19.11.2009
***
42, Tbilisi, Gruzja

ფოთლები–შრიალებენ–ფოთლები–
–მოვდგები–წუთისოფლის–ღობესთან–
–მოვკვდები–უსათუოდ–მოვკვდები–
–მომბეზრდა–ყველაფერი–მომბეზრდა–

–სარჩევი–იღბალია–სარჩევი–
–მოჰქონდათ–არადანი–მოჰქონდათ–
–დავრჩები–ბავშვობაში–დავრჩები–
–ოღონდაც–გაგიხსენო–ოღონდაც–


–ნაკლი–ხარ–ბედისწერის–ნაკლი–ხარ–
–გავქვავდი–გავჭაღარდი–გავქვავდი–
–მაკლიხარ–უთქმელადაც–მაკლიხარ–
–აქამდის–მოგყოლოდი–აქამდის–

–ნაგრიგალს–გადავყურებ–ნაგრიგალს–
–გნახავდი–ნეტარებით–გნახავდი–
–გავრბივარ–ამჯერადაც–გავრბივარ–
–ნახვამდის–დედოფალო–ნახვამდის–

–მოვდგები–დაღალული–მოვდგები–
–ცერბერთან–გავიმარჯვებ–ცერბეთან–
–ფოთლები–შრიალებენ–ფოთლები–
–შევხვდებით–მიტოვებულ–ედემთან–
 

Liczba odwiedzin: 5
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut