Właściciel bloga: leo86

leo86
37, Tbilisi, Gruzja

სიტყვის მაგივრად გეტყვი რითმებით,
თუკი გავბედავ ბოლომდე სათქმელს
ქარებს მაგონებს ეგ ხშირი თმები,
შენი თვალები ჰგავს უცხო სასმელს.

თითქოს იღვრება შენგან სინაზე
და მეც ფიქრებმა ფიქრი წამართვა.
..ალბათ შენს სახელს წერენ სილაზე,
მე კი ვერ შევძლე რითმის გამართვა.

სხვები შენ ალბათ ბევრს გიმღერიან,
ან გაღმერთებენ, ან ირევიან.
როცა გხედავენ, არ გიბღვერიან,
ალბათ ისინი არც ილევიან.

ძნელია, როცა მოგწონს ლამაზი
და როცა იცი, რომ მართლა მოგწონს,
ის შენთვის არის ძვირი ალმასი
და შენი ფიქრი მასზე ფიქრს მოგთხოვს.

რა კარგი იყო შენი ყურება,
არ ვიცი რატომ, მართლა არ ვიცი,
ფიქრთან მომინდა შეპასუხება
და უშენობას უკვე განვიცდი.

იმას არ ვამბობ, რომ შემიყვარდი,
არც იმას ვითხოვ, შენც შეგიყვარდე.
.. მე არასოდეს მომირწყავს ვარდი,
ან მე საერთოდ ვინ მანდობს ვარდებს?

სულ ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე
ამ ცხოვრებაში ჩემი მისია:
თურმე ვინც…


შენი სიცოცხლე,
შენი ნაბიჯი,
მე შემაყვარა შენმა სარკმელმა
მე მიხარია,–
შენ რომ არსებობ!
ვისი ხარ,–
ეს რა ჩემი საქმეა!

შენით თენდება,
შენით ღამდება,
შენი ვარ,
შენთან მინდა ხელახლა!
შენა ხარ–
რაც მე გამიხარდება,
რაც მეწყინება–
ისიც შენა ხარ!


გითხრა რა იყო?
არაფერი. . . მინდა აქ იყო.
დარდი გაგიყო
უშენობამ იცი რა მიყო?
სული დამძიმდა…
არაფერი აღარ მახარებს...
სევდა მაწვიმს და
ცრემლი კოცნის დაღლილ წამწამებს.
ყველა შორი და . .
ახლო მდგომი უფრო დუმდება.
ის ვინც მოვიდა
არ მოსული უკან ბრუნდება..
გზები გაიყო...
ცა გაიღო...
გული გაიპო…...
ბნელმა ნათელი შემიცვალა
და მზე წაიღო.
შველად ვეძებე შენისთანა
არსად არ იყო.
უკვე სიკვდილმაც შემიყვარა
გესმის რა იყო?!


ორი ობოლი კოცნა სიკვდილ სიცოცხლის ზღვარზე,
შენი თვალების ზეცა, ვით სიარული ზღვაზე.
უსასრულობის შემდგომ შეყრა ცხოვრების გზაზე,
მოდი ამავსე შენით მარადისობის კარზე.
მართლაც ვერავინ ხედავს, მართლაც ვერავინ ამჩნევს,
როგორ ერთდება ორი უხილავ სიტყვით სვლაზე.
მე შენ თავს აღარ დავთმობ, აღარ დაგტოვებ მარტო
დასრულდა ჟამთა სრბოლა დროა მღერისა ქნარზე.
რას ვიფიქრებდით მართლაც, ამდენ ტკივილის მერე,
თუ გაქრებოდა ბოლოს ორიათას წლის ღამე.
ჩაგიკრავ გულში ჩემო და შენ სიყვარულს დავლევ,
მიყვარხარ უფრო ძლიერ ვიდრე ვინმეს და სადმე


მე მიხარია თქვენი გულები
და ამიტომაც გიძღვნით სტრიქონებს.
როდესაც სუნთქვას ვიგრძნობთ აპრილის,
ზამთრის სიცივეს ვინ მოიგონებს?..

ვინ მოიგონებს სევდით განთიადს,
ანდა სიბერეს, სიშიშვლით ქცეულს.
როდესაც ხმათა მრავალჟამია,
როდესაც ღვინოს მივართმევთ სხეულს.

იგრძენით სხივი მხურვალე ტანში,
შლეგი გრიგალი ტალღოვან თმაში.
იგრძენით, როგორ აფეთქდა თმენა.
იგრძენით რომ არ დაბერდა ვნება.

ო, რა გიჟია... მარტის კვირტებში
აპრილის სუნთქვის მხურვალე განცდა.
მთვარის ქორწილში მზე, რომ გადნება
და ზღვის ტალღებში ბილიკით ჩავა.

გულში მომწერეთ, წერილი გულში.
იქ, სადაც სისხლი მუდამ მთვრალია.
თქვენი შეგრძნება მე მინდა სულში.
ფიქრებთან გრძნობა გადამდნარია.

როგორ მიყვარს თქვენი მზერა,
სადღაც ცას , რომ სიღრმეს სტყორცნის.
გულს, რომ სული ეფინება,
კრძალვით მზესთან თოვლიც მოდის.

გადათუთქულ მარგალიტებს ერთად,
წამწამებთან შეგიგროვებთ ლოცვით.
არ გამიქროთ, გევედრებით ზეცა,
ეს ცა ჩემთან სიყვარულით მოდის.

შალვა ლონდარიძე


წუთი მინატრია,წუთი ღიმილების,
მსურდა არ მქონოდა ბედთან ჩივილები,
დილა მინატრია მზით და სიხარულით,
მუზა წაკიდებულს დიდხანს სიარული.
ღამე მინატრია,ღამე გაგიჟების,
ახლოს მოარული თბილი ნაბიჯები.
სახლი მინატრია სითბო ავსებული,
გული ნაერთგულებ გრძნობით გავსებული.
ყველა აღტაცება ლექსად დაწერილი
წამი საათამდე თმენით გაწელილი.
მართალ თვალებისთვის ცქერა ბედნიერი,
ნდობას შეჩვეული, გრძნობა ნებიერი.
ლოცვა მინატრია,არა შიშნეული,
გული იმედიან ფეთქვას მიჩვეული,
ხელი მინატრია,მხრებზე შეხებული,
თუნდაც ჩითის კაბა,ოღონდ შექებული.
ასე იმედ-იმედ ვკეცე განთიადი,
ვეღარ გავიზარდე, ვეღარ ავფრთიანდი.
ბედს რომ მოველოდი,ნატვრებს მახარებდა,
სხვასთან წავიდა და ჩემზე ხარხარებდა.


ლურჯი ცა ისე ცივია, რომ ნაცრისფერ

ღრუბლებს ფეხი ეყინებათ,
წვიმა ცრემლად მოდის, ზეცა ძირს ჩამოდის,
ალბათ რაღაცაზე მათაც ეტირებათ.

ზამთრის ეს დღეები ისეთი ნელია, რომ
დრო ფეხად მიითრევს წამებს წუთებიანს.
ჩემთვის უშენობაც ისეთი ძნელია, რომ
აჩრდილს ვემსგავსები თეთრს და თან ცრემლიანს.

გული მეყინება, ყველა მოგონება
როგორ ჩამოვკიდო სულში ლოლოებად.
შენ რომ ჩემთან იყო ფიფქებს გაჩუქებდი,
ესეც გცეულიყო ლამაზ მოგოდებად.

წამო, გავეკიდოთ სუსხიან იანვარს,
ყველა ოცნებები გავუშვათ თოვაში.
მერე შორს გავიქცეთ, სადღაც დავიმალოთ,
ცუდიც წაუღია მოვარდნილ ნიაღვარს.

იცი? არასოდეს არ მითქვამს შენთვის, რომ
ახლა უშენობა ძალიან ძნელია.
ბილიკს გამოვყვები თოვლიანს შენამდე,
სხვა გზა ჩემო კარგო შენამდე ბნელია.

იანვრის ცა ისე ცივია, რომ ნაცრისფერ
ღრუბლებს ფეხი ეყინებათ.
წვიმა ცრემლად მოდის, ზეცა ძირს ჩამოდის,
ალბათ რაღაცაზე მათაც ეტირებათ...


წვიმის წვეთებით აგიხსნი სიყვარულს,

თოვლის ფანტელით მოგეფერები,
მზის სხივებით გაგიშლი გულს და
შენს ირგვლივ იქნება ლამაზი ფერები.

ცას ვარსკვლავს მოვსწყვეტ, ფეხქვეშ დაგიგებ
ცხრა მთას გადავალ, შხამსაც დაგილევ,
მითხარი „მიყვარხარ“ და მე გაგიგებ,
ჩვენს სადღეგრძელოს თუ ისევ დამილევ.

ხელჩაკიდულნი გავივლით ბილიკებს,
მინდორში დაგიკრეფ ლამაზ ყვავილებს,
სიყვარული შენ კარებს გაგიღებს
შეაბიჯებ და აღარ გაგიშვებს.

ლექსებს მივუძღვნი შენს სილამაზეს
შენს სათნოებას და სითამამეს,
არასდროს გაწყენ არ გიღალატებ,
ოღონდ მითხარი: „მე შეგიყვარებ“


ო როგორ მტანჯავს შენი სიტყვები,

ნუთუ მე და შენ ერთად ვიქნებით?
ვერ გეუბნები მე რომ მჭირდები…
შენ გვერძე ვდგავარ თან მენატრები
რაც უნდა მოხდეს არ გიღალატებ
შენს მოლოდინში აჩრდილი ვრჩები
და თუ ეს გრძნობა მე მონად მაქცევს
იყოს მასე და მონად დავრჩები…

არ მეშინია მონად დარჩენის
რადგან ვიცი რომ შენ მეყვარები
ოღონდ ეს გრძნობა გამაჩნდეს სულ თან,
სადაც შენ წახვალ თან გამოგყვები

ფიქრებით მხოლოდ შენთან ვიქნები
და შენც სულ გქონდეს ჩემი იმედი
თუ ისე მოხდა რომ შეგიყვარდი
მე დღე და ღამე დაგელოდები…


შენ რა ლამაზი იყავი მაშინ
როცა მინდორში პეპლებს დადევდი,
ისევ ვიხსენებ არ მავიწყდება
თუმცა სხეულით თითქმის დავბერდი.
ნეტავ ვიცოდე რად მიმატოვე
ან გაგიცივდა გრძნობები ნეტავ?
მე სიყვარული გამიორკეცდა
თუმაცაღა უკვე ვეღარსად გხედავ.
არ მავიწყდება მე ის დღეები
როცა ჩვენ ორნი ვისხედით მარტო,
და ნეტავ ის დრო დაბრუნდებოდეს
თუნდაც ცოტა ხნით მე ამას ვნატრობ.
მინდა შევიგრძნო შენი სურნელი
და მოგეფერო წაბლისფერ თმებზე
უწინდებურად ნაზი თიტები მინდა გიკოცნო
მაგ ფერმკრთალ ხელზე.
ახლა არაფერს აზრი აღარ აქვს
სილუეტები შემომრჩა მხოლოდ

აღარც კი მახსოვს როგორ დავშორდით
მგონი ორივე ვტიროდით ბოლოს.
შენ რა ლამაზი იყავი მაშინ
როცა მინდორში პეპლებს დადევდი,
ისევ ვიხსენებ არ მავიწყდება
თუმცა სხეულით თითქმის დავბერდი.


Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut