Właściciel bloga: chanchala

chanchala
34, Rome, Włochy

 მარტოობა ცხოვრებაში ხშირად მოსაწყენია, ამიტომ ადამიანები ამჯობინებენ ერთიმეორეს ჩაჰკიდონ ხელი, ერთიმეორეს დაეხმარონ ან ყოველშემთხვევაში, ერთმანეთი გაამხნევონ და ისე იარონ წინ. ამავე დროს თითოეული ცდილობს თავს მოახვიოს სხვებს თავისი აზრები, სისულელე, მხიარულება, ოხვრა–ვაება... ასეთია უმრავლესობა. მაგრამ არიან სხვა ყალიბის ადამიანები, ისინი განმარტოვებულნი მიდიან. ბედი, რომელიც წინასწარ არავის ეკითხება ხოლმე მისი სურვილების შესახებ, ხანდახან მჩქეფარე საზოგადოებრივ წრეში გადაისვრის ასეთ ადამიანებს. მაგრამ ისინი აქაც თავისი თავის ერთგულნი რჩებიან: სხვების გვერდით მიაბიჯებენ, კიდევაც მიუძღვიან მათ, ხოლო თავად სულ უფრო და უფრო ღრმად იძირებიან თავის საკუთარ არსებაში. და რაც უფრო ნაკლებად ამჟღავნებენ ისინი თავს საზოგადოდ ცხოვრებაში მიღებული წესისამებრ, მით უფრო მეტია მატ გარშემო მითქმა–მოთქმა, მუდამ…


26.04.2013

 მოკვდა. დის ნაზ ხელს არ გაუსწორებია სასთუმალი; იდუმალის მწუხარებით არ შემოუხედავს ავადმყოფის ოთახში სატრფოს თვალებს; ნაცნობებს არ მოუკითხავთ; უკანასკნელ წამს შენდობა არ მიუღია იმ მშვიდ, წყნარ ადამიანისაგან, რომლის ძალა აღარ სწამდა, მაგრამ დამამშვიდებელი სიტყვების მისგან გაგონება მაინც უნდოდა; დედას არ დაუყრია ცხარე ცრემლები. მოკვდა უცხოეთში. - ათასი სნეულებით იყო ავად, არავითარმა წამალმა არ იმოქმედა, – იმართლებდა თავს ამხანაგთა წინაშე ექიმი. ცხედარი გაჭრეს. პროფესორმა ხელები ჩამოუშვა და გაკვირვებულმა წამოიძახა: - შეხედეთ, ბატონებო, ეს რა ამბავია?! ერთმანეთს შესცქეროდნენ. - ბატონებო, გული, გული, სადღაა? გულის მაგიერ ფერფლიღა დარჩენილიყო. დეპეშით გაგებული უბედურებისაგან თავზარდაცემული დედა შევიდა საყვარელ შვილის ობლათ დატოვებულ ოთახში. ქვითინებდა: ასე გამომიმეტე ქვრივი…


Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut