი მიყვარს, ის წმინდა ცრემლი, დედას რომ მოსდის როცა შვილს აჩენს, ცრემლი ოცნებით გაღვივებული, შვილს რომ ეცემა როცა თვალს ახელს. ის გული მიყვარს, ცრემლით გამთბარი, დედის გრძნობებით გახარებული, ის გული მიყვარს როცა ოცნებობს, შვილი გაზარდოს გალაღებული. იმ საოცნებო წუთების მსგავსად, როცა სიცოცხლე ამ ქვეყნად მოდის, იმ უჩვეულო წუთების ფასად, ბოლო მოეღოს უსაზღვრო ლოდინს. დრო მიდის ჩუმი, შეუჩერებლად, შვილი იზრდება, დედა ბერდება, გული ისევ ძგერს შეუსვენებლად, მაგრამ დრო მიდის, სუნთქვა ჩერდება. ის ცრემლი მიყვარს, ჩაფიქრებული, სევდით აღსავსე მოთრთის სახიდან, ის ბოლო ცრემლი დედის გულს ათბობს, სიმწრითნაღვარი შვილის თვალიდან. ცხოვრება ასე რთულია მხოლოდ, დედა მიდის და შვილი კი რჩება, დედას ეცემა…


-მოწიე მოწიე,გესიამოვნება!
-მოვწიო?ეს ხომ მავნებელია სიცოცხლისთვის
-მაინც ორივეს კიბო გვაქვს
-....
-დგახარ სანაპიროზე და ზღვის სუნს გრძნობ,რომელიც ქარს შორიდან მოაქვს,ისეთი შეგრძნება გაქვს თითქოს თავისუფალი ხარ და ცხოვრება ახლა დაიწყე,ლოცვისგან ტუჩები გეწვის და ლოყაზე ცრემლები ჩამოდის..
-ზღვაზე არ ვყოფილვარ
-კარგი რა,ზღვაზე არასდროს ყოფილხარ?
-....
-არადა სადაცააა საიქიოს კარზე დავაკაკუნებთ,იმდენი ტეკილა დავლიეთ კინაღამ მართლა საიქიოს კარზე აღმოვჩნდით,შენ კი მეუბნები ზღვაზე არ ვყოფილვარო,უცნაურია მითხარი ზეცაში რომ აღმოჩნდები რას იზამ?იქ ყველა იმაზე ლაპარაკობს თუ როგორი ლამაზია უკიდეგანო ლურჯი ზღვა.მზე რომელიც ჩასვლისას წყალს მოწამულისფრად ღებავს,თითქოს ამ დროს მზე და ლურჯი ზღვა ერთმანეთს ეხუტებიან,მერე კი ალისფერი ნელ ნელა ზღვის სიღრმეში ქრება.რას მოუყვები მათ ზეცაში,შენ რომ ზღვაზე არ ყოფილხარ...



სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო- ხის და ისლის.
სასთუმლად- ნუშის ბაღნარი, საბნად- თიბათვის ნისლი.
ბაღი მინდოდა მქონოდა თვალუწვდენელი ჩრდილით,
გადავრეკავდი მინდვრებზე შავთეთრა კრავებს დილით.

ავაშენებდი სალოცავს, გადადუღებულს კირში,
გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში,
გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს,
მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს.

გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს
და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს.
მერე მოვარდნილ ნიაღვრით დავაბრუნებდი წისქვილს
და ჩემი პურის თონეში ფიჩხებს ჩავყრიდი-მზის სხივს,

ბაბუაჩემის საწნახელს გადავუხსნიდი ძარღვებს,
არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს,
ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გავლით დასიცხულ მგზავრებს
ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს.

მერე ვნახავდი საცოლეს- ცისფერთვალებას, ლამაზს,
შემოვაკრავდი საჩუქრად ოქროდავერცხლილ ქამარს
და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს,
შვილებს სახელად მივცემდი ლაზარეს, თომას, პავლეს,

მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს
და სასაფლაოს საყდარში შუბლზე ვაცხებდი მირონს,
მერე შევსვამდი სამივეს…


Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut