წარმატება?
58, Tbilisi, Gruzja

წარმატება! რა არის წარმატება?! აი შეკითხვა რომელსაც ბევრი ადამიანი სვამს! იქნებ ეს, ის ცნობილი ქართული ფორმულაა, კაცს ერთი სახლის აშენებას, ერთი ვაჟის ყოლას და ერთი ხის დარგვას რომ ავალდებულებს? ეს რაღა თქმა უნდა ღირსეული მიზანია, რომელსაც ბევრი ადამიანი ერთი ცხოვრების მანძილზეც კი ვერ ართმევს თავს. მაგრამ, წარმატება სულ სხვა რამ არის. 
და, მაინც, რა არის წარმატება? წარმატება არის, გააცნობიერო შენი მისია, რომელიც ყველა ადამიანს განსხვავებული აქვს და ბოლომდე შეასრულო იგი. და, რა არის ადამიანის მისია? ადამიანის მისიაა - შექმნას და სამყაროში დატოვოს სრულიად განსხვავებული ფერი. დაამტკიცოს, რომ ის, აქ, არავის არ გავდა - არც მანამდე, არც ახლა და არც არასდროს.  
/მ.შ./
 

Liczba odwiedzin: 11
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut