სასწორი
37, Batumi, Gruzja



image(24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)ჰაერის ნიშანი, მფარველი პლანეტა არის ვენერა. მხიარულები და ნათელი გონების პატრონები არიან და იშვიათადაც კარგავენ წონასწორობას. ვენერასაგან უხვად აქვთ მომადლებული სიყვარულის ნიჭი, დახვეწილი გემოვნება და ელეგანტურობა, თვით ავადმყოფობისა და უბედურების დროსაც კი არ ვარდებიან სასოწარკვეთილებაში. არ უყვართ ჩხუბი, შეხლა-შემოხლა, ერიდებიან გართულებებს. ქვეყნად ყველაზე უფრო სიმშვიდეს აფასებენ.

სასწორი სხვა ნიშანთა შორის ბედისაგან ყველაზე განებივრებულია. მას საზოგადოება აფასებს თავაზიანობის, მხიარული და კეთილი ხასიათის გამო. სასწორი შეიძლება იყოს დიდებული ადვოკატი, დიპლომატი, ვაჭარი, მსახიობი და ადმინისტრატორი.

ქალი სასწორი.

ეს უკვე მეორედ ვხვდებით ქალურობის ნამდვილ სიმბოლოს. ვენერა მათ უხვად აჯილდოვებს მომხიბვლელობით, ჟინიანობით, სითბოსა და სიყვარულის გამოვლენის უნარით. უყვართ ძილი, ეტანებიან ტკბილეულს, აღმერთებენ სამკაულებსა და ლამაზ ნივთებს. მათთვის მთავარი პირადი გრძნობებია. უყვარდეს და იყოს სიყვარულის საგანი - აი, სასწორის ერთადერთი ოცნება.

სასწორი ჩხუბს, გართულებასა და ჭკუის დარიგებას ვერ იტანს. ერთი ციდა წინააღმდეგობაც კი საკმარისია მის გასაბრაზებლად და ასაცრემლებლად. უმეტესწილად, ისინი ბედისნებიერი ეგოისტები არიან, მაგრამ პატარა ბავშვებივით საყვარლებსა და კეთილებს, ბევრს უთმობენ და პატიობენ.

სხვა ნიშნებთან დამოკიდებულება - სასწორს შეუძლია თავისი ბედი თამამად დაუკავშიროს ტყუპებს, ლომს, მშვილდოსანს, მერწყულსა და ვერძს. სახიფათოა თხის რქასთან, კირჩხიბთან და კუროსთან ურთიერთობა, თუმცა, ზოგჯერ სასწორის კარგმა ხასიათმა შეიძლება ბედისწერასაც კი აჯობოს.


P.S ვაიმე რა კარგი ვარ... თავიდან შემიყვარდა ჩემი თავი... :))))

Liczba odwiedzin: 27
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut