ბედნიერება ჰმ:)
27, Tbilisi, Gruzja

რა არის ბედნიერება? ის გრძნობა, რომელიც ყველაფერს გავიწყებს. სამსახურს, სწავლას, პირობა-მოვალეობებს, ყველაფერს. აღარაფერი გადარდებს, აღარაფერი გაღელვებს. შენ ახლა სხვა სამყაროში ხარ. პარალელურ ბედნიერ სამყაროში. დადიხარ მშობლიური ქალაქის ნაცნობ ქუჩებში და... სხვაგან ხარ. სხვანაირად ხედავ ყველაფერს. ეს ძველი შენობებიც დანგრეული და ჩამოშლილი კი არა, რარიტეტული არქიტექტურის შედევრებია, გადათხრილი ქუჩებიც ქალაქის განახლებაა და საათიანი საცობები ცხოვრებაზე ფიქრისთვის და ზოგადსაკაცობრიო თემების განხილვისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა, და არა დროის დაკარგვა. მზეც ლამაზია, ცაც ლამაზია, ხეებიც, ჩიტებიც, ხალხიც, ასფალტიც ლამაზია. იმიტომ რომ ხარ ბ-ე-დ-ნ-ი-ე-რ-ი. ყველაზე მაგარი გრძნობაა მსოფლიოში.

იყო ბედნიერი - ალბათ ერთ-ერთი უსაჭიროესი რამაა 21-ე საუკუნის ადამიანისთვის. დააკვირდით თანამედროვე ადამიანებს. ტრანსპორტში, მაღაზიებში, ბანკებში - ყველგან. ისეთი დონის სერიოზულობით აღსავსე სახეები, რომ შეგეშინდება მისვლა და დალაპარაკება. მეტრო... იქ ხომ საერთოდ საშინელებაა. მოღუშული, ცხოვრებაზე გაბრაზებული ხალხი მგზავრობს მეტროთი, ასეთი შთაბეჭდილება რჩება. ხალხნო! გაიღიმეთ! ცხოვრება ხომ მშვენიერია.

შეყვარებული არ გეგონოთ ოღონდ. უბრალოდ მიყვარხათ ყველანი... ან თითქმის ყველანი.

და მიხარია, რომ ვცხოვრობ. და მყავხარ შენ. და კიდევ ბევრი კარგი ადამიანი, ვისთვისაც ღირს ცხოვრება.

........................................................................................................................................

მიჩვევა ძალიან ცუდი რამეა. გამიჭირდება ახლა ცოტა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასეა საჭირო. მიხარია. ძალიან. მაინც ყველაფერი ძველებურად დარჩება. ალბათ =)))))))))))

მოკლედ ამ გაუგებარ ნოტაზე ვამთვრებ კიდევ ერთ გიჟის ნაბოდვარს.

Liczba odwiedzin: 6
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut