ისევ მინდა უკან... წარსულში... უფრო სწორად ჩემს ბავშვობაში..
37, Batumi, Gruzja

ნოსტალგიამ შემიპყრო... ვითომ ვბერდები? 26 წელი არც ბევრია და არც ცოტა... არ მგონია დავბერდი,ალბათ უფრო ის ეტაპი მაქვს როცა ვაცნობიერებ რომ გავიზარდე და ბავშვი აღარ ვიქნები არასდროს... თუმცა ამბობენ მოხუცები ბავშვებივით არიანო... იმედია მეც მოვესწრებო "მეორე ბავშვობას"... ეხლა კი უბრალოდ მახსენდება ჩემი პატარაობა... წლები რომლებსაც ყველაზე მეტად ვაფასებ და ვუფრთხილდები ჩემს მოგონებებსი.. ხშირად რომ არ ვიხსენებ რადგან არ მინდა გაცვდეს და გახუნდეს... ვინახავ იმისთვის რომ როცა ძალიან გამიჭირდება მათ მაინც მომგვარონ ღიმილი და გამიბრწყინონ თვალები...

მენატრება საშინლად ის დრო როცა ფეხშიშველები დავრბოდით ეზოში და მინებს თითის წვერებზე ვუვლიდით გვერდს... როცა ბავშვები ყოველ ღამე ეზოში ვიკრიბებოდით... როცა ვთამაშობდით "დროშობანას"... როცა ბიჭები გოგოებს ვუმტკიცებდით რომ ჩვენც მათსავით ძლიერები ვიყავით და კიბეებზე გადახტომაში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს... როცა ფეხბურთს ვეთამაშებოდით და ჭკუაზე არ ვიყავით როცა გოლი გაგვქონდა... როცა ვეცემოდით და ადგომაში ვეხმარებოდით ერთმანეთს,გადატყავებულ მუხლებზე მრავალძარღვას ფოთლებს ვადებდით და "ვმკურნალობდით"... როცა ზღვაზე ერთად მივდიოდით ყველანი და ტრუსიკებით ვბანაობდით ყველა ერთად.. როცა ლამფის შუქზე დერეფანში ვიჯექით და ვყვებოდით საშიშ ისტორიებს ან "უჟასტიკებს"... როცა შუქის მოსვლაზე ყველა ერთად ვყვიროდით "ურააა"... როცა გოგოები ნაწნავებით დავდიოდით და ბიჭები სულ გვიმწარებდნენ მათი დაწიწკვნით... როცა გრძნობები გულწრფელი იყო.. როცა ბიჭის ნათქვამი "მომწონხარ" გვაწითლებდა და ღამეები არ გვაძინებდა... როცა ყველაფერს თავისი სახელი ერქვა და არაფერი არ იყო ყალბი... როცა დედები თავისუფლად გვიშვებდნენ ბიჭებთან ერთად სათამაშოდ.. როცა შეგვეძლო საათები გაგვეტარებინა ერთად და არ მოგვბეზრებოდა ერთმანეთი...
მენატრება დრო როცა ბავშვობა ბავშვობას ჰგავდა... ყველაფერი ნამდვილი,ადამიანური იყო... და ეხლა.. როცა ვაცნობიერებ რომ დიდი ვარ,საშინლად მინდა ვიყო პატარა...

Liczba odwiedzin: 32
 
Komentarze
sherlok-holms 30.03.2013

მეც ძალიან მენატრება, უკან დაბრუნება რომ შემეძლოს დაუფიქრდებლად დავტოვებდი დღევანდელობას.... მაგრამ, ბავშვობის დროინდელი წერილები, წიგნები და მოგონებებიღა დამრჩა მხოლოდ გასახალისებლად.
ლამაზი და ემოციური ნაწერია, გაიხარე შენ!!!

TaTa TaTa 30.03.2013

:*:* გაიხარე,რომ შეიგრძენი იმიტომ :*:*

aMIRZAde 06.07.2013

ცოლი რომ მოვიყვანე ჩემი ძმა 9 წლის იყო, ჩემს ცოლს მეზობლის ლეკვი მოეწონა. ამ ლეკვში ჩემმა ძმამ მთელი თავისი “ნაკლეიკები“ გაუცვალა ბიჭს, რომ ჩემი ცოლისთვის ეჩუქებინა ის ლეკვი...
მაგარია ბავშვობა..))))

TaTa TaTa 06.07.2013

:დდდ აუ რა საყვარელი ძმა გყოლია :დდდდ გეთანხმები, ბავშვობას არაფერი სჯობს... :)

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut