Właściciel bloga: Beqza

Beqza
44, Tbilisi, Gruzja



ხაზები, წრეები, რკალები, ძვირფასო,
კუბები, ფერებში გაქნილი მიმიკის
ფორმები: ცივები, თბილები - პიკასოს
ტილოზე მე ვყავარ, ან იქნებ პირიქით -

ღმერთები... - არა! და დასერილ ესკიზებს
უყურებს მავანი: არეულს, გაფანტულს...
ძვირფასო, უყვარხარ! უყვარხარ დღეს ისევ,
გაბზარულ სარკეში ბინადარ ტარანტულს.


20.04.2015

სიზმარში გნახე -
შენ, როგორც შანსი...
სიზმარში გნახე.
ცხადია, აქ რომ
არ ვიტყვი სახელს -
ჩემს გულს რომ ვასვი.
არ ვიტყვი სახელს
რომელსაც ვაქრობ,

ვშლი და ვერ ვილევ, -
არ მეიოლე...
ვშლი და ვერ ვილევ...
რაღაცა "იზმი"
შეჰყრიათ სიზმრებს
და სიმეორე...
შეჰყრიათ სიზმრებს
უცნობი მიზნით.


ერთი ცხვარი, ორი ცხვარი, ...


არ ვიცი, გულსაც რატომ ეძნელა,
როცა გონება, ცაა - კრიალა:
სიტყვაც რამდენი ხანი ეძება:
"მართლა კიარა! მართლა კიარა!.." -

... ვერ დაარწმუნა, ვერ დააჯერა,
ამ შთაგონებამ, გული, თუმცაღა:
არაო, არა! - და არც ამჯერად
არ დაგაღონოს, გულო, უარმა...

თუმცაღა ძილში გატან ფორიაქს -
მშვიდად იძინე - ჩემსავით განა:
სიმშვიდემდე რომ მილიონი მაქვს
კიდევ სათვლელი - შავი ცხვრის ფარა...



აქ ვარ, თქვენც ისევ აქ ხართ: მკვდრები, ცოცხლები, სხვები...
როგორც ოთახში მაქმანს, ქარი უჩინრად არხევს.
წინ, საოცარი ხედი აქვთ დაფარული სახლებს
და მოქუჩებულ ალაგს ასდის სურნელი ვნების.

თითქოს გაუქრა კიდე და სახლს გაუდის ლანდი...
ქართა ვინ მოთვლის რიგებს, წყება წავა და მოვა;
ვერ ავისრულებთ წადილს; ახლა ისეთი დროა, -
ჭერში გაჟონავს - იდენს, - თითქოს არავის ვწამდით,

მაგრამ ვიცი, რომ აქ ვარ: მკვდრებით, ცოცხლებით, სხვებით...
ამ მოქუჩებულ ალაგს, უმოლანდებო სახლებს,
ასდის სურნელი ვნების; ქარი უჩინრად არხევს...
და ჩემს ოთახში მაქმანს, ყავს დაჭერილი ხედი,

როგორც პირღია თევზი, ქარი რომ მზეზე ახმობს,
ის კი მდუმარედ ებრძვის, თავის უჩინარ სევდას.
აქ ხართ, ძალიან ახლოს, თუმცა თვალი ვერ ხედავს,
ამ ქაოსში თქვენს წესრიგს და ნასახლართა ამბოხს.

თუმცა ვიცი რომ აქ…


13.02.2014

არ მინატრია არცერთხელ
თოკით ამ ტოტის ცდუნება.
აგერ, ეზოში დგას ეს ხე
და მას ქარიც არ უბერავს.

არ შეტოკდება, რაგინდ რომ
ზედ დაეკიდო ნაყოფად.
არ მინატრია: ავკიდო
ჩემი ამქვეყნად არყოფნა.

ის ვეღარ ისხამს გაზაფხულს,
საბუდარს არ წნავს ჩიტი ზედ,
თუმცა, ზოგჯერ მეც აღარ მსურს,
ეს უნაირო სიფხიზლე.

გავხედავ ხოლმე... ის კი კვლავ,
ტოტიდან აფრენს შავ ყორანს.
მსგავსია ჩემი ლირიკაც,
კავშირი მასთან ახლო აქვს.

მეც ხომ მტრედივით არ ვაფრენ, -
ფრთხებიან უფრო ყორნებად...
რომ ჩემს ეზოში გამხმარ ხეს,
ნაყოფად ზედ გამოებან.



შენთან შერწყმული არ ვარ, არც შენი,
შენში დაკარგვის, რომ ამცდა მიკვირს, -
ხვედრი, შუადღით მნათი სანთელის;
ზეცის, რომელიც ზღვაში დებს ქვირითს.

გიყვარვარ, კვლავაც გპოულობ ყველგან -
ვით მშვენიერ სულს, ლამაზს, ბრწყინვალეს,
ვინც უნდა ვიყო - ვიდრე მე, მე ვარ:
მზის სხივ-ზვინებში მოკონწიალე...

სიყვარულში ღრმად ჩამძირე - ბრმა, ყრუ
დამტოვე - სულმთლად ცლილი გრძნობისგან;
შენს სიყვარულში მშვიდ-მყოფი არც თუ,
ვარ კელაპტარი - ქარიშხლობისას.



უმეტესწილად,
აღვიქვამ ნათლად ყველაფერს ირგვლივ,
უმეტესწილად,
მყარს ვადგამ ნაბიჯს და მჯერა იღბლის,
ძალმიძს გზას გავყვე; ნიშნების აღქმა,
დავრჩე სწორ გზაზე, აღმა თუ დაღმა..
წინაღობები დავძლიო, ძალმიძს.
ვეღარც კი ვამჩნევ, რომ ის გამცილდა,
ასე დავდივარ უმეტესწილად.

უმეტესწილად,
ცნობიერება ნათლად აღიქვამს,
უმეტესწილად,
არც კი შევცვლიდი რამეს ამრიგად.
ვეღარ დავამთხვევ ისევ გზებს, მაგრამ,
ვპატრონობ გზას, ფეხს რომელსაც ვადგამ.
ძალმიძს, რომ ყოველ სიტუაციას
ავუღო ალღო და თუ მაცლიან
ძალმიძს გადავრჩე, ძალმიძს ვითმინო!
და მის შესახებ მცირე ფიქრიც რომ
არ გავიელვო უმეტესწილად.

უმეტესწილად,
შეუვალი ვარ - კედელი სალი!
უმეტესწილად,
მე მყოფნის ძალა - არ მძულდეს არვინ.
და ილუზიებს არ ვაგებ, ვიდრე
არ მძლევს ამ სენის ავი სიმდიდრე.
მე არც ეჭვები მაშინებს, რაგინდ
მოიცვას ბინდმა - ემონოს ამ ბინდს.
ძალმიძს ღიმილი მოდგმის წინ - კაცთა.
და მის ტუჩებზე, ჩემების განცდა -
აღარცკი მახსოვს უმეტესწილად.

უმეტესწილად,
ჩემს გონებაში აღარ…



მეშინია, რომ დავკარგო ბრწყინვა თვალთა
შენი მზერის, – სასწაული, სიღრმე მათი;
ვერ შევიგრძნო შენი სუნთქვა ახლოს ღაწვთან
და ღამეებს აღარ ახლდე – დილის მნათი...

ვით ხეს, მტკივა უფოთლობა, მტანჯავს რარიგ,
მიმძიმს, სევდის სულს რომ მიხრავს ჭიაყელა
ვინ უშველის უმზეობით გამხმარ ყარიბს,
თუ გვალვაა უშენობით – დილა ყველა...

ჩემი გულის ცხონება ხარ, მისი საზრდო,
შენ ხარ ჩემი ზე სამყარო, ხსნა და ჯვარი.
მე – ქოფაკი შენი, ერთგული და სანდო,

საიმედო ხომალდი ვარ – ნაპირს მდგარი;
შემოდგომამ რომ ფოთოლი ჩამოაგდო
და ცივ წყალზე გააჩინა ბზარი.


მე ვიღაცის შიგნით ვარ,
რომელსაც ვძულვარ. ვიხედები
მისი თვალებიდან. ვყნოსავ
მის სუნთქვაში დაბინძურებულ
მელოდიებს. მიყვარს
მისი უბედური ქალი.

ღიობები მეტალში - მზისთვის. სადაც
ჩემი თვალები სხედან, ბრუნავენ ცივი ჰაერის პირას, -
სინათლის მზერის, მკვრივ ხორცად რომ
მეტმასნება, როგორც ქალი,როგორც კაცი,
ჩრდილის, ხმის და აზრის არმქონე.

ეს არის კონვერტი (ხორცი,
სადაც უმანკოება იარაღია.
აბსტრაქცია. შეხება. (არა ჩემი.
ან შენი, თუ შენ ხარ სული, რომელიც
დავტოვე, ბრმა რომ ვიყავი და მყავდნენ
მტრები, მათ კი მე ვყავდი მკვდარი
(თუკი ის ლამაზია, ან შეცოდებული.

ეს შეიძლება იყოს ტკივილი. (როგორიც ახლა, როცა
მთელი მისი სხეული ტკივილს მანიჭებს.)
ეს შეიძლება იყოს მად. ან
ტკივილად. როცა ჩემგან გაქცეულმა,
ტყეს შეაფარა თავი.

ან ეს ტკივილი, გონებამ
ვერცხლის სპირალით შემოახვია მზეს,
ისე მაღლა, ვიდრე ოდესმე წარმოიდგენდა
მოხუცი კაცი…



Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut