ყველა წავიდეს, მხოლოდ შენ დარჩი
54, Tbilisi, Gruzja

ყველა წავიდეს,
მხოლოდ შენ დარჩი,
დარჩი, როგორაც სიზმრად რჩებიან,
და ეს ვედრებაც ჩემთა ბაგეთა
სწორედ ამ სიზმრის თეთრი ფრთებია.
ყველა წავიდეს,
შენ შეიცადე,
მასწავლე, როგორც გავხედე მზეწვია,
მიამბე, როგორ აწამეს ქარი,
ან მზე ჰორიზონტს როგორ ეწვია..
ყველა წავიდეს,
გაუღე კარი,
დაემორჩილე ჩემს აზრს რეტიანს,
და ანაცვალე შენი სიდინჯე
ჩემს ბილიკებზე გიჟურ ხეტიალს,
წავიდეს ყველა,
მე შენ მჭირდები,
მე, აუხსნელი ვნებით ფეთიანს,
იმას, რომელმაც ილოცა შენთვის
ვისთვის უშენოდ ღამე თეთრია,
ყველა წავიდეს
მხოლოდ შენ დარჩი,
მზე რომ მზე არის მზეც ზედმეტია,
და მზეც წავიდეს, შენ დარჩი მხოლოდ,
ამდენი სხივი მეტისმეტია...
თბილად დაგხურავ
თმები მაქვს ფარჩის,
წავიდეს ყველა
მხოლოდ შენ დარჩი

Liczba odwiedzin: 2
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut