Właściciel bloga: natalika

natalika
42, Tbilisi, Gruzja

10.06.2014


ნუ აჰყვები ბრაზს, რადგან ბრაზს აყოლილი კაცი ივიწყებს საკუთარ თავს, მოვალეობას, კეთილ საქმეებს.
ცბიერ კაცთან დავას ნუ გამართავ და სულაც მოასვენე თავისთვის.
ხარბ კაცთან კავშირს ნუ შეკრავ, ნუ გინდა მისი უფროსობა.
უმეცარს ნუ ემოყვრები, სულელს ნურაფერს უხსნი, ბოროტისაგან ფული არ აიღო და ცილისმწამებელს სასახლეში ნუ გაჰყვები.


28.04.2014


მამის წერილი შვილს –

1. ყველა ადამიანი კარგად ვერ მოგექცევა და ნურც მოითხოვ ამას. მხოლოდ ძალიან ახლობელ ადამიანებს აკისრიათ ამის მორალური პასუხისმგებლობა... გახსოვდეს ყველა, ვინც სიკეთით გექცევა, იყავი მადლიერი, თუმცა ამავდროულად სიფრთხილესაც მოუხმე. გახსოვდეს, რომ ყველა ადამიანს აქვს მოტივი რის საფუძველზეც ნაბიჯს დგამს – ბოროტს, თუ კეთილს... როდესაც ადამიანი კეთილად გექცევა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ნამდვილად უყვარხარ. კარგად დაფიქრდი, ვიდრე ვინმეს მეგობრად მიიღებდე...

2. არავინაა შეუცვლელი და არ არსებობს ამქვეყნად საგანი, რომელსაც აუცილებლად უნდა ფლობდე. კარგად დაიმახსოვრე ეს სიტყვები და მეტად გაგიადვილდება შეეგუო იმის დაკარგვას, ვინც გიყვარს და იმის ვერ მიღებას, რაც გსურს.

3. ცხოვრება ხანმოკლეა და როდესაც დღეს დროს…


- რა არის სიცოცხლე?
- სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.
- სიკვდილი?
- სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა.



როდესაც მე ახალგაზრდა ვიყავი ძალიან მომწონდა ნავით ცურვა. მე მყავდა პატარა ნავი, რომლითაც შემეძლო სიმარტოვეში შემეცურა ტბაში და საათობით დავრჩენილიყავი შესანიშნავი ბუნების წიაღში.ერთხელ მე ჩემს ნავში თვალდახუჭული ვიჯექი და მედიტაციას ვატარებდი. შესანიშნავი საღამო იყო. ამ დროს კი ცარიელი ნავი, რომელიც გასაკვირად შუა ტბაში აღმოჩნდა, ჩემს ნავს შეჯახა. ძალზე განვრისხი! თვალები გავახილე და საცემად იმ კაცს დავუწყე ძებნა, რომელმაც სიმშვიდე დამირღვია, მაგრამ მე მხოლოდ ცარიელი ნავი შემრჩა ხელთ და ვისზე უნდა მეყარა ჯავრი? მე არაფერი მიქნია, დავხუჭე თვალები და ჩემი რისხვის დაწყნარება დავიწყე. ამ ამბის შემდეგ ჩემი ცხოვრების გზაზე ერთი ნაბიჭით წინ წავიწიე. ცარიელი ნავი ჩემი მასწავლებელი გახდა. შემდგომში, როდესაც ვინმე…


13.07.2015

- არაფრის თავიდან დაწყება არ არის საჭირო. ეს იგივეა, რაც კრინოლინითა და პარიკით გასეირნება. ჩვენ ერთად ვართ - დიდი ხნით თუ ცოტა ხნით, ვინ იცის? ჩვენ ერთად ვართ რაც მთავარია- და ეს საკმარისია. რად გვინდა ათასნაირი ცერემონია?

- " დიდი ხნით თუ ცოტა ხნით... " ეს არ მომწონს, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია. შენ არ მიმატოვებ, თუმცა შენც იცი, რომ ესეც ლიტონი სიტყვებია.
- ოდესმე მიუტოვებიხარ ადამიანს, რომელიც გიყვარდა ?
- ორიდან ერთი ყოველთვის ტოვებს მეორეს. მთავარი ისაა, რომელირომელს დაასწრებს.
- მერე შენ რა ქენი?
- ყველაფერი! ყველაფერი! მმაგრამ არაფერმა მიშველა. ვერც კი წარმოიდგენ რა უბედური ვიყავი.
- დიდხანს ?
- ასე, ერთი კვირა.
- არც ისე დიდი ხანია.
-…


25.12.2015

დიდი ხნის წინ ერთმა მოხუცმა თავის შვილიშვილს ერთი ცხოვრებისეული ჭეშმარიტება გაუმხილა:

- თითოეულ ადამიანში მიდის ბრძოლა, რომელიც ძალიან ჰგავს ორი მგლის ჩხუბს. ერთი მგელი წარმოადგენს ბოროტებას: შურს, ეგოიზმს, ამბიციასა და სიცრუეს. მეორე მგელი წარმოადგენს სიკეთეს: მშვიდობას, სიყვარულს, იმედს, ჭეშმარიტებასა და რწმენას.

შვილიშვილი, რომლის გულსაც ეს ამბავი ძალიან შეეხო, დაფიქრდა, შემდეგ კი ჰკითხა:

- და ბოლოს რომელი მგელი გაიმარჯვებს?

მოხუცმა გაიღიმა და უპასუხა:

-ყოველთვის იმარჯვებს ის მგელი, რომელსაც შენ კვებავ.


Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut