krichi-krichiii
39, Ευόσμου, Kreta

როგორც ყოველთვის,
კვლავ ძველებურად -
ჭიქა არყით და
ფიქრებით მთვრალი,
შემოღამებას
იწვევ საუბრად
და უძილობას
ფერებად ათლი
წუთებს -
დარჩენილს გათენებამდე...
გაშავებული კედლების
მიღმა -
დაშლილ სიტყვებად
იგროვებ სათქმელს,
სიგიჟის განცდად
მოდებულ წარსულს -
დაუნანებლად
აყოლებ სასმელს.
გუშინწინდელი
კალენდრის გვერდში -
ხელის კანკალით
ახვევ თამბაქოს.
ჩამქრალ ნამწვებით სავსე
საფერფლეს,
მერამდენედ ცლი -
აღარც კი გახსოვს.
ფერებჩამქრალი
დრამის კონტურებს -
უმისამართო
ფურცლებზე აშრობ...
ისევ უაზროდ
ეძებ პასუხებს,
და ოთახებში დაბორიალობ -
როგორც ყოველთვის,
კვლავ ძველებურად -
ჭიქა არყით და
ფიქრებით მთვრალი...


Liczba odwiedzin: 4
 
Komentarze
არავინ 13.04.2012

ფერებჩამქრალი
დრამის კონტურებს -
უმისამართო
ფურცლებზე აშრობ...

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut