Właściciel bloga: I...

I...
49, Batumi, Gruzja

17.05.2012

გული ჩუმად ზღაპარს ჰყვება...

ბიჭს რომ გოგო ავიწყდება,
გოგოს თვალებს ცრემლი სწყდება,
ცრემლს ღიმილი ენატრება,
ღიმილი კი ბიჭთან რჩება.
ვერ გაიგებ სად რა ხდება...
ბიჭი სხვაზე გაგიჟდება,
ის სხვა უცებ მიატოვებს,
მასზე გულიც არ დასწყდება.
გოგოს ფიქრთა კორიანტელს
ბიჭის სახე ელანდება,
დაღამდება, გათენდება,
მის გარეშე ჩუმად დნება.
ბიჭს რომ გოგო ავიწყდება,
ერთხელაც არ ახსენდება
და თუ მაინც გაახსენდა,
მოკითხვაც კი ეზარება.
დრო გადის და დღეს დღე მიაქვს,
გოგოს გულში სხვა გაჩნდება,
გაზაფხულის ლამაზ დილას
სადედოფლო კაბით ხვდება.
გეცინება? არ თქვა რატომ,
ვერ გაიგებ სად რა ხდება...
ბიჭი ნომერს აკრეფავს და...
გულზე დარდი დააწვება.
ერთადერთი სიყვარული
დღეს მის თვალწინ გაფრინდება.
ფიქრს აურევს მოგონება,
თვალზე ცრემლი გაუჩნდება.
რაც ყველაზე ლამაზია,
ასე უცებ რატომ ქრება?
არ გინდა, არ უპასუხო,
ვერ გაიგებ სად რა ხდება,
რატომ ხდება, რისთვის ხდება...
გული ჩუმად ზღაპარს ჰყვება.


01.12.2013

შენი გაზაფხული მიყვარს,

შენი იისფერი თმები,
ყველა სიწმინდეზე წმინდა,
ძლიერ,ძლიერ მენატრები.

მარტოს ხეტიალი მინდა,
წვიმით შემოსილა გზები.
ახლა ენძელების მთიდან,
როგორ,როგორ მენატრები.

მთვარეს შენი ხილვით ანთებ,
ღამე ვარსკვლავებად ჩნდები.
ღმერთო ვერ ავიტან ამდენს,
უფრო,უფრო მენატრები.

შენი გაზაფხული მიყვარს,
შენსკენ მიმავალი გზები.
ჩემთვის ყველაფერზე წმინდა,
ძლიერ,ძლიერ მენატრები.

მამა პეტრე (კვარაცხელია)


15.04.2015

leqsebi da statusebi,yvelaperi qartulad

თუ აატირე მოატყუე ქალი ლამაზი,ნუ იამაყებ ეგ არ არის ძმაო კაცობა..ღმერთის წინაშე რომ წარსდგები მერე ინანებ,მაშინ მიხვდები რომ ეგ იყო არაკაცობა.....ქალი თუ გენდო,შეგიყვარა გული განახა და სიყვარული სპეტაკად და წრფელად ატარა,არ მოატყუო თვალზე ცრემლი არ დაადინო ის ხომ სუსტია დაუცველი და თან პატარა...არ გეგონოს რომ შენს გამო ის დაიტანჯება.რამოდენიმე დღე ექნება გულში დარდები ...თვალცრემლიანი შველას შესტთხოვს უფალს გულწრფელად....ღმერთი დიდია მას დაიცავს და დაიფარავს,გულს დაუმშვიდებს და მის .თვალებს ის მისცემს შვებას......შენ გგონია რომ დაამცირე?.გამოიყენე?..შენ გგონია რომ მიაღწიე გულის საწადელს?......მაშინ როდესაც გეგონება სუფთად გამოდი უფალი მაშინ შენ მოგივლენს ძლიერ განსაცდელს..შენც ატირდები გული ძლიერ აგიტირდება,მერე ინანებ მაგრამ. უკვე გვიან იქნება,უკან…


05.12.2013

ნენეი ზღაპარს მიკითხავდა,
ბაბუი თუთუნს ახვევდა,
ფეჩი ძილას ფისო იწვა,
კუდს კნავილით არწევდა,
გარეთ ფიფქი ქარის ფქვევით,
მთებს თეთრ კაბას აცმევდა,
დათვი ბოკვერს უღრან ტყეში,
მგლის ხორუმი
დასდევდა.
როგორ მახსოვს ამ ნათოვლზე,
სხალთის ლოცვის ზარები,
ნათათარი საუკუნის,
გზა ნატანჯ-ნაკვალები.
გული ცემდა ნასიზმარი,
ყურში ბგერა მესმოდა,
ბებო-ბაბუს ნალოცავი,
უცხოდ რაფერ მესმოდა,
ისევ ჩემი ნაქართველი,
წინაპარი მებრძოდა,
გონებაში ბევრი აზრი,
მორიგებით მეფობდა.
დილით ადრე მეჩეთში,
ბაბუ მუდამ მიხმობდა,
მე ხომ ბაბუს შვილიშვილი,
ხალხი ესე მიცნობდა.
სხალთის ტაძარს მიმავალი,
ანგელოზი გალობდა,
მე მოლასთან ნაკამათი,
სული ტკივილს მონობდა.
რავქნა ბებო არ გეწყინოს,
გული იქეთ მიმიწევს,
სადაც ჩემი წინაპარი,
მიცემეს და მიწამეს,
ერი ამიწიოკეს და
სულში შური მიწამლეს.
რაფერ უნდა შევიყვარო,
მტერი მოყვრად ვაქციო,
სალოცავზე უარი ვთქვა და
ღვინო გადავაქციო.
ან მერე და თუნც უზრდელი,
საზოგადოდ მიწოდო,
გამარჯობა არ მითხრა და
ხელი გამომიწოდო,
ნუ მიბრმავებ შემშიებულს,
გლეხს მიწაში ჩახოცილს,
ნენეის მისი მოხუცობა,
ჩემთან ტკბილი აცადე,
ის თუ რწმენით გამიბრუე,
ჯვრის ტარება მაცადე!!!
იქნებ…


24.04.2012

გულს უშენობით დაღლილს დაქანცულს, გულის კარებთან დაუკვნესია, დიდხანს ვერ გნახავ და ვიტანჯები, ხშირად რომ გნახო უარესია, გაბრაზებულა ჯიუტი გული, სულში ტკივილი ჩაუთესია, ნუღარ მაწამებ ბრალდებულივით უცებ მომკალი უკეთესია, ისე საშინლად მომენატრე რომ ფიქრები მტრედად შემომესია, უბრალოდ მე ვწერ რასაც განვიცდი, და ნუ იფიქრებ რომ ეს ლექსია, არ შემიძლია მე ლექსი ვწერო, აღიარება ჩემი წესია, როცა უშენოდ მიწევს ცხოვრება, არ ვარსებობდე უკეთესია...................


01.06.2012


17:03
არ მინდა გრძნობდე რასაც ეხლა ვგრძნობ,უბრალოდ მინდა ჩემი გესმოდეს,სადმე მინდორში ან ზღვის ნაპირასალიონს მინდა ერთად ვხვდებოდეთ.ყოველი დილა თენდება შენით,ჩემი საღამოც შენით მრთავრდება,ვერასდროს გეტყვი ამ სიტყვებს ჩემითდა ეს არასდროს არ დამთავრდება!!!!ოდესმე ალბათ ჩემსას გაიგებ,მიხვდები ჩემში რატომ ვკლავ გრძნობებს,სადმე შორს წავალ, ალისფერ სევდასგავატან შენთვის სანატრელ წუთებს..


01.06.2012

როდესაც გადაწყვეტ საბოლოოდ წახვიდე ახალ გზაზე - წადი... მაგრამ არასოდეს მოიხედო უკან, რადგანაც აუცილებლად დაინახავ იმას, რის გამოც უკან დაბრუნება მოგინდება.



01.06.2012

ყველაზე ლამაზი სიჩუმე ყოფილა
სიჩუმე არაფრის მთქმელი,
ყველაზე ბოროტი ოცნება ყოფილა ,
ოცნება სათქმელად ძნელი,
ყველაზე ადვილი ლოდინი ყოფილა,
შეხვედრა ყველაზე ძნელი,
ყველაზე ადვილი სიკვდილი ყოფილა,
სიცოცხლე ყველაზე ძნელი.



01.06.2012


... ყორღანებიდან გნოლი აფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი!
მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.
ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.
ხოხბობას გნახე,
მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!
ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!
მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!
მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები...
როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი,
ქართლის ხეობებს ასდის ნისლები...
მოდი!
გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი…


"არასოდეს გიფიქრია?"
დღეს, 13:47



Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut