კოცნა
30, Samtredia, Gruzja

****კოცნა***


შენ, გიყვარდა ჩემი ერთი ლექსი კოცნა
და მე მახსოვს, რომ ითხოვდი მთელი გულით
არაფელს გთხოვ დაბადების დღეზე მხოლოდ შენი კოცნა მომიძღვენი!.
ეს დღეც დადგა, ტოლ ასულთა თვალთა კრთომა იყო სულში უკვდავების მფენი
მაგრამ უფრო საზეიმოდ გაშლილ სუფრას, ამშვენებდა სილამაზე შენი.
გილოცავენ საჩუქრების დადგა ზვავი, გილოცავენ ვერცხლის ტურფა ვაზას
ზოგს მოქონდა ლალისფერი ყელსაბამი და შენც ყველას თავს უხრიდი ნაზად.
დადგა ლხილი სიმღერების მოძახილმა სახლის ჭერი თითქოს ცაში სტყორცნა
შენკი მათუ საჩუქრები გძულდა ყველა რადგან მათში არსად იყო კოცნა.
იმ წამს ისე გადმომხედე ნაზად დაპირება გამახსენდა ძველი
და მე მაშინ აღვშფოთდი და უცებ დავეკონე შენს ვარდისფერ ტუჩებს,
ახლაც მახსოვს აღშფოთება შენი შენს თვალებზე მოციმციმე ცრემლი
მე კი დღესაც თავს ვიმართლებ იმ კოცნაში არ მიმიძღვის ბრალი.
მე ორმაგად ერთგულად და მამაცურად შევასრულე დაპირება ჩემი
შენ ქაღალდზე დაწერილი კოცნა მთხოვე მე ნამდვილი კოცნა მოგიძღვენი.


Liczba odwiedzin: 257
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut