Właściciel bloga: marika-

marika-
38, Gldani-Nadzaladevi, Gruzja

მე ბევრი მინახავს ქალი, მაგრამ ისეთი როგორიც შენ ხარ...არა

მე ბევრი მინახავს ქალი, მაგრამ შენზე ლამაზი...არა

მინახავს მეთქი, მაგრამ შენი ბუნების...არა

მინახავს სიყვარული, მაგრამ შენნაირი_არა

შენ ხარ ქალი ედემის ბაღში დაბადებული,

აფეთქებული ვარდის კოკორი და ეკლიანი.

შენ ხარ გრძნობა სიყვარულით ჩაუქრობელი,

მჭედლური ხელით დიდ ფრესკაში ამოტვიფრული.

შენ ხარ ქალი საუკუნის მიღმა მყოფელი,

ქვეცნობიერად მდედრი გენის წარმომსახველი,

შენ ხარ ქალი, ანგელოზი ღვთისმშობლის ხატი,

რომლის წინაშე ქედს მოიხრის, ყოველი მამრი...
 


11.11.2010

როცა სიცოცხლე მიხაროდა, გული სითბოსგან დამიცალე,
როცა სიყვარული დავაპირე, შენთან სიახლოვე ამიკრძალე,
ოცნება წმინდა რაც გამაჩნდა, ყველა ამირიე, წამიშალე...
შენი გაღიმება შემიყვარდა, მერე შეხვედრაც კი ამიკრძალე...
მარტო სიყვარულის ცოდვა მაწევს, მაინც არაფრით არ შემიბრალე...
შენი სიყვარული მიხაროდა, ღიმილი ცრემლით შემიცვალე...
ასე მკაცრად როცა განმსაჯე, თვალი ცრემლისაგან დამიცალე...
შენი დავიწყება დავაპირე, მაგრამ მერე ისიც ამიკრძალე...
 


ნუ დაეცემი სულს ნუ იტანჯავ
ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება
იფიქრე კარგი და დაინახავ,
რომ ყველაფერი კარგად იქნება!

როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას
შენი სამყაროც ისე იქნება,
გულს ნუ გაიტეხ,გწამდეს უფლისა
და ყველაფერი კარგად იქნება!

ტყილ-უბრალო ღელვა და შიში
განა ვერ ატყობ,რომ არ გიხდება
ნუ ფიქრობ,უფლის იწამე მარად
ა ყველაფერი კარგად იქნება!

როცა ვარდები დეპრესიაში და
შენი ტანჯვა ატყობ იწყება
მაშინ მოუხმე თვით შთაგოებას, თქვი!
ყველაფერი კარგად იქნება!

რომც დაგარწმუნონ შენ იღუპები
შენი სიცოცხლის წუთი ითვლება
რწმენას მოუხმე და შენ იხილავ , რომ
ყველაფერი კარგად ი!

თუ ცოდვები გაქვს,სულით დაეცი
ღმერთი არ გტოვებს,შენკენ იხრება
ის მოწყალეა ყველა ცოდვილის
და ყველაფერი კარგად იქნება!

როდესაც იმედს აზრი აღარ აქვს 
და შენი გული ბოღმით ივსება,
ერთადერთია რაც გადაგარჩენს, თქვი
ყველაფერი კარგად იქნება!

დიდი ნიჭია თავშეკავება
ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება
როცა ამ ნიჭს ფლობ,შენ უკვე იცი,რომ
ყველაფერი კარგად იქნება!


 ს 
ს ი ა ე,
ი დ ა!

ს ა? რ ა?
ა ი ი ა,
უ ი ო ს,
ს 
ი დ ა!





დ ს ს ი ი ა ი ა 2

 


30.09.2010

მე სიბრალული არ მჭირდება, ეს კარგად ვიცი.
ქარებს ვარჩიე ათასწილად ქარიშხალები....
ყოველთვის ჩემით წამოვდექი, როცა დავეცი
და დაცემულებს კიდევ ბევრჯერ დავეხმარები.

მერე რაა, თუ სხვაზე მეტად ყოველთვის მტკივა?!.
დასისხლული მაქვს დარტყმისაგან მუხლისთავები.
მაინც, დაცემულ ანგელოზზე ცოტა მეტი ვარ,
ამიტანია განა სხვა დროს ამისთანები?!....

არ დაიჯეროთ, მერე რა, თუ ხანდახან მცივა,
მერე რაა, თუ ამ დროს ვხდები აუტანელი,
შემოდგომაზე ხეს იმდენი ფოთოლი სცვივა,
კვირტებად რომ აქვს გაზაფხულზე გამოტანილი....

როცა გვიანი შემოდგომა მოჭირხლავს ბილიკს,
მოისარკება თეთრი სახე მზერადყინულის, -
ვიღაცა ჩემზე, უეჭველად, დაიწყებს ქილიკს....
რომ ვარ გულგრილი და გრძნობებში ზედაპირული.

ჰო, სიბრალული არ მჭირდება, - ეს ზუსტად ვიცი,
მაინც დაცემულ ანგელოზზე ცოტა მეტი ვარ.
რაც კი მებადა ყველაფერი უკვე გავეცი,
მიჭერს და... სული ამ სხეულში აღარ მეტევა...


მე სილამაზის მონა გავხდი შენი ნახვისას
თუმცა მეგონა შენი თვალები ვერ მაცდუნებდა,
მე რა ვიცოდი შენი თვალები ზეცად შობილნი
ულევ სიყვარულს,ბედნიერებას თუ მაჩუქებდა.

როდესაც გნახე მაშინვე მივხვდი,რომ ჩემი გული
შენი ღიმილით უბრძოლველად დაიმორჩილე,
მიუწვდომელი და უკარება,ამაყი სული
ერთი შეხედვით და გაღიმებით დაიძმობილე.

შენი თვალების,თმების,ტუჩების ერთობლიობა
ქმნიან ამ ქვეყნად ულამაზეს უზადო სახეს,
შენი ნახვისას ასე მგონია ზეციდან მესმის
ანგელოზები იმეორებენ ჩუმად შენს სახელს.

გასაოცარი სულაც არ არის რომ შემიყვარდი
და ამ სიყვარულს მე რომ დავარქვი სახელი წმინდა,
ერთი სურვილი მე დამრჩენია ამ ცხოვრებისგან
როგორც მიყვარხარ,ისე გიყვარდე,ძალიან მინდა


15.09.2010

მიყვარხარ ბოლო ამოსუნთქვამდე,
მიწაში ჩასვლამდე, გულის გასკდომამდე.
შენი ვარ თავიდან ბოლომდე.
შენ ჩემი გული, სული და სხეულის
თითოეული ნაწილი ხარ.
მინდიხარ სიგიჟემდე, თითების დამტვრევამდე,
ტუჩების დაჭმამდე, მინდა გაკოცო დალურჯებამდე,
გულის წასვლამდე. შენ გეკუთვნის ჩემი ცხოვრება,
ჩემი სიკვდილი, ჩემი სული, ჩემი ოცნებები,
ჩემი ფიქრები, სიყვარული, გონება, სიზმრები.
ის რაც შენ გიყვარს ჩემში, ჩემი ღიმილი,
თითები, ტუჩები, თვალები.
მიყვარხარ მზის ჩასვლამდე ვარდისფერ ალიონამდე,
მიყვარხარ სიზმარში, ცხადში ,მიყვარხარ ოცნებაში.
სადაც არ უნდა იყო ,სახლში ქუჩაში სოფელში
რაიმე ტრანსპორტში, თუნდაც ქვეყნის გარეთ.
ყველგან მიყვარხარ… მიყვარხარ ძალიან…
სიგიჟემდე უაზროდ, უზომოდ, უსაზღვროდ.
ჩემი სიყვარული ზღვაა სადაც მე თვითონ
ვიხრჩობი და საშველად ისევ შენ გიხმობ.
შენ კი…


14.09.2010

მე გამაცილებს შენზე ოცნება
მე გამაცილებს ჩადრების რიგი
მე ერთს დავეძებ სველი თვალებით
მაგრამ წავიდა აღარ ჩანს იგი.
მე გამაცილებს მხოლოდ ცრემლები
მხოლოდ ცაცხვები ფოთოლშრიალა
მე გამაცილებს ფართო შარა გზა
და ის ძვირფასი თვალები არა.
მე შემიყვარებს სულ სხვისი გული
და სულ სხვა ბიჭი თვალებ ბრიალა.
სხვა გაათენებს ჩემზე ღამეებს
და ის ძვირფასი თვალები არა.
სხვა გამახარებს მაინც უბედურს
და უფრო ძლიერ ავქვითინდები
ვიცი ვერასდროს რომ ვერ გამიგებ
და ერთგულებას ვერ დამპირდები.


11.09.2010

ღმერთო, გევედრები,მიეცი იმ ადამიანს,
რომელიც ეხლა ამას კითხულობს,
ყველაფერი,რასაც ის შენ გთხოვს….
მიეცი მას ყველაფერი დაუმადლებლად,

ისე,როგორც მხოლოდ შენ ერთს შეგიძლია ….
და ამყოფე ის ბედნიერი ყოველ დღე….
მიეცი მას ძლიერი სული და სხეული….
ახლობლების სიყვარული,

გაგება და თანაგრძნობა…
გაანათე მისი სული მხოლოდ სიყვარულით…
დაიფარე და დაიცავი დარდისგან და ნაღველისგან,
ომისგან და სიკვდილისგან,ფიზიკური და

სულიერი ტკივილისგან….
მაგრამ თუ ეს ყველაფერი მაინც
გარდაუვალია,მაშინ გემუდარები,
ნუ მიატოვებ და მიეცი მას ნუგეში….


19.08.2010

ბევრჯერ შევსულვარ ტაძარში,სანთლები ამინთია,
გულის წადილი უფლისთვის ჩურჩულით გამინდვია,
პირჯვარს ვიწერდი ხატის წინ,ღმერთს მოწყალებას ვთხოვდი,
მეგობარს ვადიდებდი და უმეგობრობას ვგმობდი.
სიტყვა"მეგობრის"ხსენებით გახარებული ვკრთოდი,
მე ჩემს მეგობრებს ვლოცავდი,ღმერთის შეწევნას ვგრძნობდი.
კვლავ ჩუმად ვიმეორებდი:"სანამ არ არის გვიან,
ჩემი სანთლები სანამ ბოლომდე დაიწვიან,
მე მეგობრებო თქვენთვის ეს ლექსი მიჩუქნია
და მადლობა რომ თქვენით დღეს მეგობარი მქვია


მე ახლა ნახატს სასოებით,კრძალვით გიხატავ...
ამ ნახატს ვარქმევ სათაურად_
"მე შენ მიყვარხარ"...
ცისფერი ფერით ვაფერადებ ნახატზე მეჩეთს,
და ტუშით ვაწერ ცისფერ ფერზე _
"მაგიჟებ მე შენ " . . .

გულს ვხატავ სისხლით და თუ რატომ
ამას მიხვდები . . .
ვწერ შავი ტუშით წითელ გულზე _
"მე შენ მჭირდები ". . .
ვდგევარ ნახატთან და ფიფქები თავზე მათოვენ ,
თვალებში თხოვნა მიწერია _
ნუღარ დამტოვებ ! . . .
მე ახლა ნახატს სასოებით,
კრძალვით გიხატავ.
ამ ნახატს ვარქმევ სათაურად
"მე შენ მიყვარხარ ". .


Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut