26.03.2019
hi
40, Kutaisi, Gruzja

როგორ ვთქვათ უარი თავაზიანად ინგლისურად

რთულია უარი უთხრა ადამიანს გულწრფელ მოპატიჟებაზე, არ გინდა აწყენინო ან თავი შეურაცხყოფილად აგრძნობინო. ასეთი ვითარება უხერხულობას იწვევს ორივე მხარისთვის. თუმცა, საბედნიეროდ, საქმე არც ისე ცუდადაა… არაერთი საშუალება არსებობს იმისათვის, რომ შენი უარი არათუ შეურაცხმყოფელი, არამედ მისაღები და თავაზიანი იყოს. აი, როგორ:

მოდი წარმოვიდგინოთ, რომ პარასკევს საღამოს ვახშამზე მიგიწვიეს მეგობრებთან ერთად, მაგრამ შენ წასვლას ვერ ახერხებ. რა თქმა უნდა, შეგიძლია უბრალოდ უპასუხო “No, thank you” („არა, გმადლობ“) ან “I can’t” („ვერ შევძლებ“). მაგრამ, ასეთი პასუხი ცოტა უხეშად ჟღერს, ან უფრო რბილად რომ ვთქვათ – არამეგობრულად. ასეთ დროს სჯობს მობოდიშებით დაიწყო და მოკლედ აუხსნა, თუ რატომ ვერ მოხერხდება თქვენი შეხვედრა.

I’m sorry, I’m busy on Friday – მაპატიე, პარასკევს დაკავებული ვარ;

I’m afraid, I can’t make this Friday – ვშიშობ, ამ პარასკევს არ გამოვა;

ასევე შეგიძლია დაამატო, რომ კი ისურვებდი წასვლას, მაგრამ სამწუხაროდ რაღაც მიზეზების გამო ეს შეუძლებელია.

I’d love to come out this Friday but I’m afraid I’m busy - სიამოვნებით წამოვიდოდი მაგრამ სამწუხაროდ არ მცალია;

ან ასე:

It would be really nice, but I’m afraid I can’t come – მართლა კარგი იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ წამოვალ;

That sounds great, but I’m afraid I can’t come – კარგი აზრია, მაგრამ სამწუხაროდ ვერ წამოვალ;

That’s a really nice invitation, but I’m afraid I can’t come – რა კარგი შემოთავაზებაა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ წამოვალ;

კიდევ უფრო რთულია შემოთავაზებულ საჭმელზე უთხრა უარი ადამიანს, განსაკუთრებით მაშინ თუ მან ეს კერძი თავისი ხელით მოამზადა და კომპლიმენტს მოელის შენგან. თუმცა, აქაც შეგვიძლია თავაზიანად ვიუაროთ.

თუ არ გშია, საუკეთესო გამოსავალია ეს რბილად და პირდაპირ უთხრა.

No, thank you, I’ve just eaten – არა, გმადლობ, ახლახანს ვჭამე;

შეგიძლია ასევე აღნიშნო, რომ საჭმელი გემრიელად „გამოიყურება“, მაგრამ…

No, thank you, I’ve just eaten. It does look delicious though – მართალია, ძალიან გემრიელი ჩანს, მაგრამ ახალი ნაჭამი ვარ, გმადლობ;

ხოლო, თუ საჭმელი უკვე გასინჯე და კიდევ გთხოვენ დამატებას, შეგიძლია ასე უპასუხო:

That was absolutely delicious, but I couldn’t manage any more, thank you – მართლაც ძალიან გემრიელი იყო, გმადლობ, მაგრამ მეტს ვეღარ შეძლებ;

ვიმედოვნებთ, მომავალში არაერთ მოპატიჟებას მიიღებთ და მათგან რამდენიმეს მაინც დათანხმდებით!

ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ჭიღლაძემ

Liczba odwiedzin: 1
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut