ნიკოლო მაკიაველი – ფლორენციის ისტორია
65, Tbilisi, Gruzja

'...განიცდის რა განუწყვეტელ გარდაქმნებს, ყოველი სახელმწიფო მოწესრიგებულობის მდგომარეობიდან ჩვეულებრივ გადადის უწესრიგობისაკენ, შემდეგ კი უწესრიგობიდან ახალი წესრიგისაკენ. ვინაიდან, ამ სამყაროს საგნებს, მათი ბუნებიდან გამომდინარე, გაჩერება არ ძალუძთ, ისინი , მიაღწევენ რა გარკვეულ სრულყოფილებას, შემდგომი აღმასვლის უნარს მოკლებულნი უცილობლად კნინდებიან, და პირიქით, იმყოფებიან რა სრული დაცემის მდგომარეობაში, უწესრიგობით უკიდურესობამდე შეჭირვებულნი, რადგან უფრო მეტად ვეღარ დაეცემიან, უცილობლად აღმასვლის გზით უნდა იარონ. ამგვარად ყოველივე სიკეთიდან მდაბლდება ბოროტებამდე და ბოროტებიდან მაღლდება სიკეთემდე. რადგან სიქველე შობს მშვიდობას, მშვიდობა შობს უმოქმედობას, უმოქმედობა – უწესრიგობას, უწესრიგობა – დაღუპვას და – შესაბამისად – ახალი წესრიგი იშვება უწესრიგობიდან, წესრიგი ბადებს სიმამაცეს, მისგან კი წარმოიშობა დიდება და კეთილდღეობა. ბრძენთა შენიშნეს აგრეთვე, რომ სწავლულობა არასოდეს იკავებს პირველ ადგილს, ის ეკუთვნის მხედრულ საქმეს, და სახელმწიფოში ჯერ ჩნდებიან მხედარმთავრები, მხოლოდ შემდეგ ფილოსოფოსები...'


თავისუფალი თარგმანი რუსულიდან

Liczba odwiedzin: 14
 
Komentarze
juditi 25.08.2009

რა საინტერესოააა!
თქვენ ერთ-ერთი ფილოსოფოსთაგანი ხართ!*

Tedd Tedd 25.08.2009

შესაძლებელი იყო, რომ ვყოფილიყავი, მაგრამ არ ვარ:((
მხოლოდ უბრალო მოკვდავი.

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut