Właściciel bloga: tbe130593

tbe130593
30, Tbilisi, Gruzja

30.04.2014

თანამედროვე ბლოგი გულისხმობს უფრო კერძო პირთა პირად ონლაინ დღიურებს, რომელთა უმეტესობა თავს უწოდებს ჟურნალისტებს. თუმა ბლოგინგის ისტორია დიდი ხნით ადრე იწყება.. 1994 წელს ჯასტინ ჰოლმა დაიწყო პერსონალური ბლოგინგი, როცა კოლეჯის სტუდენტი გახლდათ,-იგი მიიჩნევა ყველაზე ადრეულ ბლოგერად. მოგვიანებით გაჩნდა კამერით გადაღებული ონლაინ დღიურების იდეა, რომელიც ტექსტთან ერთად იდებოდა ბლოგზე და მნახველს შეეძლო ეყურებინათ და შეეფასებინათ ბლოგერის პირადი ვიდეოები.

ვიდეოსა და ტექსტის შეფარდება დაიწყო 1994 წლიდან, როცა ონლაინ ჟურნალები აღიარეს ლეგალურად. გაუბედავი სტარტის შემდეგ ბლოგინგი ნელ ნელა იპყრობს საზოგადოებას და 1999 წლიდან, უკვე პოპულარობას იხვეჭენ Bruce Ableson (დაიწყო ბლოგინგი 1998 წელს), Brad Fitzpatrick (დაიწყო ბლოგინგი 1999 წელს), Evan Williams (1999 წელი) ამ უკანასკნელმა…


მენდელის დამსახურება კაცობრიობის წინაშე და მის მიერ აღმოჩენილი კანონების გავლენა თანამედროვეობაზე მნიშვნელოვანია. ამ გარემოების მიუხედავად, ნიუტონისა და დარვინისგან განსხვავებით, მენდელის გარდაცვალების დღეს (1884 წ) მისი წვლილი მეცნიერებაში ჯერ კიდევ შორს იყო საყოველთაო აღიარებისგან.

ჩვენი მიზანია მოგითხროთ მენდელის ცხოვრებისა და ნაშრომების შესახებ.

მოკლე მიმოხილვა ბიოგრაფიიდან:

მენდელი დაიბადა გერმანელი გლეხების ოჯახში. გრეგორს ბუნებისადმი ინტერესი ბავშობიდანვე ჰქონდა. ის მებაღედ მუშაობდა, სწავლობდა მეფუტკრეობას. გახდა ავგუსტინელთა ორდენის ბერი და მეცნიერი,რომელსაც ხშირად გენეტიკის ფუძემდებლად მოიხსენიებენ. მენდელი სწავლობდა ნიშან-თვისებების გადაცემას ბარდაში. მან დაამტკიცა, რომ მემკვიდრეობითობა კანონებს ემორჩილება.

მენდელის ნაშრომების ბედი:
მენდელის ნაშრომის მნიშვნელობა მხოლოდ მეოცე საუკუნეში გახდა ცნობილი, როდესაც რამდენიმე სხვადასხვა მეცნიერი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მივიდა იმ დასკვნებამდე, რომლებიც გრეგორს ჯერ კიდევ მეცხრამეტე…


Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut