მე მინდა მუდამ გფარავდეს ღმერთი
წყალობა მისი,სინათლე მზისი
გისურვებ ლამაზ დღეების ტკბობას
და მოგილოცავ დღეს გიორგობას !
**********
წმინდაო გიორგი,წმინდათა წმინდავ
ეს სათხოვარი მე შენთვის მინდა,
გთხოვ დაიფარე ამის მკითხველი
და ყველა განცდა მოუსპე გზიდან
**********
ამ გიორგობა დღესაო,
ლოცვას გიგზავნი ბევრსაო,
იხარე, იბედნიერე,
არ შეუშინდე წლებსაო,
გფარავდეს წმინდა გიორგი
აწ და მრავალსა წელსაო!
Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!