15.09.2009
****
42, Tbilisi, Gruzja

შენში სინათლეა ჯერ არგაგონილი,
ჩემკენ ძველებურად მსხვილი წვიმებია...

მიდის ეს ცხოვრება ისევ ჟარგონულად -
ძვლებში ტკივილები იმტვრევინებიან.

ჰოდა,
განგებასთან ახლა კვლავ ვთავხედობ,
რა ვქნა,
ჭრილობები მინდა გამიმთელდეს,
მინდა შენს თვალებში ისევ ჩამახედო,
გულზე რაღა ვთქვა და...
სულშიც გამითენდეს.

მინდა,
შენი სუნთქვა ვთვალო ათასამდე,
ცაზე ვარსკვლავია ალბათ მილიარდი...

მოდი,
მომეკარი,
სანამ დაგვთარსავდეს,
ვინმე ბოროტი და...

ზურგით მივტრიალდეთ

ყველა ამქვეყნიურ დავიდარაბისგან...

ნაღდად სიკვდილია დგომა ამდაგვარი...

სანამ ვინმე ცუდმა ბედთან დაგვაბეზღა,
ჩვენთან მოსასვლელი მოვჭრათ გზა და კვალი.
 
 
 

Liczba odwiedzin: 10
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut