ენდელის დამსახურება კაცობრიობის წინაშე
30, Tbilisi, Gruzja

მენდელის დამსახურება კაცობრიობის წინაშე და მის მიერ აღმოჩენილი კანონების გავლენა თანამედროვეობაზე მნიშვნელოვანია. ამ გარემოების მიუხედავად, ნიუტონისა და დარვინისგან განსხვავებით, მენდელის გარდაცვალების დღეს (1884 წ) მისი წვლილი მეცნიერებაში ჯერ კიდევ შორს იყო საყოველთაო აღიარებისგან.

ჩვენი მიზანია მოგითხროთ მენდელის ცხოვრებისა და ნაშრომების შესახებ.

მოკლე მიმოხილვა ბიოგრაფიიდან:

მენდელი დაიბადა გერმანელი გლეხების ოჯახში. გრეგორს ბუნებისადმი ინტერესი ბავშობიდანვე ჰქონდა. ის მებაღედ მუშაობდა, სწავლობდა მეფუტკრეობას. გახდა ავგუსტინელთა ორდენის ბერი და მეცნიერი,რომელსაც ხშირად გენეტიკის ფუძემდებლად მოიხსენიებენ. მენდელი სწავლობდა ნიშან-თვისებების გადაცემას ბარდაში. მან დაამტკიცა, რომ მემკვიდრეობითობა კანონებს ემორჩილება.

მენდელის ნაშრომების ბედი:
მენდელის ნაშრომის მნიშვნელობა მხოლოდ მეოცე საუკუნეში გახდა ცნობილი, როდესაც რამდენიმე სხვადასხვა მეცნიერი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მივიდა იმ დასკვნებამდე, რომლებიც გრეგორს ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში ჰქონდა ჩამოყალიბებული. დღეს მეცნიერები უკვე მენდელის გენეტიკას იყენებენ. ხელახალმა აღმოჩენამ საფუძველი ჩაუყარა ახალი დისციპლინის — გენეტიკის განვითარებას.

მენდელის კანონები: 1856-1863 წლებში მენდელმა გამოიყვანა და შეისწავლა ბარდის (Pisum sativum) 29 000 მცენარე და

ჩამოაყალიბა სამი კანონი: პირველი – პირველი თაობის ჰიბრიდების ერთგვაროვნების კანონი,როდესაც ვლინდება მხოლოდ ერთი, დომინანტური ნიშან-თვისება. მეორე–მეორე თაობაში დათიშვის კანონი,როდესაც ვლინდება ორივე მშობლის ნიშან-თვისებები დათიშვით 3:1 (დომინანტური:რეცესიულთან), მესამე–ნიშან-თვისებათა დამოუკიდებლად გადაცემის კანონი– ცალკეული წყვილი ნიშნის მემკვიდრეობა ერთმანეთზე არაა დამოკიდებული.

ექსპერიმენტის შესახებ:
მცენარეთა ჯგუფი 21 ათას ინდივიდუალურ მცენარეს შეიცავდა.ამასთან, თითოეული მცენარის ანალიზი 7 სხვადასხვა ნიშან-თვისების მემკვიდრეობით გადაცემის შესწავლას ითვალისწინებდა. არა მარტო ექსპერიმენტის გულმოდგინე დაგეგმვა მენდელის მიერ, არამედ საცდელ ობიექტად ბარდის (ლათ.Pisum sativum) არჩევანიც მის მეცნიერულ შორსმჭვრეტელობასა და დეტალებისადმი უზადო ყურადღებას წარმოაჩენს. მენდელი მოქმედებდა ყოველმხრივ დახვეწილი გეგმის მიხედვით.

მისივე განსაზღვრებით, ბარდა არჩეულ იქნა შემდეგი ფაქტების გათვალისწინებით:

1) ბარდის სხვადასხვა ჯიშები ავლენდნენ თვისებებს, რომლებიც მათთვის დამახასიათებელი იყო და ადვილად განირჩეოდა სხვა ჯიშების თვისებებისგან;
2) ხელოვნური დამტვერვის მეთოდი ამ მცენარის შემთხვევაში შედარებით მარტივი იყო და სანდო, ადვილად განმეორებად შედეგებს იძლეოდა
3) ჰიბრიდებისა და მათი შთამომავლობის ნაყოფიერება არ მცირდებოდა როგორც ჰიბრიდიზაციის (ანუ ჯვარედინი დამტვერვის), ისე თვითდამტვერვის შედეგად.

მენდელის ექსპერიმენტების უპირატესობა

უპირატესობა სხვა მკვლევარების მიერ ჩატარებულ ცდებთან შედარებით, უმთავრესად შემდეგი გარემოებით განისაზღვრება: მენდელი შეჯვარებისთვის იყენებდა ახლონათესაურ ფორმებს (ერთი სახეობის სხვადასხვა ჯიშებს) და ამ შეჯვარების შედეგად მიღებული ჰიბრიდები გამოირჩეოდნენ ისეთივე ნაყოფიერებით, როგორც მათი მშობლები. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ შვიდი სხვადასხვა ნიშან-თვისებიდან მენდელი თითოეული ნიშნის მემკვიდრეობით გადაცემას სხვა ნიშნებისგან დამოუკიდებლად იკვლევდა.

Liczba odwiedzin: 10
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut