Właściciel bloga: nanacho7

nanacho7
52, Tskaltubo, Gruzja

31.07.2009

ცხოვრება ტილოა,

რომელზედაც ყველას აქვს ხატვის უფლება,

ოღონდაც უნდა ხატო ნელა,

აუჩქარებლად და უშეცდომოდ,

რადგან რასაც დახატავ ვერასოდეს წაშლი!!!



29.07.2009

მინდა შეგიმკო თმები გვირილით,
მაგრამ შორსა ხარ ჩემგან ძალიან:
ჩემი სიცილი, ჩემი ტირილი ---
იცოდეს ყველამ --- შენი ბრალია.

ცხოვრება მიჰქრის ნაიღვარივით
და ჩემთვის თითქოს არა სცალია...
მქვია მდიდარი? მქვია ღარიბი?
მიზეზი შენ ხარ, შენი ბრალია.

ზოგჯერ ხელიდან ისე მეცლები,
მინდა შეგიკრა ოქროს გალია!
მე თუ ვმაღლდები, მე თუ ვეცემი,
განა არა გრძნობ, შენი ბრალია.

გადაუარეს ბაღებს ქარებმა,
და ჩემს წინ ისევ ქარიშხალია...
ჩემი სიმშვიდეც და მღელვარებაც
მხოლოდ და მხოლოდ შენი ბრალია!


29.07.2009

ისე უბრალოდ ქალი ვარ და
ისე უბრალოდ აგიჩემე,
იცი? რამხელა დარდი ვარ და
რამდენი ტყუილი დავიჯერე?

ისე უბრალოდ ფიქრი მიყვარს,
ღმერთის წინაშე მაქვს დიდი ვალი,
ასე უბრალოს თუ ამიტან,
მაშინ გამიხდები საფიცარი.

ისე უბრალოდ ქარი ქრის და
ალბათ მეც ამიტომ აგიჩემე,
ჩემი ქალური სული თრთის და
სიმართლის მაინც დაიჯერე.


29.07.2009

მზეს მოგიწყვეტდი ,რომ შემეძლოს
თმებში ჩაგიწნავდი....
მოგეფერებოდი შეციებულს
გულში ჩაგიკრავდი...
სადმე წაგიყვანდი,მინდორ-მინდორ
ხელით გატარებდი...
ერთად შეგკრავდი და ატირებულს
ისევ დაგაბნევდი...
სევდას გაგიქრობდი უპეებთან
ჩუმად მიჩქმალულებს...
შენი მონა ვარ და გამიბედე
შენთვის მიმსახურე...
შენივ სევდისაგან შენივ ლამაზ
სულით დაგიცავდი...
მზეს მოგიწყვეტდი,რომ შემეძლოს
თმებში ჩაგიწნავდი!!!


poprzednia 1 ... 37 38 39 40 41 następna →
Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut