Właściciel bloga: I...

I...
49, Batumi, Gruzja

25.02.2014

დედა

მინდვრად დაგიკრეფ ათას გვირილას,
სამოთხის ედემს გულში გაგიშლი,
დედის სიყვარულს სიკვდილს იქეთაც,
სანამ ვარსებობ ვერვინ დამიშლის.

ია-იების კონებს დაგათოვ,
გაზაფხულივით ბობოქრობ ჩემში,
შვილის სიცოცხლეს დედის სუნი აქვს,
საშენო ბინა მოგიწყვე მკერდში.

ყველაზე ღვთიურს,ყველაზე ძვირფასს,
სამშობლოს,მიწას,ბუნებას,ქალაქს,
ის,ვინც ძალიან,ძალიან გვიყვარს,
აქვს დედის სული და დედის ძალა.

დღეს შენი დღეა,როგორც ყოველი
დილა თენდება შენი თვალებით,
ჩემო ცისკარო,ჩემო სიწმინდევ,
ჩემო ლამპარო უკუნ ღამეშიც.

დედა-ლოცვაა,დედა-რწმენაა,
დედა-იმედით მოსული დღეა,
როცა დედა ხარ,როცა დედა გყავს,
შენს ცხოვრებაში მუდმივი მზეა.

ალისა ელიაშვილი


16.02.2014

ვინ იცის ქვაო, როგორ გტკივა
თოვლი გაგიჟებს,
ვინ იცის მიწავ, როგორ გტკივა
ფეხს რომ გაბიჯებ.
ვინ იცის პირუტყვს, როგორ უჭირს
ყოფნა უენო,
ამ გულს კი ყოფნა ყოფნა-ფუჭი
ყოფნა უშენოდ.
ვინ იცის, ხეო, ფეხზე დგომით
გტკივა ფესვები
წელში იხრებით ქართან ომით
არყნი, მუხები.
ვინ იცის, ფიფქებს როგორ უნდათ
დიდხანს სიცოცხლე,
ტალახში როცა ვაგდებთ გუნდას,
ყოფნას ვუმოკლებთ.
ვინ იცის, ურვა და ჩივილი
ქარის, მიწის, ცის . . .
პოეტის გარდა მუნჯ ტკივილის
არავინ იცის.


18.01.2014

ძველი დრო რომ იყოს - სანთელს ავიღებდი,
(რადგან ვარსკვლავები ზეცას ანათებენ);
კარში გავიდოდი,ძებნას დაგიწყებდი...
სანამ ამ ფეხებზე ხუნდს არ დამადებენ,
მანამ ამ ხეტიალს თავს არ დავანებებ.

ძველი დრო რომ იყოს - ჩადრით შეგმოსავდი,
არ მსურს სიყვარული სხვათა საზიარო;
ხელში აგიყვანდი,ცხენზე შემოგსვამდი,
რათა სიყვარულის ნექტარს გაზიარო...
შენთვის მარტოდ ყოფნა არის საზიანო.

ძველი დრო რომ იყოს - შოთა...ხაიამი...
ქალი რომ ქალობდეს,ვაჟი ვაჟაობდეს;
სადღაც ყრუ სოფელში,მთვარიანი ღამით,
წმინდა ქალიშვილი კაცთან წაწლაობდეს...
ხალხი ზნეობაზე ამდენს არ დაობდეს.

ძველი დრო რომ იყოს - სანთელს ჩავაქრობდი,
ვიცი ეს თვალები მაინც მოგძებნიან;
კარში გავიდოდი,სევდას გავაქრობდი,-
ქალი მე შენს მეტი არ მიოცნებია...
ვიცი,ეს თვალები მაინც…


22.12.2013

ერთხელ ვკითხე ყვავილს, ჩიტს და ადამიანს, რა არის სიყვარულითქო?! ..... ყვავილი აყვავდა , ჩიტი აჭიკჭიკდა და ადამიანი ატირდა!... გ ი ყ ვ ა რ დ ე თ ! თუ გსურთ შეხედოთ სამყაროს ბედნიერებით აღსავსე ცრემლიანი თვალებით!!!.

ილია მეორე


21.12.2013

აეროპორტში ყოფნისას ჩემი ყურადღება მიიპყრო დედა–შვილი, რომლებიც ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს.

შვილი მიემგზავრებოდა. როცა გადაეხვივნენ ერთმანეთს, დედამ უთხრა:

„მიყვარხარ და გისურვებ საკმარის სიყვარულს.“

შვილმა უპასუხა: „ დედა ჩვენი ურთიერთობა და შენი სიყვარული ჩემდამი სრულიად საკმარისია ჩემი ბედნიერებისთვის. შენი სიყვარული ყველაფერია ჩემთვის, მხოლოდ ეს მჭირდება და მავსებს. დედა მეც გისურვებ საკმარის სიყვარულს“.

მათ გადაკოცნეს ერთმანეთი და დედა დარჩა მარტო.

ქალბატონი გამოემართა და დადგა იმ ფანჯარასთან, სადაც ვიჯექი და მე შევნიშნე, რომ მას სჭირდებოდა და უნდოდა ტირილი.

მე არ მივეცი თავს უფლება შევჭრილიყავი მის პირად ცხოვრებაში,მის ემოციებში, მაგრამ უცებ მომიბრუნდა და მკითხა:
„ როდესმე დამშვიდობებიხართ ისე, რომ გიგრძვნიათ ეს უკანასკნელად ხდება?“

მე დავეთანხმე და თან ვკითხე „ მაპატიეთ ცნობისმოყვარეობისთვის,…


16.12.2013

ისევ ზღვისფერი დამაქვს თვალები,
სხვისი ცოლი ვარ კვლავ,
ისევ შორიდან მელაციცები,
ისევ შორიდან მკლავ,
ო,რა ტყუილად დაგიქადნია,
მე მოგიკლავო ქმარს,
შენი სიფიცხე,შენი მუქარა,
გაჰყვა შარშანდელ ქარს.
ისევ სხვისი ვარ, ჩემი თითები
სხვისთვის გაიშლის თმას,
სხვის წისქვილს ვასხამ ცრემლიან პეშვებს,
სხვისი საფქვავით ვფქვავ.
...მაინც ზღვისფერი დამაქვს თვალები,
ვისაც რა უნდა თქვას...

/თინათინ ჯიქია/


27.01.2013

როცა გვიყვარდება ვინმე, იგი ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება ...ეს უხილავი ძალაა,რომლის წყალობითაც არა აქვს მნიშვნელობა რამდენად შორსაა იგი,ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ მის სიახლოვეს .♥ ♥ ♥


27.01.2013

ადრე თუ გვიან, უეჭველად მოვა სიბერე,
თავზე დაგვათოვს უთვალავი თოვლის ფანტელი!
გულის ტკივილით
შეცდომებსაც მოვინანიებთ,
შეცდომები კი რამდენია, ღმერთო, რამდენი.

დრო
მოვა, წლებად გადაბმული ვერცხლის წვიმები
გადარეცხავენ შემორჩენილ ჭუჭყიან ლაქებს!
ჩვენ კი, სიცოცხლით დაღლილი და გახუნებული,
სათნო ღიმილით
გავიხსენებთ გარდასულ ამბებს


“ცოდნამ ჩვენ ცინიკოსებად გვაქცია, ჭკუამ- გულქვა და ბოროტ არსებებად. ვფიქრობთ ზედმეტად ბევრს და ვგრძნობთ ძალიან ცოტას. ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებზე მეტად ჩვენ ადამიანობა გვჭირდება. საჭიროა ვიყოთ კეთილები და მიმტევებლები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიოზე ძალადობა გაბატონდება და ყველანი დავიღუპებით.”

“ცხოვრება ახლო ხედიდან- ტრაგედიაა, ხოლო შორი ხედიდან- კომედია”


ნურასოდეს ნუ აჰყვებით სხვის დამცინავ ხმას,ნურავისზე ცუდს ნუ იტყვით - სხვამ რაც უნდა თქვას,ნურასოდეს გაუცინებთ ბოროტსა და ავს,ნურასოდეს ნუ დახუჭავთ სიცრუეზე თვალს.ნურასოდეს მიატოვებთ მობარბაცე თვრალს,და ნურავის დაამადლებთ გაკეთებულ კარგს.ნურასოდეს მოატყუებთ ალალმართალ კაცს,და მცდარ გზაზე ნუ გაუშვებთ გზაარეულ ქალს.ნურასოდეს ნუ მოახვევთ თქვენს სატკივარს სხვას,ბოლო ლუკმა გაუწოდეთ გაჭირვებულ მგზავრს.ნურასოდეს თქვენ ნუ კიტყვით ხვალ თქვენსავე კარგს,სხვამ რაც უნდა გააკეთოს,სხვამ რაც უნდა თქვას.ნურასოდეს დაადგებით სხვის გაკვალულ გზას,და თქვენივე დიდებისთვის ნუ გაწირავთ მას!!!ნურასოდეს შეგშურდებათ,ნურასოდესრაც არასდროს გქონიათ და არც ინატროთ არც.ნურასოდეს დაიშურებთ თუკი რამე გაქვთ,უმადურსაც ნურასოდეს ნუ გაიხდით მტრად.ნურასოდეს გაიკვირვებთ თუ ეკლიან გზად,არც მადლობას გეტყვიან და გაგწირავენ მთლად.ცხოვრებაში ყველაფრისთვის უნდა იყოთ მზად,უნდა შეძლოთ სიყვარული მიმოფანტოთ გზად.ვერასოდეს…


← poprzednia 1 2 3 4 następna
Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut