Właściciel bloga: Ufulo Mdidari

Ufulo Mdidari
33, Tbilisi, Gruzja

პატარა იყავ და ამიტომაც

თუ ვერ გამჩნევდი-მეპატიება.
რას ვიფიქრებდი,არ დამინდობდა
შენი ქალური შურისძიება.

და თუ გიყვარდი,როდია ჭორი
ან ქარაგმულად თქმული იგავი.
მიუწვდომელი და შორზე შორი
შენს თვალში დიდი ვინმე ვიყავი.

და როცა ეშხი შეგმატეს წლებმა,
როცა სიმწიფის ფერი გაჩუქეს,
შენ დაგინახა სულყველამ ერთად:
თვალებმა,გულმა და სიჭაბუკემ.

და შეიცვალა ჩვენი როლები
შენ გამირბოდი...მე გდევდი ბოლოს,
შენ წითლდებოდი და ათრთოლებით
უხერხულ სალამს მაძლევდი მხოლოდ...

ერთხელაც გზაზე აღარ გაგიშვი,
ლამაზ თვალებში ჩაგხედე დარდით,
ამხელა ბიჭი,მაგ შენს თვალებში
რა პატარა და უმწეო ვჩანდი!

მას შემდეგ მუდამ გხვდებოდი მცინარს,
თითქოს მიმზერდი კიდეც ზემოდან.
გავიწყდებოდა სალამი ხშირად
და ძველებურად აღარ გრცხვენოდა.

ბოლოს გავიგე როგორ დაგკარგე,
დაგკარგე...დამრჩი…


შემომეჩვია ზრახვები ავი,

მინდა ამაღამ მოვიკლა თავი,
დამჩხავლებს ალბათ საფლავზე ყვავი,
გიჟი ყოფილა ეს საცოდავი,
მერე საფლავის გაყინულ ქვაზე,
ამოტვიფრავენ სიცოცხლის ხანას,
დამიტირებენ საოცარ ხმაზე,
მიმაბარებენ სულ სხვა ქვეყანას,
ყველაზე დიდი სულ ერთი წელი
გამიხსენებენ ცალკე სასმისით,
შეეჯიბრება ერთმანეთს მთქმელი,
სულ სხვა აზრით და სულ სხვა ხალისით,
წარმომადგენენ სასწაულ მთქმელად,
ზოგი ჩემს ქებით აიდგამს ენას
და გაირკვევა მოულოდნელად
რომ ვყვარებივარ უკლებლივ ყველას,
ვფიცავარ მართლა ვერაფეrს ვხვდები
და მაინც ამ ერთ შეკითხვას ვბედავ,
"თუ კი მოვკვდები ხომ გეყვარებითი
რა დაგიშავეთ ცოცხალმა ნეტავიი?"


დღე გათენდა სიყვარულის
მზის მაგვირად შენით ვთბები
მე სასმისი აღარ მათრობს
მხოლოდ შენი ხილვით ვთვრები
მხოლოდ შენზე ფიქრობს გული
ჩემი ვნება ნახატია ცაზე
მთვარე აღარა ჩანს შენი სახე ახატია
ცის ღიმილს ცაზე ვეძებ
ქარად მივლის შენი სუნთქვა
საოცარი დღე არისო
სიყვარულის დღეზე უთქვამთ
ჩემი გული შენ გეკუთვნის
ჩემი გრძნობაც არის შენი,
რაღაც თავში აგივარდა,
ჩემო კარგო.....წადი შენი!


უძირო თვალებს დაგიკოცნი,
მერე...ჩაგიკრავ გულში,
ჩაგეხუტები, თავს მოგადებ
და ჩაგჩურჩულებ ყურში-
კი არ მიყვარხარ-მესუნთქები,
როგორც ჰაერი სუფთა,

როცა ჩემს გვერდით მეგულები,
შმაგს ვემსგავსები სუმთლად...
ამეკვიატე...გადამრიე...
ცხოვრებას გითმობ, გინდა???
ჩემთვის კერპიც ხარ,ცოდვიანი
და სალოცავიც წმინდა...
წამწამს წამწამზე მოგადებ და
ტუჩებს ტუჩებში ვხლართავ,
გულში გულს გიცვლი,ჩემს სიცოცხლეს
შენს სიყვარულში ვხარჯავ...
...უძირო თვალებს დაგიკოცნი
და ჩაგჩურჩულებ ყურში-
"ჩემი სუნთქვა ხარ"...მოგეხვევი
და ჩაგეკვრები გულში


მომეცი ხელი,
უჩემობა, ვიცი გაწუხებს...
და გამეტებით, დაუნდობლად,
ამტვრევ მარწუხებს...
მომეცი ხელი,
უშენობა ისევ მაწვალებს...
გადაგღეღია ეგ ფიქრები,
ვითვლი ნაკვალევს...
ხელი მომეცი,
ამირიე ისევ გონება...
რომ დამამარცხე უშენობით,
ნუ გეგონება...
მომეცი ხელი,
გული ისევ ამიფერადე...
და განაბული დამელოდე,
გაგიჟებამდე...
მე მაღლა მინდა,
შენთან მინდა, მაინც ამოვალ..
რომ ვერასოდეს მომიშორო,
ისე წამოვალ.


არ მინდა დაგკარგო და მერე მივხვდე,რომ
შენს მზერას შეეძლო ჩემი მზეც ეხილა...
და თუკი ტკივილი არის დღეს საჭირო
მტკივა ვთქვა ჯობია ვიდრე ვთქვა-მეტკინა!
არ მინდა წახვიდე....
შეგრძნება არ მინდა ვიწვნიო სიშორის....

არ მინდა გაქრეს და მერე კვლავ აღმოჩნდეს,
რომ შენთან დღეს ერქვა -დღე ლურჯი ზღაპრების...
დარჩი და ბოლომდე მიმიშვი შენს სულთან
და ვნახოთ ერთმანეთს სადამდე გავყვებით!
დღეს ვხვდები შეეძლო ჩემს ფიქრს და ოცნებას...
არ მინდა წახვიდე...ამტკივდი თუკი გსურს,
რომ არ ვთქვა , რომ არ ვთქვა, რომ არ ვთქვა მეტკინა!


დარდ დამიმძიმა სხეული
ნაღველმა გული შაიპყრო
ლამაზ ქალაის თვალებმა
გულ და გონება წაიღო.
მინდიხარ ქალო, მაგელი
მწადიხარ ვითამ სიცოცხლე,
შენ თავ არავის დაუთმობ,
დაიმახსოვრე! იცოდე!
გამამყევ ქალო ჩემთანა
მინდა სამოთხე გაჩვენო
სიყვარულით და ტრფობითა
ჩვენ მომავალი ვაშენოთ.
აგრე ნუ მიბღვერ ქალაუ,
გულს რად მიწვალებ, ცოდვა ვარ,
ერთხელ გამექეც პატარა?!
მეორედ მოვალ, მოგნახავ!
აი მერე კი მიბრთხილდი!
არსად შამამხვდე გიჯობსო,
მკლავზე რომ გადაგიგორებ
მერე მეძახე "შე ოსო"!
ოსი ვიქნები (გულით ქართველი)
რომ დაგიკოცნი მაგ ლამაზ ტუჩებს,
არსად გაგიშვებ, ხელს რომ ჩაგკიდებ,
შემოგატარებ დათოვლილ ქუჩებს..


დღეს ყველაფერმა დაკარგა ფერი
ცხოვრება თითქოს ტალახში გორავს
უგუნური და ფარისეველი
გმობს მოაზროვნეს, უკითხავს მორალს
აღარ არსებობს ნდობა, სიკეთე
გადაყოლია ხალხი გართობას
გღალავს სურვილი: ამხელა ბრბოში
მარტომ ებრძოლო უსამართლობას.
თუ სიყვარულმა დაკარგა აზრი
და მეგობრობის ფასი არ მყარობს
რა შეგიძლია? შენი ლექსებით
გინდა შეცვალო მთელი სამყარო?!
როდესაც თავზე დაგყურებს ფლიდი
და უმეცარნი ყალბად ელავენ
შენი ღირსებით გახელებულნი
ბილწი ენებით გადაგთელავენ.
ვინ გაიგივებს ბოღმით დემონთან,
ვისთვის ნამდვილი ანგელოზი ხარ
სიკეთისა და რწმენის ქომაგი
დღეს სევდის ფერით რად შემოსილხარ?
ნუ დაგასუსტებს უიმედობა,
ნუ მიეცემი დარდების გროვას
ყოველი დიდი ტკივილის შემდეგ
გარდაუვალი სიმშვიდე მოვა...


ხედავ ჩქარობთ, მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ,
ვერ მიცანით? სულ ვერაფერს მიგახვედრეთ?
თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ ქალბატონო.
რატომ შეკრთით, ღაწვებს ფერი დაჰკრავს თეთრი,
ნუთუ გულში ძველი გრძნობა კვლავ ბატონობს?
გამოცვლილხარ. . .
თუმც თვალები ძველებური შეგრჩენიათ ქალბატონო.
მე როგორ ვარ, რას ვაკეთებ, რად არ მკითხავთ?
ცოლი მყავს და შვილიც უნდა გავათხოვო,
დღეს ყველაფერს ერთად გეტყვით, რაც არ მითქვამს
ქალბატონო. . .
მაგ სიმკაცრით თუ უზომო სიამაყით,
რა მოიგეთ, რა საჩუქარს ელით ბოლოს?. . .
მენანებით. . .ლოდინით და დარდით დაღლილს,
სიბერეც კი შეგპარვიათ ქალბატონო. . .
თქვენს წინაშე თუკი რამე დავაშავე,
ამიხსენით! . .მიმანიშნეთ! . .არ დამზოგოთ!..
საკუთარ თავს ჩათვლით ალბათ დამნაშავედ;…


poprzednia 1 2 3 4 5 6 następna →
Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut