Właściciel bloga: natia

natia
39, Tbilisi, Gruzja

ერთ დღეს მეგობრები ერთად შევიკრიბეთ, მე არანაირად არ მინდოდა წასვლა მაგრამ ძალით წამიყვანეს ცოტა გულს გადააყოლებო. იქ იკაც იყო, ძალიან გაუხარდა ჩემი ნახვა, თვალები გაუბრწყინდა და ლექსიც კი წამიკითხა, საერთოდ უყვარდა ლექსების წერა, ჩვენს სამეგობროში ერთი პოეტი იყო. . . . . . თქვა ამ ლექსს ჩემს უსაყვარლეს ადამიანს ანის ვუძღვნი, რომელიც მისთვის დავწერეო და დაიწყო:
"დარდი ვერ გამიქრო განშორებამ სიცოცხლე, შენ ისევ მელანდები,


ვიცი რომ დაგკარგე სამუდამოდ ვიცი და მაინც მენატრები,


გრძნობა მომეძალა შენი ნახვის, გული მოლოდინით ამიტირდა,


კიდევ გავუძლებდი სიმარტოვეს, მაგრამ უშენობა გამიჭირდა,


ისევ ძველებურად მენატრები, აღარც სიყვარული მიძველდება,


ვიცი არასოდეს დაბრუნდები, მაგრამ დაჯერება მიძნელდება. . . . . . . "

მოგეწონა ანი?!


არა!


რატომ?


იმიტომ, რომ…


გრძნობა გონების გარეშე.. გრძნობა საზღვრებს გარეშე.. გრძნობა, მე, შენ და სხვა არაფერი.. მიყვარხარ..

მე შენ გგრძნობ.. მე შენით ვსუნთქავ.. მე შენით ვარსებობ.. მე შენზე ვლოცულობ.. მე შენ მზეს გადარებ.. მე შენ მიყვარხარ..

შენ ხარ ჩემი სიცოცხლე.. ჩემი სამყარო და ჩემი ჰაერი და ჩემი მზე და ჩემი გათენება და ჩემი ფიქრი და ჩემი სიყვარული ხარ..

მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად.. შენ ხომ იცი, როგორ მიყვარს მზე.. დიდი, თბილი და ყვითელი.. მანათობელი და მაცოცხლებელი.. მე უკვე მზეზე მეტად მიყვარხარ..

მიყვარხარ და ასე მგონია, ჩვენი სიყვარული დედამიწას ატრიალებს.. მიყვარხარ და სამყარო ჩემი მგონია.. მიყვარხარ და სიცოცხლე მიხარია.. მიყვარხარ და მიყვარხარ და მიყვარხარ..

დილა იწყება შენით, მაგრამ არ მთავრდება.. რატომ? იმიტომ,…


-მე შენ მიყვარხარ!
-არა გჯერა?
-ვიცი რაღაც დაკარგა ამ სიტყვამ მეოცე საუკუნეში,თითქოს გაიცვითა და აღარავინ იჯერებს.ხომ შენც ასე ფიქრობ და ალბათ ამიტომ ხარ ასე შორს და არ გჯერა ჩემი.მე კი… მე კი ისევ იმის თქმა მინდა რომ…

მე შენ მიყვარხარ!
ყველაფერმა აზრი დაკარგა ჩემს ირგვლივ შენს გარეშე.ურთიერთობას ვეღარ ვახერხებ ვერც სულიერთან და ვერც უსულოსთან.ისინი მე გამირბიან.თითქოს დაიცალა მთელი სამყარო და დავბორიალობ უსახო სიცარიელეში.დილით რომ ვიღვიძებ,საშინელი სევდა მომყვება ხოლმე სიზმარეული ქვეყნიდან.ყოველ ღამე სიზმარში გხედავ,ისეთს როგორიც იყავი.
დილა არის.
თოვს.
ფანჯრიდან გხედავ,რომ ჩემი სახლის წინ დგეხარ და მელოდები.
თოვს.
ზეცა ნებივრობს შენს კულულებზე,თეთრი ფანტელებით გეალერსება,სახეზე გათოვს.მე შინიდან გიყურებ და კარგა ხანს გარეთ არ გამოვდივარ.ამ წუთში შენ ზეციდან მოფრენილ ანგელოზს გევხარ.დგახარ ჩემს…





ჩემთან რა გინდა –
ჩემთვის ვთამაშობდი, დე...
ყველა ტანკი ავაფეთქე.
ბოროტები დავხოცე და
პრეზიდენტობანას ვთამაშობდი, დე.

ღილები თავისით ამწყდა – ჯიბეში მაქვს.
კოპები გუშინდელია,
სისხლები ფლომასტრით მივიხატე, დე.
ჯინსი რომ გამეხა, ხო არაუშავს,
ხო მაინც მოდაშია, დე.

დე, დე, ღამე ძილში
ვიღაცები რომ მოდიოდნენ,
შენ რომ მეუბნებოდი, სიზმარელები არიანო,
რატომ აღარ მოდიან, დე?
ალბათ სიბნელის და შავი ხელის
ჩემსავით ეშინიათ, დე.

შენ რომ დამიძახე
საჭმელად მოვდიოდი,
მაგრამ მათხოვარმა გამაჩერა,
შენ რომ ფულს ჩუქნიდი და
მუჭში რომ მაქვს, ეს ხატი მაჩუქა,
კარტოფილი ხომ არ გაცივდებოდა, დე?

ეტყობა, ერთი ბოროტი ვერ მოვკალი.
ცოტათი ამეწვა,
ხომ მალე მომირჩება, დე?

მე არ მისვრია,
იმან მესროლა,

შენს თავს ვფიცავარ, არ მტკენია, დე...


poprzednia 1 2 następna →
Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut