13.07.2015
.......
42, Tbilisi, Gruzja

- არაფრის თავიდან დაწყება არ არის საჭირო. ეს იგივეა, რაც კრინოლინითა და პარიკით გასეირნება. ჩვენ ერთად ვართ - დიდი ხნით თუ ცოტა ხნით, ვინ იცის? ჩვენ ერთად ვართ რაც მთავარია- და ეს საკმარისია. რად გვინდა ათასნაირი ცერემონია?

- " დიდი ხნით თუ ცოტა ხნით... " ეს არ მომწონს, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია. შენ არ მიმატოვებ, თუმცა შენც იცი, რომ ესეც ლიტონი სიტყვებია.
- ოდესმე მიუტოვებიხარ ადამიანს, რომელიც გიყვარდა ?
- ორიდან ერთი ყოველთვის ტოვებს მეორეს. მთავარი ისაა, რომელირომელს დაასწრებს.
- მერე შენ რა ქენი?
- ყველაფერი! ყველაფერი! მმაგრამ არაფერმა მიშველა. ვერც კი წარმოიდგენ რა უბედური ვიყავი.
- დიდხანს ?
- ასე, ერთი კვირა.
- არც ისე დიდი ხანია.
- ეს მთელი მარადისობაა თუ ნამდვილად უბედური ხარ. უბედური იყო ჩემი თმა, ჩემი ტანი, ჩემი საწოლი, ჩემი კაბებიც კი. იმდენად აღსავსე ვიყავი მწუხარებით, რომ ჩემთვის მთელმა ქვეყნიერებამ შეწყვიტა არსებობა. ხოლო, როცა უკვე აღარაფერი არსებობს, უბედურება აღარ არის უბედურება. აღარაფერი რჩები, რომ შეადარო. რჩება მარტო უბედურება.შემდეგ ყველაფერი ჩაივლის და თანდათან გამოფხიზლდები...

Remarki

Liczba odwiedzin: 23
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut