გ ა ი ხ ა დ ე.....
42, Tbilisi, Gruzja

გაიხადე სანამ ისევ შენი ტანი სველია,
სანამ მუცელს ჯერ არავის ხელი არ შეხებია,
გაიხადე სანამ კანი არ წააგავს იარას,
სანამ კიდევ ოცმა წელმა ზედ არ გადაგიარა,

გაიხადე სანამ შენი ყელი ისევ გრძელია,
სანამ ცეცხლი მაგ თვალებში ჯერ არ გამოგელია,
გაიხადე სანამ ხელებს არ დაეტყო სიბერე,
გაიხადე და თან რამე აზიური იმღერე.


გაიხადე სანამ შენი მკერდი ჯერ არ დამჭკნარა,
სანამ შენი ოცნებები არის ისევ პატარა,
გაიხადე სანამ ხელებს გაზაფხული გაგითბობს,
სანამ გზაში ახალგაზრდა ბიჭი ადგილს დაგითმობს,

სანამ ზამთარს არ გაურბი სიცივისგან დამფრთხალი,
სანამ სიცილს მიაძღები პორტვეინით დამთვრალი,
სანამ შენი სიჯიუტე ვერავინ ვერ გახედნა,
სანამ შენმა სიყვარულმა ბიჭი გაათავხედა,

გაიხადე სადღაც ასე ჩვიდმეტსა და ოცს შუა,
გაიხადე, რომ ბებრებმა არ მოგკითხონ შენ ჭკუა,
გაიხადე სანამ ტუჩებს მიიზიდავს სისველე,
როგოც ადრე ოცნებებში, გაიხადე ისევე.
 

Liczba odwiedzin: 16
 
Komentarze
badgu 30.11.2009

სანამ შენი ოცნებები არის ისევ პატარა....

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut