მარტოობა ..
34, Rome, Włochy

 მარტოობა ცხოვრებაში ხშირად მოსაწყენია, ამიტომ ადამიანები ამჯობინებენ ერთიმეორეს ჩაჰკიდონ ხელი, ერთიმეორეს დაეხმარონ ან ყოველშემთხვევაში, ერთმანეთი გაამხნევონ და ისე იარონ წინ. ამავე დროს თითოეული ცდილობს თავს მოახვიოს სხვებს თავისი აზრები, სისულელე, მხიარულება, ოხვრა–ვაება... ასეთია უმრავლესობა. მაგრამ არიან სხვა ყალიბის ადამიანები, ისინი განმარტოვებულნი მიდიან. ბედი, რომელიც წინასწარ არავის ეკითხება ხოლმე მისი სურვილების შესახებ, ხანდახან მჩქეფარე საზოგადოებრივ წრეში გადაისვრის ასეთ ადამიანებს. მაგრამ ისინი აქაც თავისი თავის ერთგულნი რჩებიან: სხვების გვერდით მიაბიჯებენ, კიდევაც მიუძღვიან მათ, ხოლო თავად სულ უფრო და უფრო ღრმად იძირებიან თავის საკუთარ არსებაში. და რაც უფრო ნაკლებად ამჟღავნებენ ისინი თავს საზოგადოდ ცხოვრებაში მიღებული წესისამებრ, მით უფრო მეტია მატ გარშემო მითქმა–მოთქმა, მუდამ ერთმანეთის საწინააღმდეგო და ძალიან იშვიათად–მართალი. ჩვეულებრივად მათ ეგოისტებს უწოდებენ. მაგრამ ეს სრული უსამართლობაა, რადგან ეგოიზმი მათში სწორედ იმდენივეა, რამდენიც გულღია და გულახდილ ადამიანში.

Liczba odwiedzin: 28
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut