15.09.2009
****
42, Tbilisi, Gruzja

მანდ სულ წვიმები და ცუდი ამინდია,
აქ კი როგორ გითხრა - მგონი მოვიწყინე.
თეთრი მშრალი ღვინო შემომეჩვია და
ვეღარ მოვიცილე.


ახლა სიმარტოვის წუთებს დავისხამ და
ბოკალში მოვავლებ უშენო ღამეებს.
თავს არ ვუტყდები და მგონი მეშინია,
არ მინდა დავნებდე.

არც მელანქოლია და არც ნოსტალგია.
ელისეს მინდვრები-უფრო სინანული.
უშენოდ, სიმძიმე ვიგრძენი სულში და
მიჭირს სიარული.

ნიცა და თბილისი. ისეთი შორია
ანდაც ისე ახლო, როგორც სიკვდილამდე.
მანდ სულ წვიმებია - აქ სულ უშენობა
იცი, დავიღალე...
 

Liczba odwiedzin: 2
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut